Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #47987143)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 47987143
Дата публикации: 10-11-2023
Сумма контракта: 25 993


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022570
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2023 17:06
Начало приема предложения 26.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 25`993.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45331110 - Работы по установке котлов
  • 45333000 - Работы по установке газового оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ხაშურის სავაგონო დეპოს ადმინისტრაციული შენობის საქვაბის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 260.00 GEL
Размер гарантии 260 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: medea kanchaveli :: 09.11.2023 12:34
  • Последнее исправление: medea kanchaveli :: 10.11.2023 17:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542573&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხაშურის სავაგონო დეპოს ადმინისტრაციული შენობის საქვაბის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ხაშურის სავაგონო დეპოს ადმინისტრაციული შენობის საქვაბის გაზიფიცირების სამუშაოები

მიმწოდებლის მიმართ მოთხოვნები:
1. სამუშაოები შეასრულოს დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით;
2. სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა;
3. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, დააზიანებს შემსყიდველის ქონებას, იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შემსყიდველის ქონებისათვის პირვანდელი სახის აღდგენა საკუთარი ხარჯებით;
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა;
6. მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად;
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გაზის მრიცხველიდან შენობამდე გაზსადენის მისაყვანი მილგაყვანილობის მოსაწყობად საჭირო სამუშაოების შესრულება და შეთანხმება შესაბამის სამსახურთან;
8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გაზსადენის შიგა ქსელის მოწყობა და გაზსადენის პნევმატური გამოცდა.
9. გათბობის ქვაბს მიწოდებისას თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული პასპორტ(ებ)ი, სადაც გაწერილი იქნება შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები;
10. შესრულებული სამუშაოების შედეგად, გათბობის ქვაბმა უნდა უზრუნველყოს საქვაბიდან ცხელი წყლის მიწოდება და ცირკულაცია დეპოს ადმინისტრაციული კორპუსის ოთახებში დამონტაჟებულ გათბობის რადიატორებში , აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ცხელი წყლის წნევით მიწოდება ადმინისტრაციულ კორპუსში განთავესბულ საშხაპეებში;
11. მიმწოდებელი უფლებამოსილია, წინასწარ (ტენდერში წინადადების წარდგენამდე), ადგილზე დაათვალიეროს შესაკეთებელი ობიექტები და სატენდერო წინადადების წარდგენამდე გაითვალისწინოს ყველა გარემოება: ადგილმდებარეობა, საჭირო აღჭურვილობა, ტექნიკა, საჭირო მუშახელი და სხვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.ხაშური, ოსიაურის დასახლება (ხაშურის სავაგონო დეპო)

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 კალენდარული თვე, ხოლო საქვაბე დანადგარებზე საპასპორტო მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 3 წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;
2. მიმწოდებელმა ზემოხსენებული ვადის დაცვით უნდა გაავრცელოს გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, გამოყენებულ მასალას და გათბობის მოწყობილობა/დანადგარ(ებ)ს არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში, მაგრამ შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში წუნის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია თავად მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტ(ებ)ის აღმოსაფხვრელად და მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობა/მონტაჟის განხორციელების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გააჩნდეს გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობა/მონტაჟის განხორციელების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

შენიშვნა:
ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3), მიმწოდებლის მიმართ მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1);
3. ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადისა და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ 1.4 და 1.6 პუნქტის შესაბამისად;
4. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი;
5. გათბობის ქვაბის მწარმოებლის მიერ გაცემული პასპორტ(ებ)ი, მინიმუმ ის ნაწილი, სადაც გაწერილი იქნება შემოთავაზებული საქონლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
- საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოების მიღება და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე. პირველადი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსყიდველს, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ყოველი შემდგომი ექსპერტიზის ხარჯები ეკისრება მიმწოდებელს. ამასთან, პირველადი ექსპერტიზის შედეგად უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ექსპერტიზა იმავე აკრედიტირებულ საექსპერტო დაწესებულებაში, სადაც შემსყიდველმა განახორციელა პირველადი ექსპერტიზა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაზღაურება მოხდება კონსიგნაციის წესით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღის ვადაში.

ამასთან, დასაშვებია ანგარიშსწორება განსხვავებული პირობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშწორებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, სს „საქართველოს რკინიგზას“ მიმართავს და წარუდგენს წერილობითი ფორმით მოთხოვნას (დანართი N2) განსხვავებული პირობით ანგარიშსწორების შესახებ. განსხვავებული პირობით ანგარიშსწორება გულისხმობს შემდეგს:
1. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის მიღების თარიღიდან (იგულისხმება კომპანიის კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი) 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
2. მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხა არ უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით 10 000 (ათი ათასი) ლარზე ნაკლები;
3. ნაკლებ ვადაში (10 საბანკო დღე მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნიდან) ანგარიშსორებისას მიმწოდებელს საკომისიოს სახით გაექვითება ანაზღაურების მოთხოვნით (მზადდება შემსყიდველის მიერ) განსაზღვრული გასაცემი თანხიდან მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი ნაწილის 1,73% და აისახება კომპანიის სასარგებლო დამატებით შემოსავლად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მედეა ყანჩაველი, 558998566, medea.kanchaveli@railway.ge .
სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: Giorgi.Gurgenidze@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-98-27; 593-14-47-21
მთავარი სპეციალისტი: ეთერ ტეტუნაშვილი: ტელ: (995 32) 219-91-73; 577-03-93-63
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: ესტატე ბაინდურაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 597-77-77-29

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით თემურ რობაქიძეს, ტელ: 591-19-00-48

additional information/document

10.1 additional information/documents

1. წინადადების ფასი:
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
1.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
1.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
1.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
1.6 ხარჯთაღრიცხვის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ აშშ დოლარში დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვა შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის და რაოდენობის ნამრავლი არ იქნება ერთეულის ჯამური ღირებულების ტოლი, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.8 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);

2. სხვა მოთხოვნა:
2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
2. 2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2.3 სატენდერო პირობების 10.1 პუნქტის სხვა მოთხოვნების 2.2 ქვეპუნქტი, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ.)
2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2.6 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2.7 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

3. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
3.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru