ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 80 ერთეული მოძრავი სალარო აპარატი
(სსა).
1. ტექნიკური მახასიათებლები:
შესყიდვის ობიექტი (საკონტოლო -სალარო აპარატები, სსა) უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკმბრის #994
ბრძანებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს; კერძოდ, სალარო
აპარატს უნდა გააჩნდეს:
ა) მეორე თაობის GPRS და crypto-ს შიდა მოდემი მონაცემთა ცენტრალური
სერვერისთვის გადასაცემად. შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს
ჩასაყენებელი ( pluggable ) და კლიენტის სურვილისამებრ GPRS -ის გარდა შეეძლოს
სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც, მაგალითად Ethernet, wifi და ა.შ;
ბ) შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული მოთხოვნის
შესაბამისად ან/და წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, GSM/GPRS -ით
ქსელური მოდულის მეშვეობით (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური
ინფორმაციის) ინფორმაციის დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი
ტექსტური ფაილის სახით სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი;
გ) სსა-ში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად
შენახვის შესაძლებლობა, ამავე მეხსიერებაზე უნდა ინახებოდეს
ელექტრონული ჟურნალი. ყველა ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს
დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ფორმატით;
დ) სიმეტრიული ან ასიმეტრიული დაშიფრვა/ელექტრონული ხელმოწერის
გამოყენების შესაძლებლობა (იგივე გასაღები როგორც სსა-ის მხარეს, ასევე
სერვერის მხარეს), დაშიფვრის/ელექტრონული ხელმოწერის ალგორითმი უნდა
იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებული სტანდარტული
ალგორითმი, რომლის კრიპტომედეგობა ეჭვს არ გამოიწვევს სსა-ის მუშაობის
მთელ პერიოდში და შეესაბამება AES ალგორითმს;
ე) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადასახადის
გადამხდელისათვის ან/და მარკირებული გასაღები ან სხვა ინდივიდუალური
ავთენტიფიკაციის საშუალება;
ვ) შესაძლებლობა განახორციელოს მომხმარებლის ინდივიდუალური
აღრიცხვის სისტემებიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მაგ.:
რესტორნის მენიუ, გაყიდული საქონლის რეესტრი და სხვა) ამობეჭდვა,
დაშიფრული სახით შენახვა და ცენტრალურ სერვერზე გადმოცემა;
ზ) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის
შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 6 - საათიანი მუშაობის უწყვეტ
რეჟიმს;
თ) შესაძლებლობა, გამოიტანოს ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერები
როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე, დისპლეიზე;
ი) არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმი ან
მექანიზმები;
კ) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის
შესაძლებლობა;
ლ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა;
მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები
ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე;
ნ) დაპროგრამების შესაძლებლობა, რათა განახორციელოს ჩეკზე ობიექტის
დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სსა-ის საქარხნო
ნომრის, ჩეკის ნომრის, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციების
მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის, დროის და მიღებული თანხების
მონაცემების ჩაწერა, ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშნის
და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა;
ო) შესაძლებლობა, რომ სსა-ის მიერ ფისკალური ჩეკისთვის მინიჭებული
ნომერი იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, სსა-ის ფისკალიზაციის დროს
ნომერი უნდა დაყენდეს ერთზე, რომელიც ყველა ფისკალურ ოპერაციაზე უნდა
იზრდებოდეს ერთით. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ნომერი უნდა
ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას;
პ) ჩეკის უნიკალური ნიშნით (2 D ბარკოდი ან სხვა) ნიშანდების შესაძლებლობა,
ისე რომ შესაძლებელი იყოს ჩეკის მობილური ტერმინალით ვარგისიანობაზე
შემოწმება და ჩეკის შესახებ დეტალური ინფორმაციის აღდგენა/გაშიფვრა.
ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ჩეკის
რიგითი ნომერი, ოპერაციის ჩატარების თარიღი და დრო, სსა-ის
საიდენტიფიკაციო ნომერი, თანხა, აპარატის სტატუსი, ციფრული ხელმოწერის
გამოყენების შესაძლებლობა;
ჟ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის
გამოყენებისა და დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ინფორმაციის
შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის
პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ
სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური
მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს;
რ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების
შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის და დაშიფრული/ელექტრონულად
ხელმოწერილი ინფორმაციის შენახვის განუხორციელებლობის
შემთხვევაში;
ს) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური
მეხსიერებიდან დღიური ანგარიში;
ტ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ან საკონტროლო ლენტის
გარეშე მუშაობის შემთხვევაში;
უ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა აპარატის გაუმართაობის,
ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან
არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში;
ფ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის
დაფიქსირების შესაძლებლობა;
ქ) ნიშანდება: აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების
თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით;
ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 58 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა,
ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 15
ხაზი/წმ.
მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი
რეკვიზიტები:
ა) პირის დასახელება;
ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) სსა-ის უნიკალური ნომერი;
დ) ჩეკის ნომერი;
ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო;
ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.
ზ) შესაძლებელი უნდა იყოს სხვა დამატებითი მონაცემების ასახვაც
სურვილისამებრ.
შენიშვნა:
• პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად
იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
• შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების
ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების
ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის
შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის
პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესაბამისად.