2.2.1.1 პრეტენდენტს 2018 წლის 01 იანვრიდან ტენდერის სტატუსი „წინადადების
მიღება დაწყებულია“ -მდე პერიოდში უნდა გააჩნდეს: ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების (კერძოდ: საავტომობილო
გზების, მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთ მშენებლობას,
რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას, ამასთან სკვერების,
ან/და პარკების, ან/და სარეკრეაციო სივრცეების მშენებლობა/მოწყობას)
შესრულების გამოცდილება არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ღირებულების
ოდენობით, მათ შორის ერთი ობიექტის შესრულებული სამუშაოების
ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 ლარს. აღნიშნულის
დასადასტურებლად, პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ
სისტემაში ატვირთვის გზით წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები
და მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები
გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან,
საკმარისია წარმოდგენილ იქნას შესაბამისი დანართი სადაც მითითებულ
იქნება SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები; (აღნიშნულ დოკუმენტის ატვირთვის
შემთხვევაში, სავალდებულოა იგი დამოწმებული იყოს კვალიფიციური
ელექტრონული შტამპით);
2.2.1.2 წარმოდგენილ ხელშეკრულებებთან ერთად პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი/ატვირთულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო
წერილ(ებ)ი ორგანიზაცი(ებ)იდან, სადაც განხორციელდა ანალოგიური
პროექტ(ებ)ი. წერილში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ –
მოხდა თუ არა ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ
ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევა.
სარეკომენდაციო წერილი უნდა ეხებოდეს პრეტენდენტის მიერ სამუშაოს
შესრულებას. (სარეკომენდაციო წერილი გაცემილი უნდა იყოს ტენდერის
გამოცხადების დღისათვის ან მის შემდგომ). წერილ(ებ)ში წარდგენის ადგილად
მითითებული უნდა იყოს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
2.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტაციით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულებებით
განსაზღვრულ ვადებში ჯეროვნად და ხარისხიანად შეასრულა აღებული
ვალდებულებები.
ამასთან:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დანართში არ იქნება ასახული ინფორმაცია
განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული
ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს
სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას,
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება
მოთხოვნილი გამოცდილება.
ბ) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც
უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ
წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.2
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ
დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული
იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული
საერთო ღირებულებისა);
გ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოს შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.1.5 შემსყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტის 2.2.1.2 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ
იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი
გამოცდილების შესაბამისი სამუშაოების შინაარსი, პრეტენდენტს
მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური
დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური
აღწერილობა.
2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.2 ან/და 2.2.1.4
ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების
შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი
უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების
სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ფორმა №2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც
შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების
იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს
დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.8 უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისის
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
დანართის სახით.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის
პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის
დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.