Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47987120)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 47987120
Дата публикации: 10-11-2023
Сумма контракта: 2 000 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022556
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2023 16:17
Начало приема предложения 26.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 2`000`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45230000 - Строительство трубопроводов, линий связи и линий электропередач, магистралей, дорог, аэродромов и железных дорог; работы по выравниваю
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დავალება
Дополнительная информация
ქ. ქუთაისში ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა (Design-Build მეთოდით)
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 8`000.00 GEL
Размер гарантии 20`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 08.11.2023 15:30
  • Последнее исправление: mari abashidze :: 10.11.2023 16:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542429&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქუთაისში ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა (Design-Build მეთოდით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თანდართულ ფაილში.

1.2.1 ტექნიკური დავალების დანიშნულებაა:

ა) ქ. ქუთაისში ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის დეტალური პროექტის მომზადება;
ბ) დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

პროექტირებისა და მშენებლობის განხორციელების ვადები:

1. პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს - არაუმეტეს 190 კალენდარულ დღეს;
2. პროექტირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუმეტეს 110 კალენდარულ დღეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან, პროექტირების განხორციელების გათვალისწინებით.
3. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა, პროექტირების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან არაუმეტეს 80 კალენდარულ დღე;
4. დამკვეთი იტოვებს უფლებას საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისათვის სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში, გასცეს შენიშვნები და დასკვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე.

- ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს I სტადიით განსაზღვრულ სამუშაოებს (საძიებო კვლევით სამუშაოებს და პროექტის კონცეფციას). შემსყიდველის და/ან ხელშეკრულებით შემსყიდველის უფლებამოსილი პირი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობით და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
პროექტის წინასწარ ვერსიასთან დაკავშირებით, შემსყიდველის ან ხელშეკრულებით შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ კომენტარების გადაცემის მომდევნო დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია კომენტარების გათვალისწინებით შეიტანოს ცვლილებები და წარუდგინოს შემსყიდველს შესათანხმებლად I სტადიით გათვალისწინებული დეტალური საინჟინრო პროექტის წინასწარი ვერსია.
თუ პროექტის წინასწარი ვერსია და საძიებო კვლევით სამუშაოები მისაღებია, ფორმდება I სტადიის მიღება-ჩაბარების აქტი.
I სტადიის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შენიშვნების ან კომენტარების გათვალისწინებით წარმოუდგინოს შემსყიდველს II სტადიით გათვალისწინებული დეტალური საინჟინრო პროექტის საბოლოო ვერსია (ექსპერტიზირებული) და ფორმდება პროექტირების II სტადიის მიღება-ჩაბარების აქტი.

- შემსყიდველი იტოვებს უფლებას 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და შესაბამისად ასახოს საპროექტო დოკუმენტაციაში.
- შემსყიდველის მხრიდან თითოეული ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისთვის საჭირო დრო (10 სამუშაო დღე) არ შედის საპროექტო სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 განსახორციელებელი სამუშაოების მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ირ.აბაშიძის გამზ. N26, ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 03.01.22.705 (თან ერთვის სიტუაციური გეგმა).
პროექტირებისა და მშენებლობის განხორციელების მეთოდები:
1. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პროექტირება და მშენებლობის (Design-Build) მეთოდით.
2. ერთ ეტაპიანი მშენებლობა.
3. ორ სტადიანი პროექტირება:
• I სტადია- საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება; საინჟინრო პროექტის წინასწარი ვერსია
• II სტადია-ექსპერტიზირებული დეტალური სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

1.5.2 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სამუშაოს მოცულობის გაზრდის შემთხვევაში ცვლილება განხორციელდება ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული ფასების შესაბამისად, ხოლო სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასების ან გამონაკლის შემთხვევაში საბაზრო ფასების ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა;
1.5.3 ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, სამუშაოს დასრულების შემდეგ საკუთარი მასალებითა და ხარჯებით (ყოველ კონკრეტულ ფაქტზე) უნდა განახორციელოს სარემონტო ნარჩენების და მასალების გატანა ასევე პერიმეტრის დასუფთავება.

სამუშაოს შესრულების ფორმისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სატენდერო პირობების 1.2 პუნქტის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მე-16 მუხლის შესაბამისად.

- მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა. მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებულ სამუშაოებზე და ამ სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებულ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) წელს (სწორი ექსპლუატაციის პირობების დაცვით). გარანტია ვრცელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებულ ყველა ტიპის სამუშაოზე, გარდა მწვანე საფარისა რომლის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 წელს.
1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.6.3 მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2018 წლის 01 იანვრიდან ტენდერის სტატუსი „წინადადების მიღება დაწყებულია“ -მდე პერიოდში უნდა გააჩნდეს: ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების (კერძოდ: საავტომობილო გზების, მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთ მშენებლობას, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას, ამასთან სკვერების, ან/და პარკების, ან/და სარეკრეაციო სივრცეების მშენებლობა/მოწყობას) შესრულების გამოცდილება არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ღირებულების ოდენობით, მათ შორის ერთი ობიექტის შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 ლარს. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია წარმოდგენილ იქნას შესაბამისი დანართი სადაც მითითებულ იქნება SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები; (აღნიშნულ დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, სავალდებულოა იგი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით);

2.2.1.2 წარმოდგენილ ხელშეკრულებებთან ერთად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი/ატვირთულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი ორგანიზაცი(ებ)იდან, სადაც განხორციელდა ანალოგიური პროექტ(ებ)ი. წერილში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ – მოხდა თუ არა ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევა. სარეკომენდაციო წერილი უნდა ეხებოდეს პრეტენდენტის მიერ სამუშაოს შესრულებას. (სარეკომენდაციო წერილი გაცემილი უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების დღისათვის ან მის შემდგომ). წერილ(ებ)ში წარდგენის ადგილად მითითებული უნდა იყოს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
2.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში ჯეროვნად და ხარისხიანად შეასრულა აღებული ვალდებულებები.

ამასთან:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დანართში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება.
ბ) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);
გ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოს შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.


2.2.1.5 შემსყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.2 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი სამუშაოების შინაარსი, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.

2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.2 ან/და 2.2.1.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა №2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.2.1.8 უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისის ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართის სახით.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ფინანსური გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაში სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით;

2.5.1.2 მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს ფინანსურ გეგმა-გრაფიკში გაწერილი შესასრულებელი სამუშაოების ფიქსირებული ღირებულების შესაბამისი ფორმა №2-ების წარმოდგენით.

2.9 other additional requirements

2.9.1. შესასრულებელი სამუშაოების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან (მათ შორის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2.9.2 შესასრულებელი სამუშაოების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შესასრულებული სამუშაოების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართი #1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი #1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
2.9.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების, (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55).

2.9.5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).
2.9.6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).
2.9.8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
2.9.9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
2.9.10 დაინტერესების შემთხვევაში პრეტენდენს შეუძლია ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1. შესყიდვის თავისებურების (შესყიდვის ობიექტი სპეციფიკის), ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია საპროექტო მომსახურება, რომლის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურება/სამუშაო განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალ ფასად, წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად;

6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;

6.4.3 თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

6.4.4. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ვინაიდან, შესყიდვა გათვალისწინებულია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების ღირებულების 100% ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადას. ანაზღაურება მოხდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა;

7.1.1.3. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;

7.1.1.4. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.5 უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru