Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Обувные изделия (Грузия - Тендер #47987109)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 47987109
Дата публикации: 10-11-2023
Сумма контракта: 1 061 775


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022515
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2023 14:45
Начало приема предложения 07.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 1`061`775.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18800000-Обувные изделия
Коды классификатора
  • 18810000 - Обувь, кроме спортивной и защитной обуви
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ზამთრის ფეხსაცმელი საშუალოყელიანი (შავი)

Mid-calf winter boots (black)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 4`247.00 GEL
Размер гарантии 10`618 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar tsikhiseli :: 26.10.2023 11:30
  • Последнее исправление: tamar tsikhiseli :: 10.11.2023 14:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540624&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ზამთრის ფეხსაცმელი საშუალოყელიანი (შავი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება და ესკიზები;

- შემოთავაზებულ საქონელს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის მიერ დატანილი ეტიკეტ(ებ)ი ზომის, მწარმოებელი ფირმის, მწარმოებელი ქვეყნის და მოდელის მითითებით, ასევე არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა დამატებითი ინფორმაცია.

- ფეხსაცმლის ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით.

- თითოეული წყვილი ფეხსაცმელი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად ცალკე ყუთებში. შეფუთვაზე ასევე დატანილი უნდა იყოს ფეხსაცმლის ზომა.

- პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებიც მოცემული იქნება EN ISO 20347 სერტიფიკატში ან რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენა ან რომელთა გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ტექნიკური დავალების "წარმოსადგენი ლაბორატორიული (ექსპერტიზის) დასკვნები"-ს გრაფაში განსაზღვრული მონაცემები არ საჭიროებს დაზუსტებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში. (მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუადრეს 2024 წლის 03 იანვრიდან).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N5 - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საწყობი.

1.7.1 requirement related to guarantee period

- მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საქონლის მიწოდების დღიდან და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში მოქმედებს არანაკლებ 2 (ორი) წელი.

- საგარანტიო პირობა: შეცვლა ახლით;

- დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა: შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

- საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს.

- მოწოდებული საქონელი რეცხვის დროს უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან ბრენდი) და მოდელი.

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი არ იქნება მწარმოებელი ფირმა, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი ფირმისგან დასტურის წერილი, რომ მზად არის მიაწოდოს პრეტენდენტს (ტენდერის ნომრის მითითებით) ტენდერით მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 120 000.00 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:

1)ხელშეკრულება/ხელშეკრულებები

2)ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული ფეხსაცმლის მოდელს უნდა გააჩნდეს მოქმედი EN ISO 20347 სერტიფიკატი ან ნიმუშთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ფეხსაცმელმა გაიარა ტესტი შემდეგ კომპონენტებზე. კონკრეტული მოთხოვნები იხილეთ 3.1.1 პუნქტში

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან.

2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4.პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის კონკრეტული დასახელება, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან ბრენდი), მოდელი, ერთეულის ფასი და საერთო ფასი, ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მიწოდების ვადისა და პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში). საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მითითებულ უნდა იქნეს ფასების ცხრილის მე-3 გრაფაში ან ატვირთულ უნდა იქნეს ცალკე ფაილად.

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1, 2.7.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

9. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

11. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, (მოთხოვნა შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში;

- შემოთავაზებული საქონლის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში ასახულ მოთხოვნებსა და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

შემოთავაზებული ფეხსაცმლის მოდელს უნდა გააჩნდეს მოქმედი EN ISO 20347 სერტიფიკატი ან ნიმუშთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ფეხსაცმელმა გაიარა ტესტი შემდეგ კომპონენტებზე:

1) საზედაპირე ტყავის სისქე 1.8-2.2 მმ თანახმად EN ISO 2589 -სა;
2) ძირისა და ზედაპირის მიერთების სიმტკიცე თანახმად EN ISO 20347-2012 5.3.1.2-სა (ან უფრო ახალი).
3) ძირის ღუნვაზე მედეგობა თანახმად EN ISO 20347-2012 5.8.4 -სა (ან უფრო ახალი);
4) ძირის ცვეთამედეგობა თანახმად EN ISO 20347-2012 5.8.3 -სა (ან უფრო ახალი);
5) გლეჯვამედეგობა (ძირი) თანახმად EN ISO 20347-2012 5.8.2 -სა (ან უფრო ახალი);
6) საზედაპირე მასალების (ტყავი და ქსოვილი) ხევაზე მედეგობა თანახმად EN ISO 20347-2012 5.4.3-სა (ან უფრო ახალი);
7) ჩასაფენი ღაბაშის სითხის შეწოვა და დეზორბაცია თანახმად EN ISO 20347-2012 5.7.3- სა (ან უფრო ახალი);
8) ჩასაფენი ღაბაშის ცვეთამედეგობა თანახმად EN ISO 20347-2012 5.7.4.2 -სა (ან უფრო ახალი);
9) ძირის ანტისტატიკურობის კვლევა თანახმად EN ISO 20347-2012 6.2.2.2 (ან უფრო ახალი);
10) გლეჯვამედეგობა (სარჩული) თანახმად EN ISO 20347-2012 5.5.1 (ან უფრო ახალი);
11) ცვეთამედეგობა (სარჩული) თანახმად EN ISO 20347-2012 5.5.2 (ან უფრო ახალი);

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დალუქული ლაბორატორიული კვლევის (ექსპერტიზის) ორიგინალი/დედანი დასკვნ(ებ)ი და ექსპერტიზაგავლილი მასალა. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული საექსპერტო დაწესებულების მიერ;

EN ISO 20347 სერტიფიკატი ან ექსპერტიზის დასკვნა (რომელი მათგანიც იქნება წარმოდგენილი) ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მასში ნათლად უნდა იკითხებოდეს მოდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) არის თუ არა დამზადებული შავი ფერის ნატურალური ტყავის და შავი ფერის ქსოვილის
კომბინაციით;
ბ) არის თუ არა ენაკი ბადექსოვილის ტექსტილი;
გ) გააჩნია თუ არა წყალგაუმტარი მემბრანის შემცველი სამშრიანი სარჩული;
დ) არის თუ არა საყაითნეების მასალა პლასტიკის;
ე) არის თუ არა ძირის მასალა არანაკლებ ორშრიანი - შიდა ძირ(ებ)ი პოლიურეთანის და გარე ძირი რეზინის და არის თუ არა ინჟექტირების მეთოდით დამაგრებული.

ასევე, ფეხსაცმელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით დამცავ ფუნქციებს რაც უნდა დადასტურდეს EN ISO 20347 სერტიფიკატით ან ექსპერტიზის დასკვნით:
- O2
- HRO
- HI
- CI
- WR
- FO
- SRC ან/ SRA და SRB .

ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში:

- თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით/მასალით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე/მასალებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.

- ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.

- პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი მასალა.

- წარმოდგენილი ნიმუში შემოწმების მიზნით დაზიანდება, შესაბამისად ის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული საქონლის ნიმუში და ლაბორატორიული (ექსპერტიზის) დასკვნები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. N38 - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

6.4.3 თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მოწოდების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.1.1.4 წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება 2024 წლის 01 იანვრის შემდგომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ოდენობის საავანსო თანხის საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტიის გაცემის თარიღი არ უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრისა) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით გუმბერიძე, 577773045, gumberidze@mia.gov.ge სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: თამარ ციხისელი 577 77 46 65

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru