Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мебель (Грузия - Тендер #47875199)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 47875199
Дата публикации: 08-11-2023
Сумма контракта: 993 157


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON230000349
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.11.2023 12:22
Начало приема предложения 19.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 20.11.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 993`157.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39100000-Мебель
Коды классификатора
  • 39112000 - Стулья
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვა.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 9`932 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona danelia :: 12.10.2023 14:33
  • Последнее исправление: teona danelia :: 08.11.2023 12:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539005&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საკონფერენციო სკამი (შემდგომში საქონელი, საკონფერენციო სკამი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, დანართი N1-ითა და დანართი N2-ით გათვალისწინებული 17 578 (ჩვიდმეტი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი) ერთეული საკონფერენციო სკამი.

მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული (მისაწოდებელი) საკონფერენციო სკამის რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ჯამურად, 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.

1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა (ტექნიკური პარამეტრები/სპეციფიკაციები) განსაზღვრულია დანართი N1-ით.

1.2.3. შესყიდვის ობიექტის რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, ასევე მიწოდების ადგილები (ზუსტი მისამართებით) და მიწოდების სავარაუდო ვადები მოცემულია დანართ N2-ში.

1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი N3 -ის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით განსაზღვრული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმონ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, დანართი N2-ით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.4.3. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, საქონლის მიწოდება დაიწყოს გამარჯვებულად გამოვლენიდან 140 (ას ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.4. დანართ N2-ში მოცემული გეგმა-გრაფიკი საორიენტაციო ხასიათისაა და შეთანხმების შემთხვევაში, შემსყიდველი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან დააზუსტონ იგი (მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეც).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს დანართი N2-ით განსაზღვრულ ლოკაციებზე.

1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N2-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება.

1.5.3. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ მისაწოდებელი საქონლის შეუფერხებლად მიღება (წინასწარ უზრუნველყონ შესაბამისი ადგილის/ფართის გამოყოფა/მომზადება), ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს შემსყიდველ ორგანიზაციას საქონლის მიწოდების ზუსტი თარიღი და დრო, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან წერილობით.

1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს მისაწოდებელი საქონლის დასაწყობება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე შესაბამის სასაწყობე ფართში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან .

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში (გარდა გარეგანი ზემოქმედებით და მესამე პირის მხრიდან მიყენებული დაზიანებისა), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს გარანტია არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით. საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წუნდებული/დაზიანებული საქონლის ან/და მისი ნაწილის შეცვლა, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სათანადო შეტყობინების მიღების დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7.1.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობების დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N3-ში) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში "არ გააჩნია".

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის (არსებობის/არარსებობის) შესახებ, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების ავეჯის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ავეჯის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:

- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ავეჯის მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და

- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და

- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედანდები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან

- აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ავეჯის მიწოდების გამოცდილება.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ვიზუალი - რომელშიც მოცემული იქნება წინხედი, გვერდხედი, ზედხედი და უკანა მხარე. აღნიშნული წარმოდგენილი უნდა იქნეს ფერადი ფოტოსურათ(ებ)ის ან/და მწარმოებლის ვებ გვერდის ბმულის მეშვეობით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა

ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირის) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)

ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS

ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მასერტიფიცირებლის (აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირის) ვებ გვერდი, სადაც იქნება ინფორმაცია დასკვნის გამცემი პირისათვის მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვებ გვერდის შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ამობეჭდილი სახითაც).

ამასთან, უცხო ენოვანი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა ერთვოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

3.1.1.2. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს საკონფერენციო სკამის შესაბამისობა შემდეგ პარამეტრებთან:

საკონფერენციო სკამი შავი ფერის: საზურგე და დასაჯდომი დაფარული ქსოვილის რბილი ზედაპირით, მეტალის კარკასი, ოთხი ფეხით, სკამის ფეხების დაბოლოებებს უნდა გააჩნდეს პლასტმასის ან რეზინის საცობები/დამცავები.

მეტალის მილის კედლის სისქე არანაკლებ 1.2 მმ.

სკამის დასაჯდომისა და საზურგის სიმაგრისთვის გამოყენებული ე.წ. „ფანერის“ სისქე არანაკლებ 6 მმ.

საზურგე უკანა მხრიდან დაფარული უნდა იყოს პლასტმასის გარეკანით.


სკამის ზომები ესკიზის შესაბამისად:

დასაჯდომის სრული სიგანე: არანაკლებ 53 სმ-ისა და არაუმეტეს 56 სმ-ისა.
ზურგის სიგანე : არანაკლებ 47 სმ-ისა და არაუმეტეს 49 სმ-ისა.
დასაჯდომის სიღრმე: არანაკლებ 40 სმ-ისა და არაუმეტეს 47 სმ-ისა.
ზურგის სიმაღლე: არანაკლებ 33 სმ-ისა და არაუმეტეს 39 სმ- ისა.
სკამის სიმაღლე: არანაკლებ 80 სმ-ისა და არაუმეტეს 86 სმ-ისა.

3.1.1.3. დასკვნა გაცემული უნდა იყოს უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელზე და გაცემული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წლის 1 იანვრისა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ექსპერტიზის დასკვნა პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

9932

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 20 000.00 (ოცი ათასი) ლარს.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური ან/და ელექტრონული სახით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ ხორციელდება საქონლის მიწოდების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა დანელია, 577011244, tdanelia@spa.ge ნათია ხინთიბიძე, 599133737, nkhintibidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების,აგრეთვე, „2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1762 განკარგულების პირველი მუხლის "ო" ქვეპუნქტის (სხვადასხვა სახის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის 2024 წლის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკონფერენციო სკამის შესყიდვის შემთხვევებისა;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით განსაზღვრული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაასრულოს გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ა გაფორმდება მიმწოდებლისა და სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 დეკემბრისა;

10.1.5. გამარჯვებული პრეტენდეტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით განსაზღვრულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობაც განსაზღვრულია დანართ N2-ში.

10.1.6. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე დანართი N2-ით განსაზღვრულ თუნდაც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, იმ რაოდენობაზე რა რაოდენობაც განსაზღვრულია დანართ N2- ში;

10.1.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით გათვალისწინებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუდგათ საკონფერენციო სკამის დამატებითი რაოდენობით შესყიდვის საჭიროება (ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 დეკემბრისა) ან იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N2-ში, მაგრამ ტენდერის მიმდინარეობისას, ნებისმიერ ეტაპზე (მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 დეკემბრისა) გაუჩნდებათ საკონფერენციო სკამის შესყიდვის საჭიროება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებენ მიმწოდებლისა და სატენდერო კომისიის შესაბამისი თანხმობის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები;

10.1.7.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, დამატებით შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამავე ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ღირებულების 20%-ს;

10.1.8. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.9. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით;

10.1.10. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;

10.1.11. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.12. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც;

10.1.13. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და შესაბამის დანართებს;

10.1.14. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.15. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაც

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru