Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Кино услуги и видео услуги (Грузия - Тендер #47875144)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 47875144
Дата публикации: 07-11-2023
Сумма контракта: 86 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022257
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.11.2023 18:14
Начало приема предложения 13.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 15.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 86`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92100000-Кино услуги и видео услуги
Коды классификатора
  • 92111200 - Производство кинофильмов и видеокассет для использования в целях рекламы, пропаганды и получения информации
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სატელევიზიო ფორმატის, სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 865.00 GEL
Размер гарантии 865 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar kapanadze :: 07.11.2023 16:26
  • Последнее исправление: tamar kapanadze :: 07.11.2023 18:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542229&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატელევიზიო ფორმატის, სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1 (ერთი) ერთეული სატელევიზიო ფორმატის, სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადება.

ინფორმაცია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შესახებ

1.2.1 სამიზნე აუდიტორია: საზოგადოება
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“ (შემდგომში „ბიურო“) ახორციელებს სასამართლოსა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ბიუროს მისიაა - აღასრულოს კანონის უზენაესობა მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვით.

1.2.2 ბიუროს პოზიციონირების მიმართულებები:
გადაწყვეტილებათა აღსრულების და არასააღსრულებო სერვისების მიწოდების კუთხით, ბიურო ეფექტური ბიზნეს პროცესის განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოა. ბიუროს პროექტები/პროგრამები მნიშვნელოვანი და ქმედითია; ბიურო სანდო და სტაბილური ორგანიზაციაა, რომელიც ამავდროულად, მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და საურთიერთობო უწყებაა.
საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ბიურო უნდა პოზიციონირდეს, როგორც:
• კომპეტენტური
• სანდო
• ეფექტური
• ინტერესების დამცველი
• კანონიერი

1.2.3 კამპანიის აღწერა:
ბიურო აღასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და დემონტაჟის საქმეებს. მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებისა, აღსრულების პოლიცია დამატებით, ერთვება საქმეში, როგორც მომრიგებელი და სოციალურ მუშაკებთან და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებთან ერთად, სწავლობს შემოსული საქმის მხარეებს, მათ სოციალურ მდგომარეობას და მათი ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარი კომუნიკაციის გზით, ცდილობს საქმის მორიგებით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, უკავშირდებიან გამოსახლების კატეგორიის საქმისწარმოების მხარეებს, ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ ხმაურით, საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებით და თემის ირგვლივ ემოციური ფონის გამძაფრებით, წინ აღუდგებიან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, გადაუვადებენ გამოსახლების პროცესს და სხვა. მხარეების შეცდომაში შეყვანის გამო ადგილზე განვითარებული აგრესიული ფონი უმეტესწილად, ხელს უშლის აღსრულების პოლიციას და იძულებულია გამოიყენოს ის ძალისმიერი ბერკეტები, რისი გამოყენების ვალდებულებაც აქვს კანონით სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირების (მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მხარეების შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის მხარეთა ინტერესების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებსაც, მხარეების სწორად ინფორმირებასა და სწორი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევაში, რაც ცალსახად, ხელს უშლის თავად მხარეებს, მოახერხონ მათი ინტერესების გათვალისწინებით კონსესუსის მიღწევა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქმის მორიგებით, ნებაყოფლობით დასრულება.
ბიურო, გარდა გამოსახლების კატეგორიის საქმეებისა, აღასრულებს სასამართლოსა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სხვა გადაწყვეტილებებს (გარდა სისხლის სამართლისა). ამ კატეგორიაშიც, ბიურო არის დარღვეული უფლების აღდგენის, მართლმსაჯულების აღდგენის გარანტი. აღსრულების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ამბად შესაძლოა დარჩეს. გადაწყვეტილებათა აღსრულების ერთადერთი კანონისმიერი გზა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობაა. ბიურო აღასრულებს კანონს და სასამართლო გადაწყვეტილებას, იცავს მთავარ ღირებულებას - კანონის ძალა მის აღსრულებაშია.
ბიუროს, გარდა სააღსრულებო წარმოების საქმეებისა, აქვს არა სააღსრულებო სერვისებიც: ფაქტების კონსტატაცია, ქონების შეფასება, გამარტივებული წარმოება. ეს მიმართულებები აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოადგენს, როგორც სერვისების განმახორციელებელ ბიზნეს ორგანიზაციად. მიუხედავად, ამ ტიპის არა სააღსრულებო სერვისებისა, ბიურო საზოგადოების მხრივ აღქმული და დაკავშირებულია ძირითადად გამოსახლების კატეგორიის საქმეებთან.

კამპანიის თეგლაინები:

• აღსრულების ეროვნული ბიურო სანდო ორგანიზაციაა;
• აღსრულების ეროვნული ბიურო დგას კანონის უზენაესობის სადარაჯოზე;
• აღსრულების პოლიციელი აღასრულებს კანონს;
• აღსრულების პოლიციელი კომპეტენტური და სამართლიანია;
• აღსრულების ეროვნული ბიურო იცავს მხარეთა ინტერესებს და მათ შორის ბალანსს;
• ბიუროს, პოლიციისა და აღმასრულებლის რეპუტაციისა და იმიჯის წარმოჩენა;
• ჩვენი მიზანი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა მხარეთა ინტერესების და სოციალური ბალანსის დაცვით;
• ჩვენ ვიცავთ მხარეთა ინტერესებს;
• სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარის დარღვეული უფლება უნდა აღდგეს;
• იმ შესაძლებლობების და უპირატესობების წარმოჩენა, რომელსაც აღსრულების პოლიცია და აღსრულების ეროვნული ბიურო სთავაზობს მხარეებს;
• ბიუროს მიმართ რეპუტაციული და ნდობითი ხარისხის ზრდა;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო სერვისების წარმოჩენა და ხაზგასმა.

სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის მიზანია, გააცნოს მოსახლეობას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლში ხელშეწყობის პოტენციალი, ისე, რომ ზედმეტი ხასგაზმა არ მოახდინოს უშუალოდ ტერმინ „ღირებულებათა ჯაჭვზე“. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაინახოს აღსრულების ეროვნული ბიუროს უპირატესობები საქმისწარმოების და დავის ეფექტურად, სამართლიანად დასრულების პროცესში.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს კრეატიული იდეა, რომელიც წარმოაჩენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითად ღირებულებებს და მათ უპირატესობებს და ეს იდეა გასაგები და მისაღები უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიის ყველა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფისთვის.

1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია:
• შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის „კადრირება“, მასში მონაწილე პირები და ბენეფიციარები.
• უზრუნველყოს სცენარის იდეის ჩამოყალიბება და სცენარად დამუშავება, „კადრირება“, პერსონაჟების შერჩევა, დეკორაციების მომზადება, გადაღება, მონტაჟი, ფერთა კორექცია, „პოსტ ფროდაქშენი“, რგოლის ტექსტი. ზემოაღნიშნული ჩამონათვალი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
• სარეკლამო პროდუქციაში გამოყენებულ იმიჯებზე, მუსიკა/მელოდიაზე თუ სხვა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უნდა არსებობდეს გამოყენების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი თავად არის პასუხისმგებელი არაკანონიერად გამოყენებული კომპონენტის გამო წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე და დავის შედეგად შემსყიდველისთვის დამდგარ პასუხისმგებლობასა თუ მიყენებულ ზიანზე.
• არ გაახმაუროს (გათქვას, გასცეს) შემსყიდველის კონფედენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდება მომსახურების გაწევისას;
• მიღებული ქონდეს წერილობითი თანხმობები სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის მონაწილე ყველა ფიზიკური პირისგან მათი გამოსახულების ან სახელის გამოყენების ნებართვის შესახებ;
• არ გამოიყენოს აღნიშნული სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლი მისი კომერციული მიზნებისთვის; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს (მათ შორის აანაზღაუროს მიყენებული ზიანი) მის მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხსა და სრულყოფილებაზე, ასევე მომსახურების საავტორო უფლებების სრული დაცვით განხორციელებაზე.

1.2.5 სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის მახასიათებლები

• სიტუაციათა მრავალფეროვნება - ვიდეორგოლი საშუალებას უნდა გვაძლევდეს ერთდროულად რამდენიმე, მნიშვნელოვანი პროექტი ვაჩვენოთ ისე, რომ მათ შორის ბმა არ დაიკარგოს;
• პერსონაჟთა სიმრავლე - ვიდეო აგებული უნდა იყოს, რამდენიმე ტიპის ადამიანის (ქალი, კაცი, ახალგაზრდა, ხანდაზმული, და სხვა.) ირგვლივ.
• მოქნილი ხანგრძლივობა - რგოლი უნდა იყოს არანაკლებ 45 წამი, მაგრამ არაუმეტეს 60 წამისა. ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა დამზადებული ვიდეორგოლი უსასყიდლოდ უნდა გადააწყოს 20-20 წამიან რგოლის ფორმატზეც, ყველა მედიაარხზე მორგების მიზნით.
• სამოტივაციო - შინაარსობრივად ვიდეო საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ მისი ტექსტი იყოს სამოტივაციო ისე, რომ ეს ხელოვნური არ გამოჩნდეს.

პრეტენდენტმა, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება უნდა შეასრულოს, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე გადასაღები მოწყობილობებით (აპარატურა):
ტექნიკური მოთხოვნები:
ARRI ALEXA Mini,
ARRI Ultra Prime Lense
Record: 3.2K ProRes
Color: DaVinci Resolve
Final: Full HD MP4, Full HD MO


იხილეთ, ტექნიკური დავალება - დანართი N1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 დამზადებული ვიდეო რგოლი უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი სახით (2 ეგზემპლარი სატელევიზიო (H264 /HD1080P) და ინტერნეტ ფორმატი (H264/MP4 4K)).
1.5.2 დამზადებული ვიდეო რგოლის და ვიდეომასალის მიწოდება, ასევე უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფორმატში. (შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე info@nbe.gov.ge)
1.5.3 საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, 2023 წლის 20 დეკემბრამდე სავალდებულოა ვიდეო რგოლის საცდელი/საჩვენებელი ვერსიის წარმოდგენა, შესაძლო შესწორებების შეტანის მიზნით. (შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის ელ.ფოსტაზე pshamugia@nbe.gov.ge)
1.5.4 მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N99, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ოფისი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ ბოლო 8 წლის (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წწ) განმავლობაში ყოველწლიურად, ანალოგიური (ვიდეო რგოლის დამზადება) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც ჯამურად, მოთხოვნილი წლების ჭრილში არ უნდა იყოს 500’000.00 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს - 85’000.00 (ოთხმოცდახუთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ანალოგიური მომსახურების (ვიდეო რგოლის დამზადება) შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ვიდეო რგოლის დამზადების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას.
2.2.1.2 პრეტენდენტს, მოთხოვნილი წლების (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წწ) განმავლობაში, ასევე უნდა გააჩნდეს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანალოგიური (ვიდეო რგოლის დამზადება) მოსმახურების გაწევის გამოცდილება, აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) არანაკლებ 1 (ერთი) სახელმწიფო ორგანიზაციასთან გაფორმებული და არანაკლებ 1 (ერთი) საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ვიდეო რგოლის დამზადების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას.
2.2.1.3 პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N3-ში (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში). სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, დანართი N3-ში უნდა მიეთითოს შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი, ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებ(ებ)ი ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტმა, შემსყიდველ ორგანიზაციაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ვიდეო რგოლის შესახებ ზოგადი იდეა და კონცეფცია.
ვიდეო რგოლის შესახებ წარმოდგენილი იდეა და კონცეფცია უნდა პასუხობდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუქნტით განსაზღვრული ტექნიკური დავალების (დანართი N1) მოთხოვნებს.
3.1.1.2 წარმოდგენილი იდეისა და კონცეფციის, ტექნიკური დავალების (დანართი N1) მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშის წარმოდგენის ადგილია, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალურ საქმიანობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ ტენდერში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტები არ მოითხოვება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
7.2.3 საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ კაპანაძე, 577116121, takapanadze@nbe.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურ ენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.4 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ მომსახურების ხარჯთაღრიცხვა არ იქნება წარმოდგენილი, იქნება წარმოდგენილი განუფასებლად ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 1%, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
10.1.5 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:
 დანართი №1 (ტექნიკური დავალება);
 დანართი №2 (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა);
 დანართი №3 (ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება);
 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, (ხელშეკრულებ(ებ)ი ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ვიდეო რგოლის დამზადების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად;
 ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მომსახურების, გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულებ(ებ)ა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ვიდეო რგოლის დამზადების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად;
 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ანალოგიური (ვიდეო რგოლის დამზადება) მოსმახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებ(ებ)ა ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და დამკვეთი კომპანიის მიერ გაცემული წერილი ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ვიდეო რგოლის დამზადების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად;
 დანართი №4 (რეკვიზიტები) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru