1 (ერთი) ერთეული სატელევიზიო ფორმატის, სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის
დამზადება.
ინფორმაცია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შესახებ
1.2.1 სამიზნე აუდიტორია: საზოგადოება
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“ (შემდგომში „ბიურო“) ახორციელებს
სასამართლოსა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ
გამოცემული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ბიუროს მისიაა - აღასრულოს
კანონის უზენაესობა მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვით.
1.2.2 ბიუროს პოზიციონირების მიმართულებები:
გადაწყვეტილებათა აღსრულების და არასააღსრულებო სერვისების
მიწოდების კუთხით, ბიურო ეფექტური ბიზნეს პროცესის განმახორციელებელი
კომპეტენტური ორგანოა. ბიუროს პროექტები/პროგრამები მნიშვნელოვანი და
ქმედითია; ბიურო სანდო და სტაბილური ორგანიზაციაა, რომელიც
ამავდროულად, მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და
საურთიერთობო უწყებაა.
საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ბიურო უნდა
პოზიციონირდეს, როგორც:
• კომპეტენტური
• სანდო
• ეფექტური
• ინტერესების დამცველი
• კანონიერი
1.2.3 კამპანიის აღწერა:
ბიურო აღასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ
შორის, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და
დემონტაჟის საქმეებს. მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულების პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებისა, აღსრულების
პოლიცია დამატებით, ერთვება საქმეში, როგორც მომრიგებელი და სოციალურ
მუშაკებთან და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებთან ერთად,
სწავლობს შემოსული საქმის მხარეებს, მათ სოციალურ მდგომარეობას და
მათი ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარი კომუნიკაციის გზით,
ცდილობს საქმის მორიგებით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები,
უკავშირდებიან გამოსახლების კატეგორიის საქმისწარმოების მხარეებს,
ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ ხმაურით, საზოგადოებაში
დეზინფორმაციის გავრცელებით და თემის ირგვლივ ემოციური ფონის
გამძაფრებით, წინ აღუდგებიან სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულებას, გადაუვადებენ გამოსახლების პროცესს და სხვა. მხარეების
შეცდომაში შეყვანის გამო ადგილზე განვითარებული აგრესიული ფონი
უმეტესწილად, ხელს უშლის აღსრულების პოლიციას და იძულებულია
გამოიყენოს ის ძალისმიერი ბერკეტები, რისი გამოყენების ვალდებულებაც
აქვს კანონით სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირების (მათ შორის
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების) სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მხარეების შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის მხარეთა ინტერესების დაცვის
დეპარტამენტის თანამშრომლებსაც, მხარეების სწორად ინფორმირებასა და
სწორი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევაში, რაც ცალსახად, ხელს უშლის
თავად მხარეებს, მოახერხონ მათი ინტერესების გათვალისწინებით
კონსესუსის მიღწევა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქმის
მორიგებით, ნებაყოფლობით დასრულება.
ბიურო, გარდა გამოსახლების კატეგორიის საქმეებისა, აღასრულებს
სასამართლოსა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს სხვა
გადაწყვეტილებებს (გარდა სისხლის სამართლისა). ამ კატეგორიაშიც, ბიურო
არის დარღვეული უფლების აღდგენის, მართლმსაჯულების აღდგენის გარანტი.
აღსრულების გარეშე, სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფურცელზე
დაწერილ ამბად შესაძლოა დარჩეს. გადაწყვეტილებათა აღსრულების
ერთადერთი კანონისმიერი გზა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეფექტური
მუშაობაა. ბიურო აღასრულებს კანონს და სასამართლო გადაწყვეტილებას,
იცავს მთავარ ღირებულებას - კანონის ძალა მის აღსრულებაშია.
ბიუროს, გარდა სააღსრულებო წარმოების საქმეებისა, აქვს არა
სააღსრულებო სერვისებიც: ფაქტების კონსტატაცია, ქონების შეფასება,
გამარტივებული წარმოება. ეს მიმართულებები აღსრულების ეროვნულ ბიუროს
წარმოადგენს, როგორც სერვისების განმახორციელებელ ბიზნეს
ორგანიზაციად. მიუხედავად, ამ ტიპის არა სააღსრულებო სერვისებისა,
ბიურო საზოგადოების მხრივ აღქმული და დაკავშირებულია ძირითადად
გამოსახლების კატეგორიის საქმეებთან.
კამპანიის თეგლაინები:
• აღსრულების ეროვნული ბიურო სანდო ორგანიზაციაა;
• აღსრულების ეროვნული ბიურო დგას კანონის უზენაესობის სადარაჯოზე;
• აღსრულების პოლიციელი აღასრულებს კანონს;
• აღსრულების პოლიციელი კომპეტენტური და სამართლიანია;
• აღსრულების ეროვნული ბიურო იცავს მხარეთა ინტერესებს და მათ შორის
ბალანსს;
• ბიუროს, პოლიციისა და აღმასრულებლის რეპუტაციისა და იმიჯის
წარმოჩენა;
• ჩვენი მიზანი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა მხარეთა
ინტერესების და სოციალური ბალანსის დაცვით;
• ჩვენ ვიცავთ მხარეთა ინტერესებს;
• სასამართლოს გადაწყვეტილება და მხარის დარღვეული უფლება უნდა
აღდგეს;
• იმ შესაძლებლობების და უპირატესობების წარმოჩენა, რომელსაც
აღსრულების პოლიცია და აღსრულების ეროვნული ბიურო სთავაზობს
მხარეებს;
• ბიუროს მიმართ რეპუტაციული და ნდობითი ხარისხის ზრდა;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო
სერვისების წარმოჩენა და ხაზგასმა.
სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის მიზანია, გააცნოს მოსახლეობას
ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლში ხელშეწყობის პოტენციალი, ისე, რომ
ზედმეტი ხასგაზმა არ მოახდინოს უშუალოდ ტერმინ „ღირებულებათა ჯაჭვზე“.
მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაინახოს აღსრულების ეროვნული ბიუროს
უპირატესობები საქმისწარმოების და დავის ეფექტურად, სამართლიანად
დასრულების პროცესში.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს კრეატიული იდეა,
რომელიც წარმოაჩენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითად
ღირებულებებს და მათ უპირატესობებს და ეს იდეა გასაგები და მისაღები
უნდა იყოს სამიზნე აუდიტორიის ყველა ასაკობრივი და სოციალური
ჯგუფისთვის.
1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია:
• შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო
რგოლის „კადრირება“, მასში მონაწილე პირები და ბენეფიციარები.
• უზრუნველყოს სცენარის იდეის ჩამოყალიბება და სცენარად დამუშავება,
„კადრირება“, პერსონაჟების შერჩევა, დეკორაციების მომზადება,
გადაღება, მონტაჟი, ფერთა კორექცია, „პოსტ ფროდაქშენი“, რგოლის ტექსტი.
ზემოაღნიშნული ჩამონათვალი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
• სარეკლამო პროდუქციაში გამოყენებულ იმიჯებზე, მუსიკა/მელოდიაზე თუ
სხვა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უნდა არსებობდეს გამოყენების უფლება,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი თავად არის პასუხისმგებელი
არაკანონიერად გამოყენებული კომპონენტის გამო წარმოშობილ
სამართლებრივ დავაზე და დავის შედეგად შემსყიდველისთვის დამდგარ
პასუხისმგებლობასა თუ მიყენებულ ზიანზე.
• არ გაახმაუროს (გათქვას, გასცეს) შემსყიდველის კონფედენციალური
ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდება მომსახურების
გაწევისას;
• მიღებული ქონდეს წერილობითი თანხმობები სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო
რგოლის მონაწილე ყველა ფიზიკური პირისგან მათი გამოსახულების ან
სახელის გამოყენების ნებართვის შესახებ;
• არ გამოიყენოს აღნიშნული სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლი მისი
კომერციული მიზნებისთვის; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
პასუხი აგოს (მათ შორის აანაზღაუროს მიყენებული ზიანი) მის მიერ
განხორციელებული მომსახურების ხარისხსა და სრულყოფილებაზე, ასევე
მომსახურების საავტორო უფლებების სრული დაცვით განხორციელებაზე.
1.2.5 სარეკლამო/საიმიჯო ვიდეო რგოლის მახასიათებლები
• სიტუაციათა მრავალფეროვნება - ვიდეორგოლი საშუალებას უნდა
გვაძლევდეს ერთდროულად რამდენიმე, მნიშვნელოვანი პროექტი ვაჩვენოთ
ისე, რომ მათ შორის ბმა არ დაიკარგოს;
• პერსონაჟთა სიმრავლე - ვიდეო აგებული უნდა იყოს, რამდენიმე ტიპის
ადამიანის (ქალი, კაცი, ახალგაზრდა, ხანდაზმული, და სხვა.) ირგვლივ.
• მოქნილი ხანგრძლივობა - რგოლი უნდა იყოს არანაკლებ 45 წამი, მაგრამ
არაუმეტეს 60 წამისა. ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში,
მიმწოდებელმა დამზადებული ვიდეორგოლი უსასყიდლოდ უნდა გადააწყოს 20-20
წამიან რგოლის ფორმატზეც, ყველა მედიაარხზე მორგების მიზნით.
• სამოტივაციო - შინაარსობრივად ვიდეო საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ
მისი ტექსტი იყოს სამოტივაციო ისე, რომ ეს ხელოვნური არ გამოჩნდეს.
პრეტენდენტმა, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება უნდა
შეასრულოს, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე გადასაღები
მოწყობილობებით (აპარატურა):
ტექნიკური მოთხოვნები:
ARRI ALEXA Mini,
ARRI Ultra Prime Lense
Record: 3.2K ProRes
Color: DaVinci Resolve
Final: Full HD MP4, Full HD MO
იხილეთ, ტექნიკური დავალება - დანართი N1.