ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასუფთავების მომსახურების ტექნიკური
დავალება
შესყიდვის ობიექტი: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის
დასუფთავების მომსახურება შენობის მოვლის მცირეფასიანი სამუშაოების
ჩათვლით
შენობის ფართობი შეადგენს 2600 კვ.მ-ს, ხოლო შენობის მიმდებარე ტერიტორიის
ფართობი - 3270 კვ.მ-ს.
1 ძირითადი მოთხოვნები:
• მყარი და რბილი იატაკების გაწმენდა (რეცხვა-მოპრიალება) სპეც.
ტექნიკითა და საშუალებებით;
• შუშების და ვიტრაჟების წმენდა სპეციალური საშუალებებით არანაკლებ
1-ჯერ თვეში;
• დისპენსერებში არსებული საპნისა და ქაღალდის მარაგების, ასევე
ნარჩენების მენეჯმენტი;
• ნაგვის ურნებით, საფერფლეებით და სველი წერტილების აქსესუარებითა და
დისპენსერებით მომარაგება (ხელშეკრულების ხანგრძლივობით) და
მონტაჟი;
• ავეჯის, ხის და სხვა ზედაპირების წმენდა ქიმიური საშუალებებით;
• სველი წერტილების დალაგება და წმენდა ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო
და ანტისეპტიკური საშუალებებით;
• რბილი ავეჯის წმენდა ქიმიური საშუალებებით;
• ჭაღებისა და ბრების წმენდა;
• ჰიგიენური საშუალებებით (ხელსაწმენდი, ტუალეტის ქაღალდით, თხევადი
საპნითა, ურნის პარკებით და ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით უწყვეტი (24სთ)
მომარაგება;
• ეზოს მოვლა და დასუფთავება. მწვანე საფარის მოვლა (მათ შორის მორწყვა,
გაზონის კრეჭა);
• დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია - საჭიროების შესაბამისად;
• დერეფანი
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• ცენტრალური შემოსასვლელი და სხვა მყარი იატაკები
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• სამუშაო ოთახები
– დალაგება 1/24 სთ;
– ნაგვის გატანა 1/24 სთ;
• სასამართლო დარბაზები
– დალაგება 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
• საბადრაგო
– დალაგება 1/24 სთ; _ დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია;
• კიბის უჯრედი
– წმენდა 1/24 სთ;
– მოაჯირების წმენდა 1/24 სთ;
• სველი წერტილი
– დალაგება-დასუფთავება ხსნარების გამოყენებით 1/24 სთ;
– ნიჟარების დეზინფექცია 1/24 სთ;
– მეთვალყურეობა;
– უზრუნველყოფა (მ.შ. თხევადი საპონი, ქაღალდის პირსახოცი, ტუალეტის
ქაღალდი);
• სხვა საერთო სარგებლობის ფართი
– დალაგება 1/24 სთ;
• შუშები
– ექსტერიერის წმენდა;
– ინტერიერის წმენდა;
• ეზო
– ეზოს დასუფთავება 1/24 სთ;
– მებაღის მომსახურება;
• ელექტრიკოსი
– სისტემის მონიტორინგი 1/24 სთ (მ.შ. გარე განათება);
– სისტემის გამართულობის შეფასება 1/30 დღე;
– დაზიანებაზე ოპერატიული რეაგირება (1 სთ) და მისი ლიკვიდაცია (24 სთ);
– კომპიუტერული ტექნიკის გარდა, ყველა ელექტრო მოწყობილობის (მათ შორის
მაცივარი, წყლის დისპენსერი და ა.შ.) მცირე მიმდინარე სარემონტო
სამუშაოების შესრულება, მათ შორის დაკავშირებული კედლის შიდა
კომუნიკაციების შეცვლა-შეკეთებასთან.
• სადურგლო სამუშაოები
– შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სადურგლო სამუშაოები;
– დაზიანების შემთხვევაში საკეტების, ანჯამებისა და გულანების შეცვლა
მ.შ. რკინის კარებებზეც;
– კარებების, ფანჯრების და ავეჯის ფრთების რეგულირება;
– დაზიანებული შუშების გამოცვლა;
_ დაზიანებული კარებების, ფანჯრების, ფანჯრის რაფების, ფარდა-ჟალუზებისა
და ავეჯის შეკეთება-გამაგრება. მათი დაზიანების შემთხვევაში
აქსესუარებით მომარაგება (თუ ეს უკანასკნელი აღდგენას
ექვემდებარება);
– მცირე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.
შენიშვნა:
1. მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური, სარეცხი,
ჰიგიენური, ელექტრო, სამეურნეო და სხვა საშუალებები უნდა იყოს მაღალი
ხარისხის.
2. მომსახურების გასაწევად, პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ყველა სახის
ინვენტარს და სპეციალურ მოწყობილობას, რომლებიც უზრუნველყოფს
მომსახურების გაწევას სათანადო დონეზე.
3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტექნიკური პირობების
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტის მიერ
სატენდერო წინადადებაში მითითებულ მისამართზე გადაამოწმოს სატენდერო
დოკუმენტაციით მოთხოვნილი, მომსახურების განხორციელებისათვის
აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის უნიფორმებით, აღჭურვილობით,
ინვენტარით და სახარჯი მასალით სრულყოფილი მომარაგება.
2. უზრუნველყოს მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური,
სარეცხი, ჰიგიენური, ელექტრო, სამეურნეო და სხვა საშუალებების
გარკვეული მარაგის შექმნა (შემსყიდველთან შეთანხმებით), რისთვისაც
შემსყიდველის მიერ გამოყოფილი იქნება შესაბამისი სათავსო.
3. მომსახურე პერსონალის დაკომპლექტება მოხდება სასამართლოსთან
შეთანხმებით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მასთან
დასაქმებული პერსონალის მკაცრი ინსტრუქტაჟი კონფიდენციალურობის,
სანდოობის და სხვა სფეროს კუთხით; საკუთარი პერსონალი მიერ აღნიშნული
ვალდებულებების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება
მიმწოდებელს.
4. უზრუნველყოს შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური
(დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციის ჩათვლით - მოთხოვნის
შესაბამისად, ხოლო საბადრაგოებში ორ კვირაში ერთხელ მაინც) და
ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა, შენობის და ტერიტორიის
ყოველდღიური და ყოველთვიური გენერალური დასუფთავება და ნაგვის გატანა
(ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრის
ჩარჩოების, ფარდაგების, კიბის უჯრედების, კიბის სახელურების, იატაკის
რეცხვა-წმენდა), ყოველდღიურად უზრუნველყოს მორიგე დამლაგებლის
მომსახურება, სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
(და სისუფთავის შენარჩუნება მთელი დღის მანძილზე), მათ შორის მათი
აღჭურვა ტუალეტისა და ხელის საწმენდი ქაღალდებით (100%-იანი ორფენოვანი
ცელულოზა), თხევადი საპნებით (უმაღლესი ხარისხის, დამარბილებლით),
ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით და სხვა საშუალებებით. ამასთან, პირველ
სართულზე არსებულ საზოგადოებრივ სველ წერტილებში შესაძლებელია
გამოყენებულ იქნას საპირფარეშოს ერთფენოვანი რულონური ქაღალდი.
5. უზრუნველყოს შენობაში არსებული ელექტრომომარაგების ქსელის
ნორმალური ფუნქციონირება, საოფისე ინვენტარის წესრიგში ქონა. საკუთარი
ხარჯებით შეასრულოს მცირე მიმდინარე რემონტი მცირეფასიანი
ელექტრომოწყობილობების, სამეურნეო საქონლის შეცვლა–შეკეთება)
(ჩამრთველების, შტეფსელების, დამაგრძელებლების, ელემენტების,
საკეტების, ანჯამების, ე.წ. შვეიცარების, სავარძლის აქსესუარების,
ნათურების, ელექტრო გაყვანილობების მცირე შეკეთება ან/და გამოცვლა
არსებულის შესაბამისი საქონლით). მცირე დაზიანების შემთხვევაში
კედლებისა და იატაკის შერემონტება. მათ, შორის დამონტაჟებული
ლაით-ბოქსის მოვლა-პატრონობა, განათების დაზიანების შემთხვევაში,
შეკეთება-გამოცვლა.
6. უნდა განხორციელდეს ყველა ელექტრო მოწყობილობის მათ შორის
შლაგბაუმის (მათ შორის სამართავი დისტანციული პულტის დაზიანების
შემთხვევაში მისი შეკეთება-შეძენა) და ელექტრონული მართვის ჭიშკარის,
ასევე მისი სამართავი დისტანციური პულტების შეკეთება-შეძენა, წყლის
დისპენსერის, მაცივარი და ასე შემდეგ მცირე რემონტი. მცირე ელ.შედუღების
სამუშაოები.
7. უზრუნველყოს შიდა ინვენტარის გადაადგილება საჭიროების მიხედვით.
8. საჭიროების მიხედვით უზრუნველყოს სახურავების გადმოწმენდა,
გადმოთოვლა, საწვიმარების, წყალშემკრებების გაწმენდა.
9. უზრუნველყოს მცირე დაზიანების დროს სახურავების დასილიკონება ან/და
შეკეთება.
10. შენობის მიმდებარე ტერიტორიის (შიდა ეზოების ჩათვლით) ყოველდღიური
დასუფთავება, ნაგვის გატანა, გაზონების მოვლა (გაკრეჭა, წესრიგში
მოყვანა), სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (დეზინფექცია,
დეზინსექცია, დერატიზაცია), ელექტროგანათებების წესრიგში მოყვანა.
11. იმ შემთხვევაში თუ დაზიანება არ განეკუთვნება მცირეფასიან სამუშაოთა
კატეგორიას (ერთჯერადი დაზიანების შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი)
ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება და საქონლის შეძენა),
სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიმართვის შემთხვევაში, მოახდინოს
დაუყოვნებელი რეაგირება, დაზიანების დროულად აღმოფხვრის თაობაზე.
დაზიანების გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა (ინვოისის
შემთხვევაში მინიმუმ 3 სხვადასხვა კომპანიის/მაღაზიის/მიმწოდებლის
ინვოისი შესასყიდი მასალის დასახელების და ღირებულების
მითითებით)არაუგვიანეს 7 კალედნარული დღისა, წარუდგინოს სასამართლოს
მხარესა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რათა თანხმობის
შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა უმოკლეს ვადაში.
12. უზრუნველყოს ერთჯერადი ჭიქებით მომარაგება.
13. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებლის სასამართლოში
დასაქმებულმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ახალი ელ.ქსელის ან/და სხვა
სამეურნეო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოება შემსყიდველის მიერ
მოწოდებული მასალით/აქსესუარებით;
დაზიანებაზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, მომსახურების დაწყების
დღიდან მიმწოდებელმა, შემსყიდველთან შეთანხმებით, ქუთაისის საქალაქო
სასამართლოს შენობაში გამოყოფილ შესაბამის სათავსოში უნდა
დაასაწყობოს მინიმუმ შემდეგი სამეურნეო ნივთები (ცხრილი №2).