Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #47875099)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 47875099
Дата публикации: 07-11-2023
Сумма контракта: 54 613


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022204
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.11.2023 15:57
Начало приема предложения 27.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 30.11.2023 15:30
Предполагаемая цена закупки 54`613.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71200000 - Архитектурные и сопутствующие услуги
  • 71247000 - Надзор за строительными работами
  • 71248000 - Надзор за проектом и документация
Срок подачи იხ. დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტში „მდინარე ფოცხოვის ნაპირგამაგრება კლდეწნისის სატუმბო სადგურის და წყალმიმღები არხის დასაცავად“ დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზის/ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის მომსახურება.

დაფინანსება გათვალისწინებულია 2023-2024 წლის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 218.00 GEL
Размер гарантии 546 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 06.11.2023 12:40
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 07.11.2023 15:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541947&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტში „მდინარე ფოცხოვის ნაპირგამაგრება კლდეწნისის სატუმბო სადგურის და წყალმიმღები არხის დასაცავად“ დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზის/ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზის/ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს:
1.1. დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზასა და ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების მომსახურებას (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ამოცანიდან გამომდინარე: ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება დადგენილ მოთხოვნებთან, საშუალო საბაზრო ფასებთან და საჭიროების შემთხვევაში პროექტთან; ექსპერტიზასა და ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების მომსახურება გაწეულ უნდა იქნას სატენდერო პირობების 1.1 პუნქტში მოცემული ობიექტის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური დავალების პირობების გათვალისწინებით.
1.2. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.3. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მათ დადასტურებას, შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას;
1.4. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციასა და შემსყიდველის დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
1.5. ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმებასა და შეფასებას, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად. შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების აქტები) მონაწილეობის მიღებას;
1.6. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ლაბორატორიული კვლევების ჩატარების (ასეთის საჭიროების არსებობის შემთხვევაში) კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
1.7. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოებას;
1.8. წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ტემპის და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს სამუშაოს დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების ვადების, სამუშაოს დასრულების ვადის მონიტორინგს და შემსყიდველის ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას;
1.9. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესზე დაკვირვებას, მათი არსებულ ნომრებთან შესაბამისად ჩატარების კუთხით და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობას;
1.10. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთისთვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდებას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში;
1.11. შემსყიდველის დაუყოვნებელ ინფორმირებას სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე;
1.12. საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან/და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ინიციატივით პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენას;
1.13. გამოსაყენებელი ძირითადი სამშენებლო მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.14. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და მიწერილობების შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
1.15. სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო კანონმდებლობისა და მშენებლობის ნებართვის დადგენილი პირობების შესრულების კონტროლს.
1.16. საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიისაგან საშემსრულებლო ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

დეტალური საინჟინრო პროექტის ექსპერტიზის (მათ შორის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების) ვადაა პროექტის წარდგენიდან 6 სამუშაო დღე (პროექტის დახარვეზების შემთხვევაში, კორექტირებული პროექტის ექსპერტიზის ვადაა კორექტირებული პროექტის წარდგენიდან 6 სამუშაო დღე).

სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ვადაა მშენებლობის დაწყებიდან 90 კალენდარული დღე (NAT230020739 ელ. ტენდერით გათვალისწინებული სამუშოების შესაბამისად).

თუ ახალციხის მუნიციპალიტეტში „მდინარე ფოცხოვის ნაპირგამაგრება კლდეწნისის სატუმბო სადგურის და წყალმიმღები არხის დასაცავად“ პროექტირება-მშენებლობა (Design-build) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT230020739 ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველსა და პროექტირება-მშენებლობის (Design-build) მწარმოებელ მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმებით გაიზრდება სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა, იგივე ვადით გაიზრდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, რის თაობაზეც გაფორმდება შეთანხმება. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე ან მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

-შიდა ქართლის რეგიონი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ახალციხე, კლდეწნისის სატუმბო სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპირო.

-ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში მისამართზე: ქ.თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მინიმალური მოთხოვნები პერსონალის მიმართ:
1) 1 პროექტის მენეჯერი
უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში
სპეციალისტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 840211.00 ლარის ღირებულების პროექტ(ებ)ის ზედმხედველობის მართვა. აღნიშნული პროექტ(ებ)ი დასრულებული უნდა იყოს საანგარიშო პერიოდში*.
2) 1 ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი
უმაღლესი განათლება ჰიდროტექნიკურ სფეროში
საანგარიშო პერიოდში* კვალიფიკაციის მიხედვით მინიმუმ 3, ჰიდროტექნიკური დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში/პროექტირებაში/ზედამხედველობაში მონაწილეობა.


* მოიცავს უკანასკნელ 3 (სამი) სრულ წელს ტენდერის გამოცხადების დღიდან (მაგალითად, თუ ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის 1 იანვარს, გამოცდილების პერიოდი იქნება 2020 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 იანვრამდე მონაკვეთი).

პრეტენდენტმა თითოეულ სპეციალისტთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს:
• დანართში "მინიმალური მოთხოვნები პერსონალის მიმართ" მოცემული ცხრილის მე-6 სვეტით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი);
• „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“ (დანართი N3);
• „სპეციალისტების სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცხრილი“ (დანართი N4).

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისაღებად მიჩნეული სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელექტრონული ტენდერით (აუქციონის გარეშე) დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს ინსპექტირების ორგანოს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 შესაბამისად და აკრედიტებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შემდეგ სფეროებში:
• პროექტის კონსტრუქციული ნაწილის (ჰიდროტექნიკური ნაგებობების) მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;
• ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში;
• ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის - ინსპექტირების სფეროში (ამასთან, ინსპექტირების ტიპი და ზღვარი უნდა მოიცავდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების პროცესის ინსპექტირებას);
• ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით) სფეროში.

აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად.

2.7.1.2. პრეტენდენტი შესაძლებელია იყოს OECD და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტირებული პირი. ასეთ შემთხვევაში იგი რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ ინსპექტირების ორგანოდ, რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ რეგისტრირებულ აკრედიტაციის სფეროში ნათლად არ იკვეთება 2.7.1.1. ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს OECD ან ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის მარეგისტრირებელი ორგანოდან ცნობა, სადაც მკაფიოდ იქნება ასახული, რომ პრეტენდენტის აკრედიტაცია მოიცავს 2.7.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებს (უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 (Excel ფორმატში) (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N3 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტი);
3. შევსებული დანართი N4 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტი);
4. სპეციალისტების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი);
5. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამის დანართებთან ერთად. (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტში მოცემული პირობების/მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის ობიექტი არის მომსახურება, რომელიც ძირითადად გაიწევა ადამიანური რესურსის გამოყენებით. იგი დამოკიდებულია ბევრ ისეთ ფაქტორებზე (მაგალითად, პერსონალის კვალიფიკაცია, მუშაობის ხანგრძლივობა, ანაზღაურების ოდენობა, შრომის ორგანიზაციის წესი და სხვა), რომლის შეფასება ერთობლიობაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მხრივ რთულია. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ იმ კომპანიებმა, რომლებიც აკრედიტებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ამასთან, მომსახურების ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი შემოთავაზება იქნება გონივრული (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიც).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
2. პროექტის ექსპერტიზის/ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ შედგენილი, მხარეთა მიერ დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3.სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესაბამისად, კერძოდ, ზედამხედველის მიერ დადასტურებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტული ოდენობით, რომელიც მხარეების მიერ არის დაფიქსირებული ხელშეკრულებაში.
4. წინასწარი საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
5. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო ზედამხედველის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს ზედამხედველს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე ზედამხედველს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
6. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 9.3, 9.4, 9.5 და 9.8 პუნქტ(ებ)ით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ სადუნიშვილი, 595800908, Nodar.Sadunishvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

- დაუშვებელია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით.

- სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

- სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

- 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru