Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #47727967)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 47727967
Дата публикации: 03-11-2023
Сумма контракта: 30 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021994
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.11.2023 12:50
Начало приема предложения 12.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ‘’მიწოდების ვადები’’-ში მოცემული პირობების გათვალისწინებით
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino beridze :: 02.11.2023 09:58
  • Последнее исправление: nino beridze :: 03.11.2023 12:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541520&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას, შემდეგი ტექნიკური დავალების გათვალისწინებით.

ტექნიკური დავალება:

• საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს: სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი).
სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილებს (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით).
• გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შეფუთვაც), რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული ინფორმიერება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ გზავნილზე, ასევე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, მოთხოვნილი ფორმით მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობნებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.
• მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღეს, მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება, წინა თვის განმავლობაში ჩაბარებული და ჩაუბარებელი გზავნილების შესახებ. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გზავნილის უნიკალური ნომერი, გზავნილის შემსყიდველისგან მიღების თარიღი, ადრესატისთვის მიტანის თარიღი (როგორც ჩაბარების, ასევე ჩაუბარებლობის შემთხვევაში), გზავნილის განმეორებით მიტანის თარიღი, ჩაუბარებლობის მიზეზი.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გზავნილის ჩაბარების ამსახველი მატერიალურად დადასტურებული დოკუმენტის წარდგენა დანართში „მიწოდების ვადები" მოცემული პირობების გათვალისწინებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში მოცემული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემის დროს, გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან გზავნილების გატანა. საჭიროების შემთხვევაში გზავნილების გატანა შაბათ დღეს არაუგვიანეს 14 საათისა. ასევე, ცენტრალური შენობებიდან (ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N158) გზავნილების გატანა მოთხოვნის შემთხვევაში დღეში 2-ჯერ.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატისთვის განმეორებით მიტანა (უფასოდ) და ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილის შემსყიდველისთვის გადაცემა (ჩაუბარებლობის მიზეზის მითითებით ჩაუბარებლობის მიზეზების ამსახველი მატერიალურად დადასტურებულ დოკუმენტთან ერთად), დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების შესაბამისად.
• გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით, ამასთან, უნდა უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა თავისი ხარჯებით.
• თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას აღმოაჩენს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს მომდენო სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლისგან არასწორი მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება, ადგილობრივი გზავნილის შემთხვევაში - საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმირ ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში - იმავე ქალაქში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი გადამისამართებული საერთაშორისო გზავნილების ადრესატისთვის მიტანა იმავე ქალაქში უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა). ხოლო სხვა ქალაქში იგივე ტარიფით გაგზავნა, როგორც ეს განსაზღვრულია ფასების ცხრილით (ჩაითვლება როგორც ახალი გზავნილი საქართველოში შემსყიდველის ლოკაციიდან შეცვლილ მისამართამდე).
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი ადგილობრივი გადამისამართებული გზავნილების ადრესატისთვის მიტანა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მასშტაბით უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა).
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.
• ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
• ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
• ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
• საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელს მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის ვადა: 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მითითებული ,,მიწოდების ვადები“-ში მოცემული პირობების გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამარზე.
1.5.2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

• შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 158;
• ქ. თბილისის მთავარი სამმართველო - მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 136;
• მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ N3;
• ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ.რუსთავი, მშენებელთა ქ N35;
• შიდა ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ. გორი, ილიკო სუხიშვილის ქN26;
• კახეთის რეგიონალური დაცვის პოლციის სამმართველო -მის: ქ. თელავი, გ. ჩოხელის ქN35;
• იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.N9;
• აჭარის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველო - მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ.N11;
• სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ. ფოთი, მშვიდობის ქ N6;
• სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო - მის: ქ. ახალციხე პაატა ნათენაძის ქN35;

1.7.1 requirement related to guarantee period

2.1.1.1. პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 35000 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობის თანხის საფოსტო და საკურიერო მომსახურების გამოცდილება.
2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ებ)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

technical requirements

2.9 other additional requirements

ფასთა კლება:
პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ დანართი N1-ში მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს დანართი N1-ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

დანართი №1-ში (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. შესაბამისად, მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვის მომენტისათვის დარჩენილი თანხა (არსებობის შემთხვევაში) რჩება შემსყიდველთან და იგი არ წარმოშობს რაიმე დამატებით ვალდებულებებს მიმწოდებლის მიმართ. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

6.5.1.1. ვინაიდან, წინამდებარე ტენდერით ხდება საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე მისი გამართულად ფუნქციონირების მიზნით მნიშვნელოვანია გაგზავნილი გზავნილების ადრესტებისთვის დროული ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2025 წლის 31 იანვარი).

6.6.5 terms and conditions of guarantee

6.5.5.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.5.5.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.
6.5.5.3. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლისათვის აღნიშნული ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბერიძე, 599181715, n.beridze@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru