ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება
გულისხმობს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ
ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას, შემდეგი ტექნიკური
დავალების გათვალისწინებით.
ტექნიკური დავალება:
• საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს: სტანდარტულ და სწრაფ
ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ
კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი).
სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილებს (საქართველოს საზღვრებს
გარეთ ნებისმიერი მიმართულებით).
• გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ.
წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის
იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში
შეფუთვაც), რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის
გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული
ინფორმიერება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ
გზავნილზე, ასევე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და
გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი
ინფორმაციის, მოთხოვნილი ფორმით მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს
მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის
მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული
შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობნებად და წარმოშობს
მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების
ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე
შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის
ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.
• მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღეს,
მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის
ინფორმაციის მიწოდება, წინა თვის განმავლობაში ჩაბარებული და
ჩაუბარებელი გზავნილების შესახებ. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას: გზავნილის უნიკალური ნომერი, გზავნილის შემსყიდველისგან
მიღების თარიღი, ადრესატისთვის მიტანის თარიღი (როგორც ჩაბარების,
ასევე ჩაუბარებლობის შემთხვევაში), გზავნილის განმეორებით მიტანის
თარიღი, ჩაუბარებლობის მიზეზი.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გზავნილის
ჩაბარების ამსახველი მატერიალურად დადასტურებული დოკუმენტის
წარდგენა დანართში „მიწოდების ვადები" მოცემული პირობების
გათვალისწინებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის
განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული
უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის
საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და
საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება,
გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ
გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების
სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე
პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება
დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე
პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი. პროგრამული უზრუნველყოფის
საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და
მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ
უზრუნველყოფაში მოცემული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის
გადაცემის დროს, გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის
მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება
გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის მხრიდან
მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული
მისამართებიდან გზავნილების გატანა. საჭიროების შემთხვევაში
გზავნილების გატანა შაბათ დღეს არაუგვიანეს 14 საათისა. ასევე,
ცენტრალური შენობებიდან (ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N158)
გზავნილების გატანა მოთხოვნის შემთხვევაში დღეში 2-ჯერ.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატისთვის
განმეორებით მიტანა (უფასოდ) და ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილის
შემსყიდველისთვის გადაცემა (ჩაუბარებლობის მიზეზის მითითებით
ჩაუბარებლობის მიზეზების ამსახველი მატერიალურად დადასტურებულ
დოკუმენტთან ერთად), დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების
შესაბამისად.
• გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება ჯარიმა
დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული
ოდენობით, ამასთან, უნდა უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა
თავისი ხარჯებით.
• თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას
აღმოაჩენს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია,
მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს
მომდენო სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლისგან არასწორი
მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2
სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს
გზავნილის გადამისამართება, ადგილობრივი გზავნილის შემთხვევაში -
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმირ ტერიტორიაზე,
ხოლო საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში - იმავე ქალაქში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი
გადამისამართებული საერთაშორისო გზავნილების ადრესატისთვის მიტანა
იმავე ქალაქში უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა). ხოლო სხვა
ქალაქში იგივე ტარიფით გაგზავნა, როგორც ეს განსაზღვრულია ფასების
ცხრილით (ჩაითვლება როგორც ახალი გზავნილი საქართველოში შემსყიდველის
ლოკაციიდან შეცვლილ მისამართამდე).
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი
ადგილობრივი გადამისამართებული გზავნილების ადრესატისთვის მიტანა
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მასშტაბით
უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა).
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება
შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.
• ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე,
საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას,
მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო
ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც
უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება
უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის
მითითებით.
• ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის
ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე.
გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების
ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
• ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი,
ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე
მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე.
გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების
ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
• საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის
დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული
იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც
ხელს მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.