Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #47727937)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 47727937
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 1 368 840


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021969
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 18:57
Начало приема предложения 29.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 1`368`840.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურება
Procurement will be completed in prime time. Additional rounds will not be held
Procurement type: Electronic Tender without Auction (NAT)
Procuring entity: Tbilisi City Hall - administration of Didube district
Procurement announcement date : 11.02.2023
Bids accepted from : 11.29.2023
Deadline for bid submission : 12.04.2023
Financing: 2024 Funds (year)
Estimated value of procurment is : 1 368 840.00 GEL
Bid must be submitted: Including VAT
Classifier code (CPV) and classifier partition : 55500000 - Canteen and catering services
Classifier code (CPV) and specific item of procurment : 55510000 - Canteen services
Amount or volume of procurment : See attached tender documentation (2200 beneficiaries)
Daily from January 1st 2024 to December 31 2024
Bid reduction step: 27377,00 GEL
Guarantee amount: 13 688.00
Guarantee validity period: 160 Day

Additional Info: State procurement of free dining service to citizens living in the severe social conditions of Didube District of Tbilisi Municipality.
Количество и объём закупок 2200 ბენეფიციარი
Шаг снижения цены 27`377.00 GEL
Размер гарантии 13`688 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana naskidashvili :: 02.11.2023 10:44
  • Последнее исправление: nana naskidashvili :: 02.11.2023 18:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541533&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 2200 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
1.2.2 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება, ელექტროენერგიის გათიშვა ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება.
1.2.3 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან);
1.2.4 თითოეულ უფასო სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის და კონტროლის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ „მიმწოდებელს“ დროებით სარგებლობაში გადაეცემა მობილური ტელეფონები და ვიდეო თვალი (მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟს უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“), რომელთა მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება „მიმწოდებელს.“ „მიმწოდებელი“ ვალდებულია ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის (მობილური ტელეფონების, ვიდეოთვალის) მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს „შემსყიდველს“; ამასთან ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია გააგრძელოს ბენეფიციართათვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „შემსყიდველს“ და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა. „მიმწოდებელმა“ მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოებში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონებში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და „შემსყიდველის“ მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით.
1.2.5 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს დამატებით ვიდეო თვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი პერიოდის ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ შემთხვევაში, სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2.6 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
1.2.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული კადრ(ებ)ის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
1.2.8 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
1.2.9 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ყოველდღიური მენიუ და სასადილოს სამუშაო საათები. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
1.2.10 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
1.2.11 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტიური მომსახურება თვის განმავლობაში, გაცემული ულუფების (პურის ჩათვლით) გათვალისწინებით.
1.2.12 მოსამზადებელი და ასანაზღაურებელი მენიუს შესაბამისი ულუფები (პურის ჩათვლით) განისაზღვრება გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
1.2.13 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
1.2.14 უფასო სასადილოების მომსახურების მენიუ (დანართი N5) დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.15 უფასო სასადილოების სავარაუდო არეალი (დანართი N6) დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. უფასო სასადილოებით მომსახურება განხორციელდება ყოველდღიურად, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1.სასადილოებით მომსახურება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველდღიურად.
1.5.2. სასადილოებით მომსახურება (2200 ბენეფიციარი) განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სასადილოში - ორი სასადილო დიდუბის უბნის ტერიტორიაზე და ორი სასადილო დიღმის მასივის ტერიტორიაზე.
1.5.3.მომსახურების გაწევის ლოკაციები და ბენეფიციართა რაოდენობა მოცემულია დანართი N6-ში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს კვებითი მომსახურების გაწევის არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობის გამოცდილება.აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.

2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
ბ) დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადებები ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო ფართი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წინარე ხელშეკრულება. ფართის საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინარე ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა.).
2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართი უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ლოკაციაზე მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის არანაკლებ 3%-ისთვის ერთდროულად მომსახურების გაწევის შესაძლებლობას შესაბამისი სტაციონალური ადგილების უზრუნველყოფით.
2.3.1.4 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 700 მეტრის რადიუსში.
2.3.1.5 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი არ უნდა იყოს მიწის დონის ქვემოთ, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი შშმ პირებისათვის და აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.

ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, წარმოდგენილ იქნას დანართი N3-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 კვების ხარისხის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ISO9001:2008 ან ISO9001:2015 სერთიფიკატი ან HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსხურების ხარჯთღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება თუ არა 200 000 ლარს, ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი.
6.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N4) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, 2024 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველთვიურად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა ნასყიდაშვილი, 598441185, nana.naskidashvili.90@gmail.com - თამარ გუგუშვილი 568984242 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.9 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.3 ინფორმაცია ფართის შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.4 სერთიფიკატ(ებ)ი სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru