Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #47727918)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 47727918
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 167 220


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021955
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 17:45
Начало приема предложения 11.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 167`220.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30216110 - Сканеры информации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მასალების გაციფრულება“ ფარგლებში A1+ ფორმატის სკანერის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`672.00 GEL
Размер гарантии 1`672 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dinara tikaradze :: 26.10.2023 16:36
  • Последнее исправление: dinara tikaradze :: 02.11.2023 17:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540702&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მასალების გაციფრულება“ ფარგლებში A1+ ფორმატის სკანერის, კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები (CPV30200000) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან "მსგავსი", "ეკვივალენტური".
A1+ ფორმატის სკანერი
CPV30216110
ფერადი სკანერი A1+ ფორმატის;
დასკანირების გარჩევადობის დიაპაზონი: 150 dpi - 600 dpi ან მეტი;
დასასკანირებელი დოკუმენტის მაქს.
ზომა: არანაკლებ 635 x 914 მმ;
მაგნიტური დაწყვილებული V-ფორმის წიგნის დამჭერის გაშლის დიაპაზონი: 140 0– 180 0 ან მეტი;
დასასკანირებელი წიგნის მაქსიმალური სისქე: არანაკლებ 25 სმ (მოტორიზებული დაფით);
დასკანირება შუშით და შუშის გარეშე;
წიგნის სკანირებისას წიგნის განსათავსებელი პლატფორმის პოზიციის ავტომატური კონტროლი ოპტიმალური სკანირებისთვის;
სკანირების სიჩქარე - A1 ფორმატი, 150dpi: 1.2 წამი, 600 dpi: 4.1 წამი;
ფერების სიღრმე: 48 bit color, 16 bit grayscale;
ფაილების ფორმატები: Multipage PDF (PDF/A), TIFF, JPEG, PNG, BMP, AutoCAD
DWF, DjVu;
ინტეგრირებული ICC პროფილები;
მართვის პანელი: სენსორული ეკრანი, არანაკლებ 21 inch Full HD;
SSD მეხსიერება: არანაკლებ 250 GB;
RAM: არანაკლებ 16GB;
CPU: 8 ბირთვი, 24 ნაკადი, ქეში 16 Mb;
მონიტორი (Preview Screen): 27 inch 4K;
ინტერფეისი: 1 Gbit Ethernet TCP/IP based;
კამერა: CCD ხაზოვანი სენსორი, 22,500 პიქსელი;
უნდა გააჩნდეს თითების ანაბეჭდების / ლაქების ავტომატური მოცილება, ფერების ბალანსის მართვა;
სინათლის წყარო: თეთრი შუქი (LEDs);
ნათურის რესურსი: 50’000 საათი;
OCR-ის ფუნქცია - ტექსტის ამოცნობა;
დასკანირებული ფაილის შენახვის საშუალებები: USB, FTP, hot folders, Email or the Cloud;
მოწყობილობაში ინტეგრირებული უნდა იყოს ყველა საჭირო hardware and software.
(უნდა გააჩნდეს დასკანირებლი ფაილის დამუშავების შესაძლებლობა),
ექსპლუატაციისთვის არ უნდა საჭიროებდეს დამატებით გარე მოწყობილობას.
შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 წლიანი გარანტია.

ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს:
სკანერის მონტაჟი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება კვალიფიციური/სერტიფიცირებული სერვისინჟინრის მიერ. თსუ-ს პერსონალის 3 (სამი) დღიანი სწავლება/ტრენინგი. შესყიდვის ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო პერიოდში, შემსყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი” „ეკვივალენტური”.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან კვალიფიციური ელ. ხელმოწერის ან კვალიფიცური ელ. შტამპით დადასტურებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას განახორციელებს Incoterm 2010 რეჟიმით: DAP(Delivered at Place) - მიწოდება დანიშნულების ადგილზე. საბაჟო პროცედურების გავლის შემდგომ საქონელს მიმწოდებელი მიაწვდის მისამართზე: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. N4. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.N1.
1.5.2.შესყიდვის ობიექტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია და გაფორმება განხორციელდება “შემსყიდველის’’ მიერ, მიმწოდებლის მხრიდან მისთვის გადაცემული გამომგზავნის ინვოისის და სატრანსპორტო დოკუმენტაციის საფუძველზე. გამომგზავნის ინვოისში მიმღები/იმპორტიორი მითითებული იქნება შემსყიდველი. საბაჟო პროცედურებს განახორციელებს მიმწოდებლის ბროკერი შემსყიდველის მინდობილობის საფუძველზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გრანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი და უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული.
1.7.1.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
1.7.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.7.1.4. თსუ-ს მიერ საქონლის ინსპექტირების პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს წუნდებული საქონლის ახლით შეცვლა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.1.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, სწორი ექსპლუატაციის პირობებში და მექანიკური დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“. „მიმწოდებელი“ მისი წარმომადგენლის მიერ, საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ახდენს რეაგირებას და სამი სამუშაო დღის ვადაში დგება დეფექტური აქტი, რომელიც მოიცავს შესასრულებელ სამუშაოებს და მათ ხანგრძლივობას. მომსახურება განხორციელდება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში თუ ასეთი პროდუქციისათვის საჭირო მასალები მიმწოდებელს აქვს ადგილზე (საწყობში), წინააღმდეგ შემთხვევაში დეფექტური აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მაგრამ არაუმეტეს მწარმოებლის მიერ გაცემული პირობების შესაბამისად.
ნივთის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქონლის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აღმოაჩნდებათ ქარხნული დეფექტი;
ბ) თუ ვერ მოხერხდა ნივთის შეკეთება მიმწოდებლის მიერ, მათ შორის შეკეთებიდან 1 თვეში გამოვლინდა იგივე დეფექტი ან საგარანტიო ვადის განმავლობაში ქარხნული დეფექტი გამოვლინდა 3 ჯერ;
გ) ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) მახასიათებლების და ღირებულების მოწყობილობით, ღირებულება აითვლება შეცვლის მომენტში შესაცვლელი მოწყობილობის ფასით.  
1.7.1.6. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
შესყიდვის ობიექტის დასახელება, მწარმოებელი, მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი შესყიდვის ობიექტის აღწერილობა.

1. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია/ფირმა/ბრენდი;
2. მოდელი - შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი, რომლითაც მოხდება პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირება.

აუცილებელი მოთხოვნა:
ა. შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის ან/და სერიული ნომერის ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიხედვით შემოთავაზებული საქონელი უნდა იძებნებოდეს (ინტერნეტ წყაროების საშუალებით მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე).
ბ. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) შემოთავაზებული სკანერის მწარმოებელი კომპანიის ან/და მწარმოებლის რეგიონული ოფისის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, ტენდერის ნომრის მითითებით, სადაც დასტურდება შემოთავაზებულის, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა.
დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

წინადადების წარდგენის დროს „ფასების ცხრილი - დანართი N1“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ანალოგიურ სფეროში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 01 იანვრიდან აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე ანალოგიური პროდუქციის (იგულისხმება 30232000 CPV კოდით განსაზღვრული საბეჭდი მოწყობილობები) მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თითო წელზე მინიმუმ ერთი შესრულებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, ან ცხრილი სატენდერო განცხადების SPA/CMR/NAT/MEP.... ნომრების მითითებით;

გამოცდილების დასადასტურებლად სატენდერო განცხადების ცხრილის წარმოდგენის შემთხვევაში დოკუმენტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) შემოთავაზებული სკანერის მწარმოებელი კომპანიის ან/და მწარმოებლის რეგიონული ოფისის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, ტენდერის ნომრის მითითებით, სადაც დასტურდება შემოთავაზებულის, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა.

დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს გადასახადის გარეშე, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს N326 ბრძანებულების 173-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ნებართვის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
7.1.1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორებით, წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო გარანტიის საფუძველზე სახელშეკრულებო ღირებულების 100% ოდენობით, საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. საავანსო გადახდაზე საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში და მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის საგარანტიო ვალდებულებები სრულად შესრულდება აღნიშნულ ვადამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაუბრუნოს გარანტია. გარანტია უკან დაუბრუნდება შესყიდვის ობიექტის მიღების შემდეგ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.1.1.3. გარანტია უნდა იყოს უპირობო ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველივე მოთხოვნისთანავე. გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ იგი მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.1.1.4. გამოუთხოვადი საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, - ეროვნულ ვალუტაში. რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.1.1.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის № 2 ბრძანებით დამტკიცებული ,,თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტია.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორებით წარმოდგენილი საბანკო საავანსო გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დინარა ტიკარაძე, 577943999, dinara.tikaradze@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru