Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47727914)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 47727914
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 68 723


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021959
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 17:58
Начало приема предложения 19.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.11.2023 16:00
Предполагаемая цена закупки 68`723.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45232453 - Строительство сточных каналов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის, ყვარლის ტერიტორიული ორგანოსა და სიღნაღის სტრუქტურულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო პირობები
Шаг снижения цены 687.00 GEL
Размер гарантии 687 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi mkheidze :: 16.10.2023 14:56
  • Последнее исправление: giorgi mkheidze :: 02.11.2023 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539299&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“.
1.2.2. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები.
1.2.3. სამუშაოებისას გამოსაყენებელი/დასამონტაჟებელი მასალები და მათი სერთიფიკატები უნდა შეუთანხმდეს შემსყიდველს
1.2.4. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად.
1.2.5. განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
1.2.6. სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.7. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.8. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.2.9. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.11. სამშენებლო სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
1.2.12. სადემონტაჟო სამუშაოები ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაზიანდეს ვარგისი მასალები და მოწყობილობები. დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების ჩამოტანა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მიწოდება უნდა მოხდეს არასამუშაო საათებში შემსყიდველთან შეთანხმებით, ხოლო დემონტირებული ვარგისი მასალების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს და დასაწყობდეს იუსტიციის სახლის საწყობში (საწყობი მდებარეობს თბილისში).
1.2.13. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადაების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1 -ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად.
1.2.14. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.15. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა excel ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.
1.2.16. პრეტენდენტი ვალდებულია, ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის გაითვალისწინოს არანაკლებ 3%-იანი საპროცენტო განაკვეთი.
1.2.17. შემოთავაზებული მასალები და შესრულება უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს. სამუშაოების შესრულებისას საჭირო მასალების გამოყენების საკითხი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან სამუშაოების შესრულებამდე. თუ შემოთავაზებული მასალები ან/და შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველის მოთხოვნებს ან ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს შესრულებული სამუშაო ან შესთავაზოს შემსყიდველს მისთვის მისაღები სხვა მასალები.
1.2.18. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.
1.2.19. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების წარმოებისას დასაქმებული პერსონალის შრომის უსაფრთხოება და აწარმოოს სამუშაოები აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე:

• თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი. მისამართი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1.
• სიღნაღის იუსტიციის სახლი. მისამართი: ქ. სიღნაღი
• ყვარელის იუსტიციის სახლი. მისამართი: ყვარელი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #57.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან არანაკლებ 3 (სამი) წელს.

1.6.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

1.6.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის (2) ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, სანიაღვრე სისტემების მოწყობის ან/და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020-2023 წლებში არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

2.2.1.2 პრეტენდენტს 2020-2023 წლებში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს შესყიდვის ობიექტის ანალოგიური ხასიათის სამუშაოები - სანიაღვრე სისტემების მოწყობის ან/და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ერთი ობიექტის ფარგლებში, არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მხეიძე, 555704644, giomkheidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.4. დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას.
10.1.5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.7. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
10.1.8. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს.
10.1.9. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru