Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #47727863)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Revenue Service
Номер конкурса: 47727863
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 2 642 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021889
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 15:01
Начало приема предложения 29.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 2`642`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90910000 - Услуги по очистке
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Announcment number N/AAdd to favorites
Procurement proceeding status Draft call for tender
Procuring entities Revenue Service
Procurement announcment date
Bids accepted from 29.11.2023 00:00
Deadline for bid submission 04.12.2023 14:00
Financing 2024 Funds (year)
Estimated value of procurement 2`642`900.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
90900000 - Cleaning and sanitation services
Classifier (CPV) code and specific procurement object
90910000 - Cleaning services
Amount or Volume of Procurements See the tender documentation
Supply Period See the tender documentation
Bid reduction step 26`429.00 GEL
Guarantee amount 26`429 GEL
Guarantee validity period 160 Day
Additional Info
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 26`429.00 GEL
Размер гарантии 26`429 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lana talakhadze :: 01.11.2023 17:12
  • Последнее исправление: lana talakhadze :: 02.11.2023 15:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541479&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში არსებული, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი:

1.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, ტენდერით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ობიექტების შესაბამის სამუშაო რეჟიმში შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოების შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით, დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით. თითოეული ობიექტის მიხედვით;
2. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, მის მიერ დაქირავებული მომსახურე პერსონალის აღჭურვა უნიფორმებით, შესაბამისი ხელსაწყოებით და სახარჯი მასალებით;
3.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შენობებში, სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციის ჩათვლით) და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა, შენობის და ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება და ნაგვის გატანა. ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, კარ-ფანჯრის ჩარჩოების, ფარდაგების, კიბის უჯრედის, იატაკის რეცხვა-წმენდა. სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის მათი აღჭურვა ტუალეტის ქაღალდებით, ხელის საწმენდი ქაღალდით, თხევადი საპნებით და ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით;
4.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის (შიდა ეზოების ჩათვლით) ყოველდღიური დასუფთავება, ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ მდებარე სანაგვე ურნებში), გაზონების მოვლა (გაკრეჭა, წესრიგში მოყვანა);
5.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შიდა ქვის იატაკების (არსებობის შემთხვევაში) დასუფთავება კერხერის აპარატით და სათანადო ხსნარით;
6.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მუდმივი წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება შენობა-ნაგებობებსა და შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე, კომპანია ვალდებულია, დასუფთავების ნებისმიერი პროცესის დაწყებამდე განათავსოს შესაბამისი მანიშნებლები.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გაწიოს შემდეგი სახის მომსახურება შემდეგი პერიოდულობით:
1.იატაკის დაგვა/მორეცხვა - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
2.კედლების მშრალი დასუფთვება (მტვრის მოცილება) და საჭიროების შემთხვევაში კედლის ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
3.იმ სვეტების, კედლების, ფანკოილების და ა.შ., წმენდა (საჭიროების შესაბამისად) სპეციალური ხსნარებითა და სუფთა წყლის მეშვეობით, რომელიც მოპირკეთებულია "ალუკაბონდით", მინით ან/და სხვა ნესტგამძლე მოსაპირკეთებელი მასალებით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
4.ტერიტორიებზე არსებული საკონტროლო ჯიხურების, სკანერის საოპერატორო შენობების და ა.შ (ყველა შენობანაგებობის) დასუფთავების სამუშაოების შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით, დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
5.ფანჯრების (მინების), მათ შორის შენობის შიგნით არსებული შემინული ტიხრების და კარ-ფანჯრების ჩარჩოების ორმხრივი წმენდა ქიმიური ხსნარებით - თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
6.საოფისე ავეჯის წმენდა/გაპრიალება შესაბამისი ხსნარებით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
7.ხალიჩების მტვერსასრუტით წმენდა - თვეში ერთხელ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
8.ფარდაგების და კიბის უჯრედის წმენდა/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
9.სველი წერტილების დასუფთავება, სახარჯი მასალების (შესაბამისი სხვადასხვა ტიპის ქაღალდისა და საპონის) რაოდენობის შემოწმება/შევსება, ინვენტარის რეცხვა/დეზინფექცია - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
10.ხელსაბანების, ტრაპების და ა.შ სველი წერტილების საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა/გასუფთავება სპეციალური საშუალებებით (იგულისხმება, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკური საშუალებები - თვეში ერთხელ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა დამატებითი საჭიროების დადგომის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს დამატებით, პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო ჯერადობით;
11.დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია რაც გულისხმობს შემდეგს: შენობების და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლას ქვეწარმავლებისა და თაგვისებური მღრღნელებისაგან დასაცავად. კომპანიის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო/სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოში, უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე). კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დერატიზაცია-დეზინსექცია-მღრღნელებისაგან დაცვის ღონისძიებების ხელახალი ჩატარება, თუ მიწოდებული მომსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი - წელიწადში ხუთჯერ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების პირობები მოცემულია დანართი N3-ში;
12.ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ მდებარე სანაგვე ურნებში) - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
13.შენობის მიმდებარე ტერიტორიის, ავტოსადგომისა და ეზოს დაგვა/დასუფთავება და იქ მდებარე გაზონების მოვლა (ბალახის მოთიბვა, ბუჩქების გასხვლა-მოწესრიგება-გაკრეჭა, წესრიგში მოყვანა) - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
14.იმ შენობანაგებობებზე სადაც არსებობს ვიტრაჟები, მათი სრული წმენდა/რეცხვა, როგორც შიგნიდან ასევე გარედან, სპეციალური ხსნარებით და ტექნიკით - წელიწადში ოთხჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
15.შენობანაგებობების სრული გარე ფასადების, მათ შორის როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ფასადების და სახურავების დასუფთავება/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით და საწმენდ/სარეცხი საშუალებებით და ტექნიკით - წელიწადში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
16.შენობანაგებობების ცხაურების, სანიაღვრეების, წყალსადინარების (ჟოლობი), სახურვების გაწმენდა/ნარჩენებისგან განთავისუფლება - თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
17.შენობებში არსებული საოფისე ოთახების, დერეფნების, საკონტროლო სივრცეების, სველიწერტილების და ყველა იმ ადგილის, სადაც ხდება ადამიანების გადაადგილება, დეზინფექცია კორონავირუსის ან სხვა ვირუსების პრევენციის მიზნით, რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი აღჭურვილობით და შესაბამისი ხსნარებით, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოში და რომლებიც გამოიყენება აღნიშნული ვირუსის პრევენციის მიზნით (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე) - თვეში ორჯერ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა დამატებითი საჭიროების დადგომის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს დამატებით, პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო ჯერადობით;
18.შენობებში არსებული კერამოგრანიტის, გრანიტისა და მეტლახის ზედაპირების წმენდა შესაბამისი ხსნარებით და ტექნიკით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
19.იმ ტერიტორიებზე სადაც განლაგებულია ცოცხალი ცხოველებისათვის განკუთვნილი სადგომებიდან, ნაკელის გატანა ტერიტორიაზე განთავსებულ, ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილზე - ორდღეში ერთხელ, საჭირო პერიოდულობით, რათა შენარჩუნებული იქნას მათი სისუფთავე.
20. შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აუზების და შადრევნების წმენდა - თვეში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
21. ამასთანავე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურე პერსონალს გადაუხადოს ყოველთვიურად არანაკლებ 600 (ექვსასი) ლარი (ხელზე ასეღები თანხა).
22. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის გენერალური დასუფთავება სარემონტო სამუშაოების შემდგომი საჭირო ხსნარებითა და ტექნიკით. გენერალური დასუფთავება მოიცავს შემდეგს:
* იატაკის დაგვა/მორეცხვა - ერთჯერადად;
* კედლების მშრალი დასუფთვება (მტვრის მოცილება) და საჭიროების შემთხვევაში კედლის ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით - იმ სვეტების, კედლების, ფანკოილების და ა.შ.,
წმენდა (საჭიროების შესაბამისად) სპეციალური ხსნარებითა და სუფთა წყლის მეშვეობით, რომელიც მოპირკეთებულია "ალუკაბონდით", მინით ან/და სხვა ნესტგამძლე მოსაპირკეთებელი მასალებით - ერთჯერადად;
*ტერიტორიებზე არსებული საკონტროლო ჯიხურების, სკანერის საოპერატორო შენობების და ა.შ (ყველა შენობანაგებობის) დასუფთავების სამუშაოების შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით, დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით - ერთჯერადად;
*ფანჯრების (მინების), მათ შორის შენობის შიგნით არსებული შემინული ტიხრების და კარფანჯრების ჩარჩოების ორმხრივი წმენდა ქიმიური ხსნარებით - პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადად;
*კიბის უჯრედის წმენდა/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით - ერთჯერადად;
*სველი წერტილების დასუფთავება -ერთჯერადად;
*ხელსაბანების, ტრაპების და ა.შ სველი წერტილების საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა/გასუფთავება სპეციალური საშუალებებით (იგულისხმება, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკური საშუალებები - ერთჯერადად;
*ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ მდებარე სანაგვე ურნებში) - ერთჯერადად;
*შენობის მიმდებარე ტერიტორიის, ავტოსადგომისა და ეზოს დაგვა/დასუფთავება და იქ მდებარე გაზონების მოვლა (ბალახის მოთიბვა, ბუჩქების გასხვლა-მოწესრიგება, გაკრეჭა, წესრიგში მოყვანა) - ერთჯერადად;
*ვიტრაჟები, მათი სრული წმენდა/რეცხვა, როგორც შიგნიდან ასევე გარედან, სპეციალური ხსნარებით და ტექნიკით - ერთჯერადად;
*შენობანაგებობების სრული გარე ფასადების, მათ შორის როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ფასადების და სახურავის დასუფთავება/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით და
საწმენდ/სარეცხი საშუალებებით და ტექნიკით - ერთჯერადად;
*შენობა ნაგებობების ცხაურების, სანიაღვრეების, წყალსადინარების (ჟოლობი) გაწმენდა/ნარჩენებისგან განთავისუფლება - ერთჯერადად;
*შენობაში არსებული კერამოგრანიტის, გრანიტისა და მეტლახის ზედაპირების წმენდა შესაბამისი ხსნარებით და ტექნიკით - ერთჯერადად.

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები ასევე დანართი N2 და დანართი N3, გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში. დანართი N1,დანართი N1.1, დანართი N2 და დანართი N3 წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულების დანართებად შესაბამისად ისინი წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არაუადრეს, 2024 წლის პირველი იანვრიდან, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

თითოეული ობიექტისთვის მომსაუხრების გაწევის ჩამონათვალი და ადგილი მოცემულია დანართი N2-ში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

• პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს უკანასკნელი 4 (ოთხი) (2019 წლის პირველი ნოემბრიდან, ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდი) წლის განმავლობაში, დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში გამოცდილება და ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 2 642 900.00 ლარზე ნაკლები.

• ტენდერში მონაწილე პრეტენდენმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული, დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ მომსახურების გაწევის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ცნობა რომელსაც თან დაერთვება საგადასახადო ანგარიშფაქტურები) ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული მოდულის (SPA.GE) განცხადების ნომრები (მაგალითად: SPA/NAT/CMR).

2.9 other additional requirements

1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).

7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია.

ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვეო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ყოველთვიურად, ხელშეკრულების, შესაბამისი პუნქტების საფუძველზე გაფორმებული, ინსპექტირების აქტის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა ტალახაძე, 599331455, l.talakhadze@rs.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru