ტექნიკური დავალება/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი:
1.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, ტენდერით
გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის ობიექტების შესაბამის
სამუშაო რეჟიმში შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების
სამუშაოების შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით,
დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და
ტექნიკური ნორმების სრული დაცვით. თითოეული ობიექტის მიხედვით;
2. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, მის მიერ
დაქირავებული მომსახურე პერსონალის აღჭურვა უნიფორმებით, შესაბამისი
ხელსაწყოებით და სახარჯი მასალებით;
3.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შენობებში,
სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური (დეზინფექცია, დეზინსექცია,
დერატიზაციის ჩათვლით) და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა,
შენობის და ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება და ნაგვის გატანა.
ოთახების, ფანჯრების ორმხრივი, კარ-ფანჯრის ჩარჩოების, ფარდაგების,
კიბის უჯრედის, იატაკის რეცხვა-წმენდა. სველი წერტილების
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის მათი აღჭურვა ტუალეტის
ქაღალდებით, ხელის საწმენდი ქაღალდით, თხევადი საპნებით და ჰაერის
გამწმენდი აეროზოლებით;
4.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შენობის
მიმდებარე ტერიტორიის (შიდა ეზოების ჩათვლით) ყოველდღიური
დასუფთავება, ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ
მდებარე სანაგვე ურნებში), გაზონების მოვლა (გაკრეჭა, წესრიგში
მოყვანა);
5.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შიდა ქვის
იატაკების (არსებობის შემთხვევაში) დასუფთავება კერხერის აპარატით და
სათანადო ხსნარით;
6.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მუდმივი
წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება შენობა-ნაგებობებსა და შენობების
მიმდებარე ტერიტორიებზე, კომპანია ვალდებულია, დასუფთავების
ნებისმიერი პროცესის დაწყებამდე განათავსოს შესაბამისი
მანიშნებლები.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გაწიოს შემდეგი სახის
მომსახურება შემდეგი პერიოდულობით:
1.იატაკის დაგვა/მორეცხვა - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
2.კედლების მშრალი დასუფთვება (მტვრის მოცილება) და საჭიროების
შემთხვევაში კედლის ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით -
ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
3.იმ სვეტების, კედლების, ფანკოილების და ა.შ., წმენდა (საჭიროების
შესაბამისად) სპეციალური ხსნარებითა და სუფთა წყლის მეშვეობით,
რომელიც მოპირკეთებულია "ალუკაბონდით", მინით ან/და სხვა ნესტგამძლე
მოსაპირკეთებელი მასალებით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
4.ტერიტორიებზე არსებული საკონტროლო ჯიხურების, სკანერის საოპერატორო
შენობების და ა.შ (ყველა შენობანაგებობის) დასუფთავების სამუშაოების
შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით,
დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და
ტექნიკური ნორმების სრული დაცვით - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
5.ფანჯრების (მინების), მათ შორის შენობის შიგნით არსებული შემინული
ტიხრების და კარ-ფანჯრების ჩარჩოების ორმხრივი წმენდა ქიმიური
ხსნარებით - თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
6.საოფისე ავეჯის წმენდა/გაპრიალება შესაბამისი ხსნარებით -
ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
7.ხალიჩების მტვერსასრუტით წმენდა - თვეში ერთხელ შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად;
8.ფარდაგების და კიბის უჯრედის წმენდა/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით -
ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
9.სველი წერტილების დასუფთავება, სახარჯი მასალების (შესაბამისი
სხვადასხვა ტიპის ქაღალდისა და საპონის) რაოდენობის
შემოწმება/შევსება, ინვენტარის რეცხვა/დეზინფექცია - ყოველდღიურად, 24
საათიანი რეჟიმით;
10.ხელსაბანების, ტრაპების და ა.შ სველი წერტილების საკანალიზაციო
სისტემების გაწმენდა/გასუფთავება სპეციალური საშუალებებით
(იგულისხმება, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკური საშუალებები - თვეში
ერთხელ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა დამატებითი
საჭიროების დადგომის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული
განახორციელოს დამატებით, პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო
ჯერადობით;
11.დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია რაც გულისხმობს შემდეგს:
შენობების და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლას ქვეწარმავლებისა და
თაგვისებური მღრღნელებისაგან დასაცავად. კომპანიის მიერ
გამოყენებული სადერატიზაციო/სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური
ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ
სააგენტოში, უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და არ
უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის (აღნიშნულის
დამადასტურებელი დოკუმენტები, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერის
შერჩევა/შეფასების ეტაპზე). კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში დერატიზაცია-დეზინსექცია-მღრღნელებისაგან
დაცვის ღონისძიებების ხელახალი ჩატარება, თუ მიწოდებული მომსახურება
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება შედეგიანი - წელიწადში ხუთჯერ
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურების
პირობები მოცემულია დანართი N3-ში;
12.ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ მდებარე
სანაგვე ურნებში) - ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
13.შენობის მიმდებარე ტერიტორიის, ავტოსადგომისა და ეზოს
დაგვა/დასუფთავება და იქ მდებარე გაზონების მოვლა (ბალახის მოთიბვა,
ბუჩქების გასხვლა-მოწესრიგება-გაკრეჭა, წესრიგში მოყვანა) -
ყოველდღიურად, 24 საათიანი რეჟიმით;
14.იმ შენობანაგებობებზე სადაც არსებობს ვიტრაჟები, მათი სრული
წმენდა/რეცხვა, როგორც შიგნიდან ასევე გარედან, სპეციალური ხსნარებით
და ტექნიკით - წელიწადში ოთხჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად;
15.შენობანაგებობების სრული გარე ფასადების, მათ შორის როგორც
ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ფასადების და სახურავების
დასუფთავება/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით და საწმენდ/სარეცხი
საშუალებებით და ტექნიკით - წელიწადში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად;
16.შენობანაგებობების ცხაურების, სანიაღვრეების, წყალსადინარების
(ჟოლობი), სახურვების გაწმენდა/ნარჩენებისგან განთავისუფლება - თვეში
ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
17.შენობებში არსებული საოფისე ოთახების, დერეფნების, საკონტროლო
სივრცეების, სველიწერტილების და ყველა იმ ადგილის, სადაც ხდება
ადამიანების გადაადგილება, დეზინფექცია კორონავირუსის ან სხვა
ვირუსების პრევენციის მიზნით, რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი
აღჭურვილობით და შესაბამისი ხსნარებით, რომელიც რეგისტრირებული უნდა
იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოში და რომლებიც
გამოიყენება აღნიშნული ვირუსის პრევენციის მიზნით (აღნიშნულის
დამადასტურებელი დოკუმენტები, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერის
შერჩევა/შეფასების ეტაპზე) - თვეში ორჯერ შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად, თუმცა დამატებითი საჭიროების დადგომის შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს დამატებით,
პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო ჯერადობით;
18.შენობებში არსებული კერამოგრანიტის, გრანიტისა და მეტლახის
ზედაპირების წმენდა შესაბამისი ხსნარებით და ტექნიკით - ყოველდღიურად,
24 საათიანი რეჟიმით;
19.იმ ტერიტორიებზე სადაც განლაგებულია ცოცხალი ცხოველებისათვის
განკუთვნილი სადგომებიდან, ნაკელის გატანა ტერიტორიაზე განთავსებულ,
ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილზე - ორდღეში ერთხელ, საჭირო
პერიოდულობით, რათა შენარჩუნებული იქნას მათი სისუფთავე.
20. შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აუზების და შადრევნების
წმენდა - თვეში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
21. ამასთანავე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურე
პერსონალს გადაუხადოს ყოველთვიურად არანაკლებ 600 (ექვსასი) ლარი (ხელზე
ასეღები თანხა).
22. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის გენერალური დასუფთავება
სარემონტო სამუშაოების შემდგომი საჭირო ხსნარებითა და ტექნიკით.
გენერალური დასუფთავება მოიცავს შემდეგს:
* იატაკის დაგვა/მორეცხვა - ერთჯერადად;
* კედლების მშრალი დასუფთვება (მტვრის მოცილება) და საჭიროების
შემთხვევაში კედლის ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით - იმ
სვეტების, კედლების, ფანკოილების და ა.შ.,
წმენდა (საჭიროების შესაბამისად) სპეციალური ხსნარებითა და სუფთა
წყლის მეშვეობით, რომელიც მოპირკეთებულია "ალუკაბონდით", მინით ან/და
სხვა ნესტგამძლე მოსაპირკეთებელი მასალებით - ერთჯერადად;
*ტერიტორიებზე არსებული საკონტროლო ჯიხურების, სკანერის საოპერატორო
შენობების და ა.შ (ყველა შენობანაგებობის) დასუფთავების სამუშაოების
შესრულება უმაღლესი ხარისხის სისუფთავის შექმნის მიზნით,
დასუფთავებისათვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალების გამოყენებით და
ტექნიკური ნორმების სრული დაცვით - ერთჯერადად;
*ფანჯრების (მინების), მათ შორის შენობის შიგნით არსებული შემინული
ტიხრების და კარფანჯრების ჩარჩოების ორმხრივი წმენდა ქიმიური
ხსნარებით - პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადად;
*კიბის უჯრედის წმენდა/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით - ერთჯერადად;
*სველი წერტილების დასუფთავება -ერთჯერადად;
*ხელსაბანების, ტრაპების და ა.შ სველი წერტილების საკანალიზაციო
სისტემების გაწმენდა/გასუფთავება სპეციალური საშუალებებით
(იგულისხმება, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკური საშუალებები -
ერთჯერადად;
*ნაგვის გატანა (ნაგვის ჩაყრა შენობის ტერიტორიის გარეთ მდებარე
სანაგვე ურნებში) - ერთჯერადად;
*შენობის მიმდებარე ტერიტორიის, ავტოსადგომისა და ეზოს
დაგვა/დასუფთავება და იქ მდებარე გაზონების მოვლა (ბალახის მოთიბვა,
ბუჩქების გასხვლა-მოწესრიგება, გაკრეჭა, წესრიგში მოყვანა) -
ერთჯერადად;
*ვიტრაჟები, მათი სრული წმენდა/რეცხვა, როგორც შიგნიდან ასევე გარედან,
სპეციალური ხსნარებით და ტექნიკით - ერთჯერადად;
*შენობანაგებობების სრული გარე ფასადების, მათ შორის როგორც
ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური ფასადების და სახურავის
დასუფთავება/რეცხვა შესაბამისი ხსნარებით და
საწმენდ/სარეცხი საშუალებებით და ტექნიკით - ერთჯერადად;
*შენობა ნაგებობების ცხაურების, სანიაღვრეების, წყალსადინარების
(ჟოლობი) გაწმენდა/ნარჩენებისგან განთავისუფლება - ერთჯერადად;
*შენობაში არსებული კერამოგრანიტის, გრანიტისა და მეტლახის
ზედაპირების წმენდა შესაბამისი ხსნარებით და ტექნიკით - ერთჯერადად.
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები ასევე
დანართი N2 და დანართი N3, გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ
კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ
ხელშეკრულებაში. დანართი N1,დანართი N1.1, დანართი N2 და დანართი N3
წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულების დანართებად შესაბამისად ისინი
წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილებს.