Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #47685831)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL - Union of State Professional Puppet Theaters of Georgia
Номер конкурса: 47685831
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 36 824


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021883
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 13:30
Начало приема предложения 10.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 13.11.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 36`824.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (ამ დროში შედის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადაც)
Дополнительная информация
სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაო სტრუქტურულ ერთეულში - ახალციხის თოჯინების თეატრი
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 736.00 GEL
Размер гарантии 368 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela jachvadze :: 01.11.2023 21:02
  • Последнее исправление: gela jachvadze :: 02.11.2023 13:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541496&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაო სტრუქტურულ ერთეულში - ახალციხის თოჯინების თეატრი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel -ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.4 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება თუ წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ.
1.2.5 ანგარიშსწორებისთვის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამის ვადაში.
1.2.7 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.8 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებასთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.9 თუკი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.10 სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ის ნარჩენები (ინერტული მასალები, დემონტირებული მოწყობილობა-დანადგარები, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება კვლავაც შესაძლებელია, რჩება შემსყიდველს.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
1.2.12 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ინვენტარის გადაადგილება/დემონტაჟი/დასაწყობება და თავის ადგილას დაბრუნება მათ დაუზიანებლად, ხოლო სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ. უზრუნველყოს რემონტისშემდგომი გენერალური დასუფთავება და ობიექტის ჩაბარება, მომხმარებლის მისაღებად მზადყოფნის კონდიციაში.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა

შენიშვნა* - ამ ტენდერს დაქვემდებარებული სამუშაოები უნდა წარიმართოს არსებული პროექტის გათვალისწინებით, რომელიც ინახება შემსყიდველთან და რომლის გაცნობის უფლება გააჩნია პრეტენდენტს, მატერიალური სახით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვაში არსებული სამუშაოების მიხედვით) რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

სამუშაოს შესრულების ვადა - არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა (ამ დროში შედის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადაც)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს სამუშაო:

ქალაქი ახალციხე, კოსტავას ქუჩა N18 (შემსყიდველის სტრუქტურული ერთეული - ახალციხის თოჯინების თეატრი).

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს ხარჯთაღრიცხვით მითითებული სამუშაოები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოზე და დანადგარებზე შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ მწარმოებელი კომპანიების მიერ განსაზღვრულ, ტექნიკურ პასპორტში/საგარანტიო ტალონში მითითებული ვადისა (მ/შ - არანაკლებ 2 წელი დანადგარებზე და არანაკლებ 2 წელი სამშენებლო სამუშაოებზე).
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, მოწყობილობები და დანადგარები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს, შემსყიდველის სპეციფიკის და ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით. ასევე მასლები მოწყობილობები და დანადგარები უნდა იყოს არანაკლებ არსებულის შესაბამისი. (ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები). შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების და დანადგარების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მარკა/მოდელის გათვალისწინებით)

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ის სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება, მათ შორის უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი

ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა/მონაწილეთა გამოცდილების შეკრება დაუშვებელია

შენიშვნა: ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N2–ის შესაბამისად

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1. მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შემსყიდველთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
2.5.2 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება თუ წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალები, მოწყობილობები და დანადგარები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს შემსყიდველის სპეციფიკის და ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით. ასევე მასლები მოწყობილობები და დანადგარები უნდა იყოს არანაკლებ არსებულის შესაბამისი. (ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები). შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან

2.7.2 ანგარიშსწორებისთვის მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის აყვანა სამუშაოების წარმოებისათვის, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ქვეკონტრაქტორსაც უნდა გააჩნდეს მსგავსი პროფილის ობიექტის იგივე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო გამოცდილება, რაც პრეტენდენტს

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

განიხილება წინასწარი ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, გარანტიის შესაბამის თანხაზე. საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 2023 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (თანდართული მემორანდუმის ფარგლებში), შემსყიდველის საკუთარი შემოსავლების სახსრებთან ერთად. ანგარიშსწორების განხორციელება ეტაპობრივად დასაშვებია, შესყიდვის ობიექტის კონკრეტული ეტაპის მიწოდების დამადასტურებელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი ან სრული ღირებულება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის (ფორმა N2) და შესრულებულ სამუშაოზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის* შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

*შენიშვნა: დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება და ფინანსური ხარჯის გაწევა ეკისრება მიმწოდებელს

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა ჯაჭვაძე, 595010044, puppetstbilisi@gmail.com ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაცია: კონსტანტინე ქარქაშაძე - ტელ.: (5-77) 28-29-39

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.7 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

02-11-2023 Dalian Tucheng International Co., Ltd.

02-11-2023 Red Worm Liquid Fish Bait.

02-11-2023 iPhone Phone.

02-11-2023 Brazilian Hair Extension.

02-11-2023 The T Shirt.

02-11-2023 Carving Machine.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru