Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #47685778)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Mtatsminda District Gamgeoba
Номер конкурса: 47685778
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 1 364 485


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021808
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 17:30
Начало приема предложения 29.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 1`364`485.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55510000 - Столовая
Срок подачи ყოველდღიურად 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 2193 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

Procurement will be completed in prime time. Additional rounds will not be held

Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)

Procuring entities: Tbilisi Municipality City Hall, Mtatsminda District
Procurement announcment date: 01.11.2023
Bids accepted from: 29.11.2023
Deadline for bid submission: 04.12.2023
Financing: 2024 Funds (year)
Estimated value of procurement: 1364485.00 GEL
Bid must be submitted: Including VAT
Classifier (CPV) code and classifier division 55500000 - Canteen and catering services
Classifier (CPV) code and specific procurement object: 55510000 - Canteen services
Amount or Volume of Procurements: See attached tender documentation (2193 beneficiaries)

Supply Period: Daily from January 1st 2024 to December 31 2024

Bid reduction step: 5458.00 GEL

Guarantee Amount: 13 645 GEL

Guarantee Period: 160 days

Additional Info: State procurement of free dinners service to citizens living in the severe social conditions of the Tbilisi Municipality Mtatsminda District
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`458.00 GEL
Размер гарантии 13`645 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna shiukashvili :: 31.10.2023 16:58
  • Последнее исправление: khatuna shiukashvili :: 01.11.2023 17:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541265&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 2193 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
1.2.2 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით ამისთვის განკუთვნილი სპეციალური ბარათების საშუალებით. ხოლო ბარათების არ წარმოდგენის (სახლში დარჩენა, დაკარგვა ან სხვა) შემთხვევაში, ბენეფიციართა აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. ბენეფიციართა გამოცხადების აღრიცხვა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს „მიმწოდებლის“ მიერ. ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება, ელექტროენერგიის გათიშვა ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, „შემსყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციართა აღრიცხვა განხორციელდეს სპეციალური აპარატით აკინძულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. ასეთის არსებობის შემთხვევაში, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება“;
1.2.3 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან);
1.2.4 თითოეულ სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის და კონტროლის მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ „მიმწოდებელს“ დროებით სარგებლობაში გადაეცემა მობილური ტელეფონები და ვიდეო თვალი (მონტაჟს და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟს უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“), რომელთა მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება „მიმწოდებელს.“ „მიმწოდებელი“ ვალდებულია ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის (მობილური ტელეფონების, ვიდეოთვალის) მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს „შემსყიდველს“; ამასთან ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია გააგრძელოს ბენეფიციართათვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „შემსყიდველს“ და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა. „მიმწოდებელმა“ მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოებში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონებში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და „შემსყიდველის“ მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით.
1.2.5 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს დამატებით ვიდეო თვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი პერიოდის ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ შემთხვევაში, სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2.6 „შემსყიდველმა“ უნდა უზრუნველყოს ვიდეო თვალის მონტაჟი უშუალოდ სასადილო დარბაზში, რომელიც „მომწოდებლის“ მიერ აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი ინტერნეტ წვდომის უზრუნველყოფის საშუალებით, რომლის ჩანაწერის დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნება „შემსყიდველს“. აღნიშნულ შემთხვევაში, სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2.7 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
1.2.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული კადრ(ებ)ის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
1.2.9 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
1.2.10 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ყოველდღიური მენიუ და სასადილოს სამუშაო საათები. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
1.2.11 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
1.2.12 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტიური მომსახურება თვის განმავლობაში, გაცემული ულუფების (პურის ჩათვლით) გაცემის გათვალისწინებით.
1.2.13 მოსამზადებელი და ასანაზღაურებელი მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) ოდენობა განისაზღვრება გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
1.2.14 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
1.2.15 უფასო სასადილოების მომსახურების მენიუ (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონი.
1.5.2 უფასო სასადილოების განლაგების სავარაუდო ლოკაციები და ბენეფიციართა რაოდენობა მოცემულია დანართი N3-ში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 700000 (შვიდასიათასი) ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს დანართი N4-ში, რომელიც სატენდერო წინადადებასთან ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. თუ დანართი N4-ში ნაჩვენები მომსახურება არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ამ შემთხვევაში უნდა აიტვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი საბუთი: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშფაქტურები ან/და სასაქონლო ზედნადებები;

3. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო ფართი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. ფართის საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საიჯარო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მესაკუთრის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა.).
2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართი უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ლოკაციაზე მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის არანაკლებ 3%-ისთვის ერთდროულად მომსახურების გაწევის შესაძლებლობას შესაბამისი სტაციონალური ადგილების უზრუნველყოფით.
2.3.1.4 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 700 მეტრის რადიუსში.
2.3.1.5 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი არ უნდა იყოს მიწის დონის ქვემოთ, კიბეების ან/და ამაღლების შემთხვევაში, მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი შშმ პირებისათვის და აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.
2.3.1.6 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ, ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
2.3.1.6 ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართი N5-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

კვების ხარისხის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ISO9001:2008 ან ISO9001:2015 სერთიფიკატი ან HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატი

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ წერილობით შეთანხმდეს შემსყიდველთან. ქვეკონტრაქტორი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-თ ან მეტით შემცირების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სულ ცოტა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, 2024 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) ოდენობების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა შიუკაშვილი, 599696678, kh.shiukashvili@tbilisi.gov.ge ტელ: 237 29 83, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: სოციალური პროექტების განყოფილების უფროსი - ხათუნა კეკელია ტელ: 577288050

additional information/document

10.1 additional information/documents

1.სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5.სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
6.შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია პრეტენდენტი.
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8.სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

9.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N2) (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
9.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N4), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9.3 ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ფართის) შესახებ (დანართი N5), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9.4 სერთიფიკატ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru