Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #47685768)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 47685768
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 21 186


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021818
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 17:43
Начало приема предложения 07.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 21`186.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71319000 - Экспертные услуги
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 212.00 GEL
Размер гарантии 212 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 01.11.2023 17:28
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 01.11.2023 17:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541482&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო ეტაპების მშენებლობის თითოეული ეტაპის საექსპერტო შეფასება უნდა განხორციელდეს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისი №257 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც გულისხმობს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადასტურებას. ექსპერტი აღნიშნულს ადასტურებს სათანადო ეტაპის დასრულების ოქმზე ხელმოწერის გზით. საექსპერტო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.
შემსყიდველი არ არის ვალდებული მიმწოდებელს დაადასტურებინოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ყველა მშენებლობის ეტაპი.
მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასების დოკუმენტაცია გადასცეს შემსყიდველს სათანადო წესით შედგენილი, რათა შესაძლებელი გახდეს მათი წარდგენა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიზეზით (საექსპერტო შეფასების საფუძველზე) სახელმწიფო უწყების მიერ დადგენილ იქნება ხარვეზ(ებ)ი/შენიშვნები, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა, შემსყიდველის მიმართვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

დასადასტურებელი ეტაპები:
I) „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის:
ა) მოსამზადებელი რიგის სამუშაოები:
ა.ა) დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება.
ბ) ძირითადი რიგის სამუშაოები
ბ.ა) მიწის სამუშაოები;
ბ.ბ) ფუძის მოწყობის სამუშაოები;
ბ.გ) საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა;
ბ.ე) მილსადენის მოწყობის სამუშაოები;
ბ.ვ) მილსადენის ტექნოლოგიური მოწყობილობების მოწყობის სამუშაოები;
ბ.ზ) მილსადენის გამოსაცდელი სამუშაოები;
ბ.თ) კეთილმოწყობის სამუშაოები (სამშენებლო დერაფნის აღდგენა)


შენიშვნა:
აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ (700 მმ) 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე, ბრძნანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (იხილეთ ცალკე მიმაგრებული ფაილი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებიდან (მშენებლობის პროექტის დაწყებიდან) სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპების დადასტურებამდე;
1.4.2 თითოეული მშენებლობის ეტაპის დადასტურება მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ამავე ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
1.4.3 მომსახურების განხორციელების საერთო სავარაუდო ვადა შეადგენს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბერს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
1.5.2 მომსახურების განხორციელების ადგილი: გორისა და კასპირს მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
1.5.3 დადასტურებული ეტაპების შესახებ დოკუმენტაცია მიმწოდებელმა უნდა ჩააბაროს შემსყიდველს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21 , სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული „A-ტიპის ინსპექტირების ორგანო,“ რომელაც აქვს აკრედიტაცია მაღალი წნევის (15კგ/სმ2-ზე მეტი) მაგისტრალური გაზადენების შესრულებული სამშენებლო სამუშოების ინსპექტირების სფეროში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს შესახებ;
2.7.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტით მოთხოვნილი აკრედიტაციის მოწმობა, მოქმედი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ვადის სრულ ამოწურვამდე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების პერიოდში აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს აკრედიტაციის მოწმობა განახლებული ვადით.
2.7.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა შესაბამის სფეროში აკრედიტაციის არსებობის შესახებ, მოქმედი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ვადის სრულ ამოწურვამდე.
2.7.1.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს მიერ არ იქნა დაცული სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 და 2.7.1.3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, აღნიშნული წარმოადგენს შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად (თითოეული ეტაპის სრულად დასრულების დადასტურების საფუძველზე), მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად (თითოეული ეტაპის სრულად დასრულების დადასტურების საფუძველზე), მომსახურების გაწევიდან და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 21 186,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ.)
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის შესაბამისი სფეროს შესახებ (პუნქტი 2.7.1).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru