1.2.1 მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის სამოქმედო
არეალში არსებული ოკაცეს კანიონის ტურისტული ობიექტი წარმოადგენს
ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მონახულებად ობიექტს. იგი გამოირჩევა
თავისი ექსტრემალურობითა და განსხვავებული კონცეფციით. ობიექტზე
არსებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ლითონკონსტრუქციებს, რომელიც
მოიცავს ჩასასვლელ მეტალის კიბეს, კიდულ ბილიკს, დაკიდებულ პანორამულ
გადასახედსა და ამოსასვლელ კიბეს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს
ვიზიტორთა ცენტრიდან უშუალოდ ობიექტისაკენ მიმავალ საფეხმავლო
ბილიკზე არსებული ლითონის კონსტრუქციის 12 (თორმეტი) ერთეული საფეხმავლო
ხიდის რეაბილიტაციას და ვიზიტორთა ცენტრის ირგვლივ არსებული მეტალის
ღობის რეაბილიტაციას.
1.2.2 არსებული მდგომარეობა: ოკაცეს კანიონის ტურისტულმა ობიექტმა
ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. აღნიშნულის შემდგომ, დღევანდელ დღემდე
ობიექტზე არსებულ ინფრასტრუქტურას კომპლექსური
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია, ხდებოდა მხოლოდ
ლოკალურად იმ მომენტისათვის არსებული მცირე სარემონტო სამუშაოების
განხორციელება. დღეის მდგომარებით ობიექტზე არსებული
ლითონკონსტრუქციებზე ფიქსირდება გარკვეული ხარისხის კოროზიები,
არსებული გრუნტისა და საღებავის საფარი ძირითად შემთხვევებში
დაზიანებულია, რაც გამოწვეულია ფაქტობრივად არსებული
მკაცრი/აგრესიული კლიმატური რეჟიმებიდან, კერძოდ ზაფხულში
კონსტრუქციებზე მუდმივად მოქმედებს მზის სხივები, რაც უარყოფით
გავლენას ახდენს საღებავის საფარზე და წვავს, ხოლო ზამთარში მაღალია
შემოყინულობის ხარისხი/დონე, რასაც ასევე უარყოფითი გავლენა აქვს
გრუნტისა და საღებავის საფარზე (დეტალური ინფორმაცია დაზიანებისა
დონისა და ხარისხის შესახებ წარმოდგენილია დანართი #1-ში).
1.2.3 სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შინაარსი და მეთოდოლოგია:
ობიექტზე ჩატარებული კვლევებისა და ფაქტობრივი მდგომარების
გათვალისწინებით შეირჩა სამღებრო სისტემა C4 კორზიის კატეგორიის
მიხედვით. კოროზიისგან დაცვა ISO 12944 მიხედვით. აღნიშნულის
გათვალისწინებით პირველ რიგში უნდა განხორციელდეს არსებული
ლითონკონსტრუქციების გასუფთავება არსებული გრუნტისა და საღებავის
დაზიანებული საფარისაგან. აღნიშნულის განსახორციელებლად განხილულ
იქნა რამოდენიმე ვარიანტი და ამ ეტაპისათვის უპირატესობა მიენიჭა
გრუნტისა და საღებავის მოშორების ქვიშა-ჭავლურ მეთოდს SA 2 ½ სტანდარტით,
რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოყენებულ უნდა იქნას მაღალი სიმძლავრის
კომპრესორი (მაგ. 37 კვ) და 150-200 ლიტრის ტევადობის ქვიშის გამტყორცნი
აგრეგატი. მასალად სასურველია გამოყენებულ იქნას წვრილი ფრაქციის (მაგ.
0,02 სმ) მშრალი გაცრილი ქვიშა. ასევე გასათვალისწინებელია რომ ქვიშის
აგრეგატამდე მასალის მიწოდება სავარაუდოდ უნდა განხორციელდეს 30-40
კილოგრამიანი ტომრებით ხელით და ზიდვის სავარაუდო მანძილი შეადგენს
550-600 მეტრს. კონსტრუქციებიდან არსებული გრუნტისა და საღებავის საფარის
მოცილების შემდგომ პირველ ეტაპზე, სწორი ზედაპირის მისაღებად უნდა
მოხდეს მისი 30 მიკრონის სისქის თხელი ფენის გრუნტით დაფარვა, რის
შემდგომაც უნდა მოხდეს საფარის ძირითადი ფენის მოწყობა შემდეგი
პრინციპით: კონსტრუქციების დამუშავე ორკომპონენტიანი, ეპოქსიდის
ბაზაზე დამზადებული საგრუნტი მასალით (საგრუნტი მასალის ტექნიკური
მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი #1-ში).
ლითონკონსტრუქციების ფაქტობრივი მდგომარებიდან გამომდინარე
დამუშავების შემდეგ გრუნტის მშრალი ფენა არ უნდა იყოს 220-240 მიკრონზე
ნაკლები. აღნიშნული პარამეტრით უზრუნველყოფილი იქნება
კონსტრუქციების გრძელვადიანი ექსპლუატაცია და დაცვა არსებული
აგრესიული ფაქტორებიდან. კონსტრუქციის გრუნტით დამუშავების შემდგომ
უნდა მოხდეს ასევე ორკომპონენტიანი პოლიმერული საღებავის ფენის
დატანა (საღებავის მასალის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ
ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი #1-ში), რომლის მშრალი ფენა არ უნდა
იყოს 80-100 მიკრონზე ნაკლები. აღნიშნული პარამეტრების დაცვით
უზრუნველყოფილი იქნება კონსტრუქციების გრძელვადიანი ექსპლუატაცია და
არსებული აგრესიული ფაქტორებიდან მომავალი საფრთეების მაქსიმალურად
შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება
რომ სამუშაოების წარმოებისას, როგორც კონსტრუქციების გასუფთავებისას,
ასევე შეღებვისას პერსონალს მუშაობა მოუწევს შესაბამისი
აღჭურვილობის გამოყენებით „დაკიდებულ“ რეჟიმში, შესაბამისად უნდა
მოხდეს პერსონალის მკაცრად შერჩევა, კერძოდ მათ უნდა გააჩნდეთ
შესაბამისი აღჭურვილობის მოხმარებისა და გამოყენების გამოცდილება.
1.2.4 გარდა ზემოჩამოთვლილი სამღებრო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა
პროექტი გულისხმობს 650 გრძივი მეტრი პანელური ღობისა და ორი ერთეული
კუტიკარის მოწყობას, რომელიც უნდა მოეწყოს ბილიკის ბოლოს არსებული
გამოსასვლელიდან გამშვები პუნქტის მიმართულებით.
1.2.5 მასალათა ტრანსპორტირება: ობიექტის მდებარეობის სპეციფიკურობიდან
გამომდინარე მასალათა ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელია
შემდეგი გარემოება, კერძოდ ობიექტთან მისასვლელი გზის 2,5 კილომეტრიანი
მონაკვეთი გამოირჩევა თავისი სირთულით, როგორც საფარით ასევე მაღალი
დახრილობითა და სერპანტინებით რაც მნიშვნელოვნად ართულებს
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
1.2.6 შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სიმაღლეზე მუშაობისა: სიმაღლეზე
მუშაობისას კანონის მოთხოვნების დაცვა შრომის უსაფრთხოების
მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან, ოკაცეს კიდული ბილიკის ძირითადი
ნაწილი წარმოადგენს სიმაღლეზე სამუშაოს მიმწოდებელი ვალდებულია
იხელმძღვანელოს კანონის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა სრული
დაცვით, კერძოდ, მოთხოვნები სიმაღლეზე სამუშაოს შესყიდვებისას. მათი
დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რათა მაქსიმალურად
იყოს შემცირებული და დაზღვეული უბედური შემთხვევების რისკები.
მაგალითად ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობისას აწესებს
გამოყენებული დაცვის საშუალებების მაღალ სტანდარტს. კერძოდ,
დამაკავშირებელი ელემენტები უნდა იყოს კოროზიისაგან დამცავი
დაბოლოებებით. კარაბინების და ჩამკეტ-კაუჭებს უნდა გააჩნდეს მაღალი
სიმტკიცე დატვირთვისას. რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულება ასევე
მოითხოვს შრომითი რესურსის მეტ რაოდენობას. კერძოდ, შრომის
უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს
პასუხისმგებელი პირები. როგორც სამუშაოებზე დასაშვებ პირთა
(იგულისხმება ადამიანი გამოცდილებით, მაშველი, მთასვლელი ან
შესაბამისი სერთიფიკატის მქონე), ასევე პირი, რომელიც უზრუნველყოფს
გამოყენებული დაცვის საშუალებების შემოწმებას, რაც სამუშაოს
შესრულებისას ყოველდღიური თანმდევი პროცესია. მნიშვნელოვანია
პრევენციული ღონისძიების შესრულება ყველა მიმართულებით ზიანის
შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების
დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელ
კომპანიას.
1.2.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.2.8. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე,
იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი,
მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი,
უკეთესი ან ექვივალენტური.
1.2.9. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო
წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12
ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55
დადგენილების შესაბამისად.
1.2.10. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS
Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
1.2.12. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.13 აუცილებელი პირობა: სამუშაოების წარმოების დროს ქვეყანაში მოქმედი
შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვაზე
პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელს.