Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47685744)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 47685744
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 873 433


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021788
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 16:39
Начало приема предложения 17.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.11.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 873`433.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45220000 - Инженерные и строительные работы
  • 45236290 - Выравнивание зон отдыха
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია ოკაცეს კანიონის ტურისტული ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`734.00 GEL
Размер гарантии 8`734 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine dzneladze :: 11.10.2023 13:33
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 01.11.2023 16:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538789&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ოკაცეს კანიონის ტურისტული ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში არსებული ოკაცეს კანიონის ტურისტული ობიექტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მონახულებად ობიექტს. იგი გამოირჩევა თავისი ექსტრემალურობითა და განსხვავებული კონცეფციით. ობიექტზე არსებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ლითონკონსტრუქციებს, რომელიც მოიცავს ჩასასვლელ მეტალის კიბეს, კიდულ ბილიკს, დაკიდებულ პანორამულ გადასახედსა და ამოსასვლელ კიბეს. აღნიშნული პროექტი ასევე გულისხმობს ვიზიტორთა ცენტრიდან უშუალოდ ობიექტისაკენ მიმავალ საფეხმავლო ბილიკზე არსებული ლითონის კონსტრუქციის 12 (თორმეტი) ერთეული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას და ვიზიტორთა ცენტრის ირგვლივ არსებული მეტალის ღობის რეაბილიტაციას.
1.2.2 არსებული მდგომარეობა: ოკაცეს კანიონის ტურისტულმა ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. აღნიშნულის შემდგომ, დღევანდელ დღემდე ობიექტზე არსებულ ინფრასტრუქტურას კომპლექსური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია, ხდებოდა მხოლოდ ლოკალურად იმ მომენტისათვის არსებული მცირე სარემონტო სამუშაოების განხორციელება. დღეის მდგომარებით ობიექტზე არსებული ლითონკონსტრუქციებზე ფიქსირდება გარკვეული ხარისხის კოროზიები, არსებული გრუნტისა და საღებავის საფარი ძირითად შემთხვევებში დაზიანებულია, რაც გამოწვეულია ფაქტობრივად არსებული მკაცრი/აგრესიული კლიმატური რეჟიმებიდან, კერძოდ ზაფხულში კონსტრუქციებზე მუდმივად მოქმედებს მზის სხივები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საღებავის საფარზე და წვავს, ხოლო ზამთარში მაღალია შემოყინულობის ხარისხი/დონე, რასაც ასევე უარყოფითი გავლენა აქვს გრუნტისა და საღებავის საფარზე (დეტალური ინფორმაცია დაზიანებისა დონისა და ხარისხის შესახებ წარმოდგენილია დანართი #1-ში).
1.2.3 სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შინაარსი და მეთოდოლოგია: ობიექტზე ჩატარებული კვლევებისა და ფაქტობრივი მდგომარების გათვალისწინებით შეირჩა სამღებრო სისტემა C4 კორზიის კატეგორიის მიხედვით. კოროზიისგან დაცვა ISO 12944 მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირველ რიგში უნდა განხორციელდეს არსებული ლითონკონსტრუქციების გასუფთავება არსებული გრუნტისა და საღებავის დაზიანებული საფარისაგან. აღნიშნულის განსახორციელებლად განხილულ იქნა რამოდენიმე ვარიანტი და ამ ეტაპისათვის უპირატესობა მიენიჭა გრუნტისა და საღებავის მოშორების ქვიშა-ჭავლურ მეთოდს SA 2 ½ სტანდარტით, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოყენებულ უნდა იქნას მაღალი სიმძლავრის კომპრესორი (მაგ. 37 კვ) და 150-200 ლიტრის ტევადობის ქვიშის გამტყორცნი აგრეგატი. მასალად სასურველია გამოყენებულ იქნას წვრილი ფრაქციის (მაგ. 0,02 სმ) მშრალი გაცრილი ქვიშა. ასევე გასათვალისწინებელია რომ ქვიშის აგრეგატამდე მასალის მიწოდება სავარაუდოდ უნდა განხორციელდეს 30-40 კილოგრამიანი ტომრებით ხელით და ზიდვის სავარაუდო მანძილი შეადგენს 550-600 მეტრს. კონსტრუქციებიდან არსებული გრუნტისა და საღებავის საფარის მოცილების შემდგომ პირველ ეტაპზე, სწორი ზედაპირის მისაღებად უნდა მოხდეს მისი 30 მიკრონის სისქის თხელი ფენის გრუნტით დაფარვა, რის შემდგომაც უნდა მოხდეს საფარის ძირითადი ფენის მოწყობა შემდეგი პრინციპით: კონსტრუქციების დამუშავე ორკომპონენტიანი, ეპოქსიდის ბაზაზე დამზადებული საგრუნტი მასალით (საგრუნტი მასალის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი #1-ში). ლითონკონსტრუქციების ფაქტობრივი მდგომარებიდან გამომდინარე დამუშავების შემდეგ გრუნტის მშრალი ფენა არ უნდა იყოს 220-240 მიკრონზე ნაკლები. აღნიშნული პარამეტრით უზრუნველყოფილი იქნება კონსტრუქციების გრძელვადიანი ექსპლუატაცია და დაცვა არსებული აგრესიული ფაქტორებიდან. კონსტრუქციის გრუნტით დამუშავების შემდგომ უნდა მოხდეს ასევე ორკომპონენტიანი პოლიმერული საღებავის ფენის დატანა (საღებავის მასალის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი #1-ში), რომლის მშრალი ფენა არ უნდა იყოს 80-100 მიკრონზე ნაკლები. აღნიშნული პარამეტრების დაცვით უზრუნველყოფილი იქნება კონსტრუქციების გრძელვადიანი ექსპლუატაცია და არსებული აგრესიული ფაქტორებიდან მომავალი საფრთეების მაქსიმალურად შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება რომ სამუშაოების წარმოებისას, როგორც კონსტრუქციების გასუფთავებისას, ასევე შეღებვისას პერსონალს მუშაობა მოუწევს შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით „დაკიდებულ“ რეჟიმში, შესაბამისად უნდა მოხდეს პერსონალის მკაცრად შერჩევა, კერძოდ მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი აღჭურვილობის მოხმარებისა და გამოყენების გამოცდილება.
1.2.4 გარდა ზემოჩამოთვლილი სამღებრო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა პროექტი გულისხმობს 650 გრძივი მეტრი პანელური ღობისა და ორი ერთეული კუტიკარის მოწყობას, რომელიც უნდა მოეწყოს ბილიკის ბოლოს არსებული გამოსასვლელიდან გამშვები პუნქტის მიმართულებით.
1.2.5 მასალათა ტრანსპორტირება: ობიექტის მდებარეობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე მასალათა ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება, კერძოდ ობიექტთან მისასვლელი გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გამოირჩევა თავისი სირთულით, როგორც საფარით ასევე მაღალი დახრილობითა და სერპანტინებით რაც მნიშვნელოვნად ართულებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
1.2.6 შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სიმაღლეზე მუშაობისა: სიმაღლეზე მუშაობისას კანონის მოთხოვნების დაცვა შრომის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან, ოკაცეს კიდული ბილიკის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სიმაღლეზე სამუშაოს მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, მოთხოვნები სიმაღლეზე სამუშაოს შესყიდვებისას. მათი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული და დაზღვეული უბედური შემთხვევების რისკები. მაგალითად ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობისას აწესებს გამოყენებული დაცვის საშუალებების მაღალ სტანდარტს. კერძოდ, დამაკავშირებელი ელემენტები უნდა იყოს კოროზიისაგან დამცავი დაბოლოებებით. კარაბინების და ჩამკეტ-კაუჭებს უნდა გააჩნდეს მაღალი სიმტკიცე დატვირთვისას. რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულება ასევე მოითხოვს შრომითი რესურსის მეტ რაოდენობას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები. როგორც სამუშაოებზე დასაშვებ პირთა (იგულისხმება ადამიანი გამოცდილებით, მაშველი, მთასვლელი ან შესაბამისი სერთიფიკატის მქონე), ასევე პირი, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებული დაცვის საშუალებების შემოწმებას, რაც სამუშაოს შესრულებისას ყოველდღიური თანმდევი პროცესია. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიების შესრულება ყველა მიმართულებით ზიანის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელ კომპანიას.
1.2.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.2.8. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.
1.2.9. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
1.2.10. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
1.2.12. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.13 აუცილებელი პირობა: სამუშაოების წარმოების დროს ქვეყანაში მოქმედი შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 მაისისა.
1.4.2 სამუშაოები უნდა შესრულდეს შემსყიდველთან შეთანხმებით, ეტაპობრივად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოები სრულდება შემდეგ მისამართზე: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდი.
1.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების წესები. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.5.3 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოების ორგანიზებისა და დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოების წარმოება ხორციელდება დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე ტურისტულ ობიექტზე. ადმინისტრაციული შენობის ღობის და ხიდების სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, განსაზღვრული ვადის შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ სამუშაოების მიმდინარეობამ არ გამოიწვიოს ტურისტული ობიექტის სრულად დახურვა. რაც შეეხება ბილიკებსა და მოაჯირეებზე ჩასატარებელ სამუშაოებს, მათი წარმოების დროს ტურისტული ობიექტი დაიხურება სრულად.
1.5.4 აუცილებელი პირობა: სამუშაოების წარმოების დროს ქვეყანაში მოქმედი შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელს.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ატვირთული დანართის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ორ კომპონენტიანი ეპოქსიდური გრუნტის და გრუნტის გამხსნელის, ასევე ორ კომპონენტიანი პოლიურეთანის საღებავის და საღებავის გამხსნელის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელის ფირმისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია.

შემოთავაზებული ზემოხსენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
1. ზედაპირის დამუშავების შემდეგ გამოყენებული უნდა იყოს პოლიამიდის გამყარებით, ორ კომპონენტიანი ეპოქსიდური გრუნტი შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით: გრუნტის მშრალი ნარჩენი მინიმუმ 78-80%; გრუნტი უნდა მყარდებოდეს დაბალ ტემპერატურაზე, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს დაბალ ტემპერატურაზე სამღებრო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს მაღალ ტენიან 85 %-მდე გარემოში. გრუნტის გამოყენება დაშვებული უნდა იყოს ISO 12944 მიხედვით C4 მაღალი კატეგორიის დროს; უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის დირექტივას 2004/42/EC სტანდარტს.

2. ორ კომპონეტნიანი ნახევრად პრიალა ფაქტურის მქონე პოლიურეთანის მასალა, რომელიც გრუნტს დაიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან (მზისგან) და რომელსაც უნდა გააჩნდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები: საღებავის მშრალი ნარჩენი მინიმუმ 64-65%. საღებავი სავალდებულოა იყოს ანტიკოროზიული; საღებავი უნდა მყარდებოდეს დაბალ ტემპერატურაზე. შესაძლებელი უნდა იყოს დაბალ ტემპერატურაზე სამღებრო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს მაღალ ტენიან 85%-მდე გარემოში. საღებავის მწარმოებელი კომპანია უნდა ფლობდეს ISO 9001 და ISO 14001:2015 სერთიფიკატებს.

3. როგორც ორ კომპონენტიან ეპოქსიდურ გრუნტზე, ასევე ორ კომპონენტიან პოლიურეთანის საღებავზე გამოყენებული უნდა იქნას მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ან მასთან თავსებადი შესაბამისი გამხსნელი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2021 წლის 1 იანვრიდან შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 873433.00 ლარის ოდენობის სამშენებლო სამუშაოები ან შენობის მშენებლობა/რემონტი/რეკონსტრუქციის სამუშაოები.
2. გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული, დამკვეთის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი არ არის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, სრულად თანდართული ფორმა N2-ის ჩათვლით), რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შინაარსი და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას;
4. პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
3. პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებულის სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
3. გამოცილების დადასტურების მიზნით სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).
4. გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში: ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შესასრულებელ სამუშაოთა სირთულისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, პრეტენდენტს სამშენებლო ობიექტზე მუდმივად უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომლის ვალდებულებაც და პასუხისმგებლობაც იქნება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების დაცვა. იმ შემთხვევაში თუკი მის მიერ აღმოჩენილი იქნება რაიმე სახის დარღვევა ვალდებულია მოსთხოვოს ხელმძღვანელს სამუშაოთა შეჩერება პრობლების აღმოფხვრამდე და ამასთან აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შრომის უსაფრთოების მენეჯერის შესახებ ინფორმაცია ანკეტის (CV) სახით, მისი პირადობის მოწმობის ასლი და წინარე შეთანხმება, რომლითაც იგი დაადასტურებს პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ დამატებით სისტემაში ასატვირთი დოკუმენტია სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru