Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги радио и телевидения (Грузия - Тендер #47685699)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA KAKHETI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 47685699
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 22 240


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021786
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 16:32
Начало приема предложения 07.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 22`240.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92200000-Услуги радио и телевидения
Коды классификатора
  • 92224000 - Услуги цифрового телевидения
Срок подачи 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სატელემაუწყებლო მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 89.00 GEL
Размер гарантии 222 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kakhaber jikidze :: 16.10.2023 19:18
  • Последнее исправление: kakhaber jikidze :: 01.11.2023 16:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539362&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატელემაუწყებლო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე უნდა უზრუნველყოს ციფრული ტელევიზიის ინსტალაცია/მონტაჟი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის და დეკოდერების საშუალებით 24 საათიანი, უწყვეტი და შეუფერხებელი, მათ შორის HD (მაღალი გარჩევადობის) ხარისხის, სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი სერვისით მომსახურება.

1.2.2 აღნიშნულ მაუწყებლობას უნდა გააჩნდეს შემდეგი ფუნქციები: ვიდეოთეკა, ეთერის მართვის შესაძლებლობა (უწყვეტი რევერსული გადახვევა, დაპაუზება), არხების მთლიანი ჩამონათვალიდან არხების მონიშვნის შესაძლებლობა, არხების ცალკე პროფილის შექმნის შესაძლებლობა, ჟანრის არჩევის შესაძლებლობა,სატელევიზო არხების დალაგება- სორტირების შესაძლებლობა,არხების დამალვის შესაძლებლობა, კადრის შენელების შესაძლებლობა, დროის მართვა გადახვევა დროის არჩევით.

1.2.3. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სამი პაკეტის მეშვეობით:

1.2.4. სატელევიზიო მომსახურების I პაკეტი: არანაკლებ 175 არხი, მათ შორის არანაკლებ 40 ქართული არხი (მათ შორის: BBC world News, CNN პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, GDS, მთავარი არხი, TV პირველი, Euronews Georgia).

1.2.5. სატელევიზიო მომსახურების II პაკეტი: არანაკლებ 117 არხი, მათ შორის არანაკლებ 40 ქართული არხი (მათ შორის: BBC world News, CNN პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, GDS, მთავარი არხი, TV პირველი, Euronews Georgia).

1.2.6. სატელევიზიო მომსახურების III პაკეტი: არანაკლებ 86 არხი, მათ შორის არანაკლებ 40 ქართული არხი (მათ შორის: BBC world News, CNN პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, GDS, მთავარი არხი, TV პირველი, Euronews Georgia).

1.2.7. ციფრული ტელევიზიის მომსახურების რაოდენობა 82 წერტილზე.

1.2.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატელევიზიო წერტილების მონტაჟი და საჭირო რაოდენობის რესივერების დროებით სარგებლობაში შემსყიდველისათვის უფასო გადაცემა.

1.2.9 შემსყიდველისათვის დროებითი სარგებლობით გადაცემული ქონების შემსყიდველის ბრალეულობის გარეშე დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ. ფოსტის მეშვეობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით).

1.2.10 იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაინსტალირებული ტექნიკური საშუალებები არ საჭიროებენ შეცვლას ან/და ხელახალ ინსტალაციას, შემსყიდველის მიერ არ მოხდება ინსტალაციის ღირებულების ანაზღაურება.

1.2.11 მიმწოდებელმა სატელევიზიო მომსახურების პაკეტში არხის დამატების შემთხვევაში უნდა განახორციელოს შემსყიდველისათვის აღნიშნული არხის უფასო დამატება.

1.2.12 ციფრული ტელევიზიის ინსტალაცია/მონტაჟის (კედლების გათხრა, საღებავის მოშორება და ა.შ.) დროს არსებული რემონტის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით პირვანდელი სახის დაბრუნება.

1.2.13 შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს სატელევიზიო მაუწყებლობის გადაცემის დაპაუზება/შეჩერება, რა შემთხვევაშიც შემსყიდველის მიერ ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ თვეების/დღეების ღირებულება, რა პერიოდშიც ხდებოდა მაუწყებლობის გადაცემა.

1.2.14 პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ ზღვრულ მაქსიმალურ ღირებულებებს.

1.2.15 პრეტენდენტის მიერ გადმოცემულ სატელევიზიო ბლოკს (ე. წ. სეთ-თოფ-ბოქსს) კომპლექტში უნდა მოყვებოდეს ტელევიზორზე მისაერთებელი “AV” (CVBS) და “HDMI” კაბელები, ქსელის „Ethernet” კაბელი, დისტანციური მართვის პულტი კომპლექტში ელემენტებთან ერთად, შესაბამისი კვების ბლოკით, ასევე სეთ-თოფ-ბოქსს უნდა გააჩნდეს AV და HDMI ინტერფეისების მხარდაჭერა.

1.2.16 შემსყიდველი სააბონენტო გადასახადს გადაიხდის მხოლოდ ფაქტიურად ჩართული წერტილების მიხედვით.
1.2.17 საჭიროების შემთხვევაში მომსახურების გაწევისთვის მიმწოდებელს უფლება აქვს შემსყიდველთან შეთანხმებით შემსყიდველის ტერიტორიაზე დროებით განათავსოს საკუთარი მოწყობილობები.
1.2.18 მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო აპარატურა მაუწყებლობისთვის. პულტის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული პულტის ჩანაცვლება, ახლით, უსასყიდლოდ.

1.2.19 იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება სატელევიზიო მომსახურების შეჩერება/დროებით შეჩერება რომელიმე წერტილზე, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს კონკრეტული პაკეტით მომსახურების შეჩერება. შეჩერებულ პაკეტს, შეჩერების შესაბამისად აღარ უნდა დაეკისროს ყოველთვიური მომსახურების ღირებულება.

1.2.20 პრეტენდენტის მიერ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არხების ჩამონათვალი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არხების ჩამონათვალში ცვლილების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ეცნობოს შემსყიდველს წერილობითი სახით, შეთანხმების გაფორმების მიზნით.
პრეტედენტმა უნდა უზრუნველყოს სატელევიზიო მაუწყებლობის მიწოდება თითოეულ წერტილამდე საკუთარი ხარჯებით.

1.2.21 სატელევიზიო მაუწყებლობის პაკეტების და სატელევიზიო არხების დეტალური რაოდენობა იხილეთ დანართი №1-ში.

შენიშვნა: შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშკრულების გაფორმებიდან/ 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 24 საათის განმავლობაში, დასვენების დღეების ჩათვლით.

1.4.2 ახალი სისტემის მოწყობა და გაშვება განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან/შემსყიდველის მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ. ფოსტის მეშვეობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით) არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:

ქ.თელავი, აჩინებული N27 (შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი)
ქ.თელავი, ვარდოშვილის ქუჩა №9 (თელავის რაიონული სამმართველო)
ქ.თელავი, თაყაიშვილის ქუჩა №1, ბინა №15
ქ.გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა №23
ქ.ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქუჩა №49 (ახმეტის რაიონული სამმართველო)
ქ. სიღნაღი, ბარათაშვილის ქუჩა №1 (სიღნაღის რაიონული სამმართველო)
ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქუჩა №18 (დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო)
ქ.ლაგოდეხი, თავდადებულის ქუჩა №11 (ლაგოდეხის რაიონული სამმართველო)
ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №110 (საგარეჯოს რაიონული სამმართველო)
ქ. ყვარელი, კუდიგორი ქუჩა #7
ქ.ახმეტა, სოფ.დუისი
ქ.ახმეტა, სოფ.ძიბახევი
ქ.სიღნაღი, დაბა წნორი

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში დაზიანება უნდა აღმოიფხვრას (სატელევიზიო მაუწყებლობის გადაცემა უნდა აღდგეს) შემსყიდველის მიერ შეტყობინების (შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელ. ფოსტის მეშვეობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით) გაგზავნიდან 48 საათის განმავლობაში.

1.7.1.2. შემსყიდველისათვის დროებითი სარგებლობით გადაცემული ქონების შემსყიდველის ბრალეულობის გარეშე დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი უსასყიდლოდ შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ. ფოსტის მეშვეობით ან/და სატელეფონო შეტყობინებით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი სერვისით მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტ(ებ)ი . ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს დანართი N1-ით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმონაქმნის ადექვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სხვა აკრედიტებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი;
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით,ანგარიშფაქტურის ატვირთვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

კახაბერ ჯიქიძე, 579400100, k.jiqidze@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru