2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
2.2.1.1 პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე,
საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო
ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც
რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ფაქტობრივად უნდა ჰქონდეს შესრულებული
სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების
ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი
წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი სანიაღვრე მილების მოწყობის
სამუშაოები), ღირებულებით არანაკლებ 5 529 351 ლარისა.
2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების
აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების
აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების
დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების
სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურები).
2.2.1.3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის
შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP
და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.
ამასთან:
ა) დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია
განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული
ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს
სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას,
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება
მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
დ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მე-2
ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების
შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი
უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების
სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც
შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების
იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს
დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.5 პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე,
საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო
ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც
რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების
ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების
ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო
სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი
სანიაღვრე მილების მოწყობის სამუშაოები) ღირებულებით, არანაკლებ
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის
ოდენობისა.
მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა
წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
2.2.1.5.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულების ასლი და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითიც უნდა
დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და
დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.
2.2.1.5.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის
შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP
და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.
ამასთან:
ა) დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია
განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული
ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს
სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას,
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება
მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5 ქვეპუნქტში მითითებულ
სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი
ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა
ედრებოდეს დასრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას (თუ
წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია ამ პუნქტის 2.2.1.5.1.
ქვეპუნქტის გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ
დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ ჯამურ ღირებულებაზე, გათვალისწინებული
იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა).
დ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები
შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა
წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი
საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე,
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.5.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.5
ქვეპუნქტითპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება
სამუშაოების შინაარსის ან ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი
უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ხელშეკრულების
სრულყოფილი ვერსიის, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის, საიდანაც
შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების
იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს
დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 2.2.1.1 ან/და 2.2.1.5 პუნქტით
განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე
გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს
შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
გ) ხელშეკრულების ღირებულება;
დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოს შესრულების ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.8 უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის
პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.