1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და მათთან
დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
(სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო
საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და
დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების
შეკეთებას და/ან გამოცვლას; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული
ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით
მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის
მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“),
დასახელებას და ფასს.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან
(რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც
მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი,
გარბენი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს
მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების
დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი
ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში
მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის
ოდენობით). დეფექტურ აქტში გაწერილი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების
ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო
ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა და მომსახურების
დაწყებისა და დასრულების ვადები (დეფექტურ აქტში აგრეთვე მითითებული
უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ
არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას).
1.2.3 დეფექტური აქტის საფუძველზე გაწეულ მომსახურების დასრულებისთანავე
უნდა შედგეს შესრულებული სამუშაოს აქტი, სადაც გაწერილი უნდა იყოს
გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო
სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა,
მომსახურების დასრულების ვადა და ფასი (შესრულებული სამუშაოს აქტში
აგრეთვე მითითებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და
მომსახურება, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით
შეთანხმებას).
1.2.4 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის
სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიმწოდებელი
ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოიძიოს და შემსყიდველს
შესთავაზოს აღნიშნული მომსახურება და დეტალი საბაზრო ფასებიდან
გამომდინარე.
„შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში
აღნიშნულ ნაწილის შეძენის ადგილი, რაც იმოქმედებს საბაზრო ფასის
დადგენაზე.
1.2.5 ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება უნდა
განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ
შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული
უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა.
1.2.6 პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განსაფასებელი ცხრილების
(პრეისკურანტების) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და
მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს
შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილებში (პრეისკურანტებში)
მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებას.
1.2.7 ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების
რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი
შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და
მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების (ნაწილის)
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%–ს.
1.2.8 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება გაწეული უნდა იქნას
დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
1.2.9 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
1.2.10 ტენდერში ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო
ღირებულებაზე;
1.2.11 ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ
პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა
იქნას პროპორციულად ყველა პოზიციაზე, სატენდერო დოკუმენტაციაში
მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული
პრეისკურანტის თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და მიმწოდებლის მიერ
დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობიდან
გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. პრეტენდენტმა
მინიმუმ აღნიშნული პროცენტის შესაბამისად პროპორციულად უნდა
შეამციროს თითოეული მომსახურების ღირებულება, ხოლო კლების შემდგომ, იმ
შემთხვევაში თუ მომსახურების ერთეულის ღირებულება არ იქნება მთელი
რიცხვი, უნდა დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული
დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ
დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ
უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად სისტემაში საბოლოოდ
დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
1.2.12 პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და
მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი
გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ,
ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი
სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის („-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია,
ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის
მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი.
შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის
წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი
პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
1.2.13 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ძრავის
ზეთების და ზეთის ფილტრების შეძენა, შესაძლებელია განხორციელდეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკეთდება ან შეიცვლება
ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავი, რომელზედაც საგარანტიო ვადა
ვრცელდება 1 (ერთი) წელი, ამ შემთხვევაში გამოყენებული სატრანსპორტო
საშუალების ზეთი და ზეთის ფილტრი განკუთვნილი უნდა იყოს იმ
სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც
განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებში
ჩასხმული/გამოცვლილი ტრანსმისიის ზეთები განკუთვნილი უნდა იყოს იმ
სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც
განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე
ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო
(კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების
მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების
მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის
განმავლობაში.
1.2.15 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები
გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
1.2.16 მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თბილისის
სერვის-ცენტრში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის
თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა (ინტერნეტით და ავეჯით).
1.2.17 მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, ელ.ფოსტაზე
უნდა აცნობოს შემსყიდველს 2 კალენდარული დღის ვადაში, ასევე,
ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას
შემსყიდველის მოთხოვნდან 2 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილი უნდა
იქნეს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (წინააღმდეგ შემთხვევაში
მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება).