Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #47441162)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 47441162
Дата публикации: 25-10-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230021306
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.10.2023 13:11
Начало приема предложения 31.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.11.2023 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 40`360.73 GEL
Контрактная цена объекта закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532000 - Ремонт и техническое обслуживание машин и электрических приборов и связанного с ними оборудования
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორისა და დენის მარეგულირებლების ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 162.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: saba khvadagiani :: 05.10.2023 13:29
  • Последнее исправление: davit gotsadze :: 25.10.2023 13:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538123&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორისა და დენის მარეგულირებლების ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეისკურანტში (დანართი N1).

- ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია მომსახურების გაწევის პერიოდში გამოყოს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორისა და დენის მარეგულირებლების ტექნიკური მომსახურების გაწევა დანართი N2-ში მოყვანილი ადგილმდებარეობების, დასახელებების, სიმძლავრეებისა და რაოდენობების შესაბამისად;

- მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.

- ინფორმაცია გენერატორების დასახელებისა და ადგილმდებარეობების შესახებ მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში.

- გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, რაოდენობა, ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურების ფასები გათვალისწინებულ იქნება პრეისკურანტში (დანართი N1) მოცემული ფასების შესაბამისად).

- მიმწოდებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან და ადგილზე გაწეულ მომსახურებაზე (დეტალების გათვალისწინებით) გააფორმოს წინასწარი მიღება-ჩაბარების აქტი.

- მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობით/თანდასწრებით მოახდინოს დაზიანებული გენერატორისა და დენის მარეგულირებლების დათვალიერება და შესაბამისი დეფექტური აქტის მომზადება (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 ლარის ოდენობით), დეფექტურ აქტში მიუთითოს დაზიანებული საქონლის კონკრეტული დასახელება, აღმოჩენილი ხარვეზი, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი და დანართი N1-ით გათვალისწინებულ ვადისა და ღირებულებების შესაბამისად განახორციელოს აღნიშნული მომსახურება სრული მოცულობით, ხარისხითა და სტანდარტების დაცვით. ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ჩაითვალოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ გაგზავნილი შეტყობინება (სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე).

- მხარეებს უფლება აქვთ სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად, შეთანხმების საფუძველზე (შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების გზით) ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება და დაამატონ ისეთი მომსახურება, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული პრეისკურანტით. მომსახურების ფასი დადგინდება შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით, მიმდინარე საბაზრო ღირებულების შესაბამისად;

- შესაძლო მოსახმარი სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი (არამეორადი), ხოლო მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში და მათი ფასი დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

- საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 2 (ორ) გეოგრაფიულად დაშორებულ ობიექტზე სხვადასხვა სახის კონდიციონერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების გაწევა

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვარი) - 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

- მომსახურების გაწევის ოპერატიულობა: დეფექტური აქტის შედგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2.9. პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2-ში მითითებულ ადგილებზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

- საგარანტიო ვადა: არანაკლებ 1 წელი, გარდა აკუმულატორისა, რომლის საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 6 თვეს, საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

- საგარანტიო პირობები: გარანტიის პერიოდში გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრა, დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით, ასევე, არახარისხოვნად გაწეული მომსახურების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა.

- დეფექტის აღმოფხვრის ოპერატიულობა - დეფექტური აქტის შედგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

- საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, დეფექტური აქტი უნდა შედგეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30 000.00 (ოცდაათი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების გენერატორების და დენის მარეგულირებლების ტექნიკური მომსახურების გაწევის/დეტალების შეცვლის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეისკურანტში მითითებული გენერატორის ძრავის ზეთის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და რომელშიც დადასტურებული იქნება ზეთის თავსებადობა როგორც დიზელის, ასევე ბენზინის საწვავზე მომუშავე ძრავებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ორი განსხვავებული სახის ზეთი,ერთი - დიზელის საწვავზე, მეორე - ბენზინის საწვავზე მომუშავე ძრავებისთვის, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ორივე ზეთის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და მათში დადასტურებულ უნდა იქნეს ზეთის თავსებადობა შესაბამის საწვავზე მომუშავე ძრავებთან.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის გამოსაცვლელი დეტალებისა და მასალების ღირებულებებს) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული პრეისკურანტის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

4. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები (შესაცვლელი დეტალების გათვალისწინებით) პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებულ უნდა იქნეს პრეისკურანტში (დანართი №1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 40 360.73 (ორმოცი ათას სამას სამოცი ლარი და 73 თეთრი) ლარს (დანართი №1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

5. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1, 2.7.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

10. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

12. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა - უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების/შეცვლილი დეტალების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ხელშეკრულების ღირებულების თანხა, რომელიც განსაზღვრული იქნება - 40 000.00 (ორმოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების/შესაცვლელი დეტალების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება "მიმწოდებელთან" განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების/შეცვლილი დეტალების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება "შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების/შეცვლილი დეტალების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

უჩა ცუცქირიძე, 577771814, uchacucqiridze10@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: საბა ხვადაგიანი 568 88 98 88

additional information/document

10.1 additional information/documents

- ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

- შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

- ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

- პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru