Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы (Грузия - Тендер #47441130)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Justice of Georgia
Номер конкурса: 47441130
Дата публикации: 24-10-2023
Сумма контракта: 100 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021276
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2023 17:58
Начало приема предложения 30.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 44600000-Цистерны, резервуары и контейнеры, радиаторы центрального отопления и котлы
Коды классификатора
  • 44621220 - Котлы для центрального отопления
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 85 (ოთხმოცდახუთი) დღის განმავლობაში
Дополнительная информация
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის გათბობის დასადგამი ქვაბის, ქვაბის სანთურისა და გამაფართოებელი ავზების სახელმწიფო შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი/მონტაჟით)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khutsurauli :: 17.07.2023 10:54
  • Последнее исправление: maia khutsurauli :: 24.10.2023 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=527416&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის გათბობის დასადგამი ქვაბის, ქვაბის სანთურისა და გამაფართოებელი ავზების სახელმწიფო შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი/მონტაჟით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გათბობის ქვაბი დასადგამი ტიპის - 1 (ერთი) ცალი, შემდეგი პარამეტრებით:
- წყლის გამაცხელებელი ფოლადის ქვაბი ნომინალური სიმძლავრით არანაკლებ 750-970 კვ.;
- ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი 92% ან მეტი;
- მაქსიმალური მუშა წნევა არანაკლებ 10 ბარი;
- ქვაბის კორპუსი იზოლირებული 70-90 მმ ან მეტი სისქის მინაბამბით;
- DIN EN 303 სტანდარტის.

სანთურა - 1 (ერთი) ცალი, შემდეგი პარამეტრებით:
- კომბინირებული (გაზი/დიზელი) ორსაფეხურიანი სანთურა P=20mbar-ზე მომუშავე;
- Q=400-1300კვ, DIN EN 676 სტანდარტის.

გამაფართოებელი ავზი - 3 ცალი, შემდეგი პარამეტრებით:
- გამაფართოებელი ავზი 500 ლიტრიანი, 16 ატმოსფერო - 2 ცალი;
- გამაფართოებელი ავზი 300 ლიტრიანი, 16 ატმოსფერო - 1 ცალი.

შესყიდვის ობიექტის თანმდევი მომსახურება (დემონტაჟი/მონტაჟი) მოიცავს:
- არსებული ქვაბის, სანთურისა და გამაფართოებელი ავზების დემონტაჟი, სანთურის მონტაჟი ქვაბზე, ქვაბის და გამაფართოებელი ავზების მონტაჟი (ქსელზე დაერთება), ქვაბის და სანთურის ჩართვა/გაშვება დარეგულირება.


1.2.1 საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, მიმწოდებელმა ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს გათბობის დასადგამი ქვაბის და გაზის სანთურის (მთლიანი სისტემის) გამართული მუშაობის შემოწმება და აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, რაზეც ყოველთვიურად გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.2.2 გათბობის დასადგამი ქვაბი, გაზის სანთურა და გამაფართოებელი ავზები უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს მოწოდებული გათბობის დასადგამი ქვაბის მწარმოებლის მიერ ჩატარებული ჰიდრავლიკური გამოცდის სერტიფიკატი, რომლითაც დადასტურდება აღნიშნული გათბობის დასადგამი ქვაბის არანაკლებ 10 ბარი სიმძლავრის მუშა წნევა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება, დემონტაჟი-მონტაჟის ჩათვლით უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 85 (ოთხმოცდახუთი) დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება, უნდა განხორციელდეს საკუთარი ხარჯებით, მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24ა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული საქონლის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.7.1.2 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უნაკლო, ექსპლუატაციაში არმყოფი;
1.7.1.3 მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, კერძოდ გათბობის ქვაბსა და სანთურაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი, ხოლო გამაფართოებელ ავზებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
1.7.1.4 საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, მიმწოდებელმა ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს გათბობის დასადგამი ქვაბის და გაზის სანთურის გამართული მუშაობის შემოწმება და აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, რაზეც ყოველთვიურად გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.7.1.5 საგარანტიო ვადაში შესყიდვის ობიექტის წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე აღმოფხვრას წუნი/ხარვეზი/დეფექტი საკუთარი ხარჯით ან შეცვალოს ახლით არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში, ხოლო საზღვარგარეთიდან ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.1.6 წუნის/დეფექტის/ხარვეზის გამო შეკეთების ან ახლით შეცვლის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის/ბრენდის, მოდელის შესახებ ინფორმაციის მითითება უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილში (1.3 პუნქტი), აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2021 ან/და 2022 ან /და 2023 წწ) უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის მსგავსი პარამეტრების მქონე გათბობის ქვაბის მიწოდებისა და დემონტაჟი-მონტაჟის გამოცდილება.
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა სახის დოკუმენტები რითაც დადასტურდება ხელშეკრულების შესრულების ფაქტი.

შენიშვნა: თუ მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ ინფორმაციაში მიუთითოს შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაცია (მწარმოებლის ვებგვერდის ან/და წერილის, ან/და ტექ. პასპორტის ) რომლითაც დადასტურდება მისაწოდებელი საქონლის შესაბამისობა ტექნიკურ პირობებთან.

შენიშვნა:დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, მათ შორის, ვებგვერდის მითითების შემთხვევაში, ვებგვერდზე უცხოურ ენაზე ასახულ საქონლის ტექნიკური პარამეტრებს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ჯამურ ღირებულებასთან, ასევე ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 ანგარიშსწორება განხორციელდება 2023 წლის განმავლობაში, 100% წინასწარი ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ღირებულების 100%–ის ოდენობით წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა − არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.3 გარანტიები წარმოდგენილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

7.1.1.4 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება.

7.1.1.5 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის, საშეღავათო წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში გაცემული ავანსის დაფარვა განხორციელდება შემდეგი წესით: მიწოდებული საქონლის ღირებულების პროპორციული გადახდისას პირველად იფარება გარანტიით გათვალისწინებული თანხის გარეშე, შეღავათით გაცემული ავანსი მის სრულ ამოწურვამდე, ხოლო შემდგომში მოხდება გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაფარვა მიწოდებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს როგორც საქონელთან, ასევე საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.2.3 დაფინანსების წყარო: 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

7.2.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

100% სწინასწარი ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის მიერ იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხუცურაული, 591820022, mkhutsurauli@justice.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.

წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკურ პირობებს.

ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru