Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #47325713)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 47325713
Дата публикации: 20-10-2023
Сумма контракта: 98 530


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021109
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.10.2023 17:39
Начало приема предложения 28.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 30.10.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 98`530.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35125100 - Датчики
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 985 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lana tutberidze :: 28.07.2023 17:04
  • Последнее исправление: lana tutberidze :: 20.10.2023 17:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=529219&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სენსორების, თანამდევი მომსახურებით სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალების მიზანია მონიტორინგის სისტემისთვის სენსორების, თანამდევი მომსახურებით სახელმწიფო შესყიდვა.


1. ხანძარქრობის სისტემის სენსორი - 15 ცალი;
სენსორი საჭიროა იმისთვის რომ არსებულ 6+8 სასერვერო კარადაში (სარეზერვო+ძირითადი) ჩაყენებული ხანძარქრობის სისტემა დაერთდეს მონიტორინგის სისტემაზე, თითოეულ სახანძრო მოდულს აქვს სამი სიგნალი: Smoke Pre-Alarm, Extinguishing (Smoke Alarm), Fault

2. წყლის გაჟონვის სენსორი - 2 ცალი;
წყლის გაჟონვის სენსორი, რომლის ნებისმიერ წერტილში დასველებისას მოხდება შეტყობინების დაგენერირება. სენსორის თოკი (კაბელი) დაყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 5 ზონად და რის მეშვეობითაც შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს რომელ სექტორში მოხდა წყალთან შეხება. შემდგომი მონიტორინგის სისტემაზე დაერთებით.


3. უნივერსალური მოდული - 3 ცალი;
უნივერსალური მოდული, რომელიც იძლევა საშუალებას 8 ცალი მცოცავი კონტაქტით დაერთდეს გარე სიგნალები, ოთახის ხანძარქრობის სისტემა და ATS ები. შემდგომი მონიტორინგის სისტემაზე დაერთებით.

4. მონიტორინგის ძირითადი მართვის ბლოკი - 2 ცალი;
მონიტორინგის ძირითადი მართვის ბლოკი, მასზე უნდა დაერთდეს, წყლის, ტენიანობის და კარების გაღების სენსორები. შემდგომი მონიტორინგის სისტემაზე დაერთებით (სამაგრი ჩარჩო მართვის მოდულისთვისა და კვების ბლოკისთვის, უნდა ახლდეს ასევე კვების ბლოკი მართვის მოდულისთვის);

5. SMS_ების გაგზავნის მოდული - 1 ცალი;
SMS_ების გაგზავნის მოდული, რომელიც უნდა დაყენდეს ძირითად სასერვეროში და ლოკალური ქსელით მისი საშუალებით გააგზავნიან SMS_ებს მონიტორინგის სისტემები.

6. გენერატორის ინტელექტუალური მართვის პანელი მოშორებული სტარტის ფუნქციით - 2 ცალი;
სააგენტოს ბალანსზე არსებული გენერატორების მართვის პანელების ჩასანაცვლებლად
(არსებული გენერატორები:
1. FG Willson Generator 135 kVA prime 400v, 50hz diesel Generating Set, with canopied- P150E2;
2. FG Wilson Generator 50 Hz Standby 88.0
kVA / 70.4 kW - P88-3;
3. FG Willson Generator 150 kVA prime 400v, 50hz diesel Generating Set, with Original Canopy –PWP 2.0 Control Module model number P150E;
4. Teksan 166kva PG166)

7. მოდული TCP/IP SNMP პროტოკოლით - 2 ცალი;
მოდული TCP/IP SNMP პროტოკოლით მონიტორინგის სისტემებტან დასაკავშირებლად.


8.გენერატორის გაგრილების სისტემაში წყლის დონის სენსორი - 2 ცალი;
გენერატორის გაგრილების სისტემაში წყლის დონის სენსორი. შემდგომი მონიტორინგის სისტემაზე დაერთებით.


9. საწვავის ავზში საწვავის დონის სენსორი - 2 ცალი;
საწვავის ავზში საწვავის დონის სენსორი, შემდგომში მონიტორინგის სისტემაზე დაერთებით.

10. ოპტიკური კაბელი (მედია კონვერტერებით) - 1 ცალი;
ოპტიკური კაბელი სარეზერვო დატაცენტრსა და გენერატორების განთავსების ადგილზე, მანძილი 400 მეტრი (მედია კონვერტერებით).



მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

• ზემოთ მითითებული სენსორების და დამხმარე საშუალებების მოწოდება და გამართვა, სასერვერო ინფრასტრუქტურაზე დაერთება;
• სასერვეროს ინფრასტრუქტურაში დამატებული ტექნიკის სენსორების ჩართვა სასერვერო ოთახების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფაში;
• საწარმო გარემოში გაშვება და ტესტირება მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების და ტექნიკური ნორმების მკაცრი დაცვით;
• მიმწოდებელმა უნდა დაამატოს ზემოთ მითითებული სენსორები სასერვერო ინფრასტურტურაში არსებული აპარატურის მონიტორინგის სისტემას.

ფიზიკური პარამეტრების გასაცნობად, შენიშვნების ჩამოსაყალიბებლად და სისტემების კომპონენტების დეტალური შემოთავაზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შემსყიდველთან შეთანხმებით შეუძლიათ ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა, შესაბამისი წესების სრული დაცვის პირობებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 145 დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ძირითადი (აკ. წერეთლის გამზ.N67ა) და სარეზერვო (მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე) დატაცენტრები .

1.7.1 requirement related to guarantee period

გარანტია ვრცელდება შემოთავაზებულ (ფასების ცხრილით გათვალისწინებულ) პროგრამულ სენსორებზე და დამხმარე საშუალებებზე სრულად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დანართში მითითებულ ტექნიკაზე სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მწარმოებლის საგარანტიო მომსახურების მიწოდება. საგარანტიო მომსახურების პირობების დაცვის ვალდებულება (მათ შორის, მწარმოებლის საგარანტიო მომსახურებასთან მიმართებაში) შემსყიდველის წინაშე ეკისრება მიმწოდებელს.
გარანტიის მოქმედების პერიოდში მოწოდებული ტექნიკის ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაერთოს და აღმოფხვრას არსებული ხარვეზი, ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შემსყიდველის ტექნიკური პერსონალი, მიმწოდებელი ვალდებულია სატელეფონო ან წერილობითი კონსულტაცია გაუწიოს შემსყიდველის უფლებამოსილ პირებს აპარატურასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის ხარვეზის შემთხვევაში არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ტექნიკური მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მხრიდან.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერის გზით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის, მწარმოებლის მიერ მინიჭებული დასახელების (მოდელის) შესახებ.

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის და მწარმოებლის მიერ მინიჭებული დასახელების (მოდელის) შესახებ.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, 2018 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების გახსნამდე პერიოდში, მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამართული, სასერვერო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის გამართვის მინიმუმ ერთი პროექტის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია. პრეტენდენტმა ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ელექტრონული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა – ფორმა N2 ან ფორმა N3 მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე).

4. დაუშვებელია ქვეკონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ვერ განახორციელებს არაუგვიანეს 2023 წლის 11 დეკემბრისა, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრისა წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორების სადაზღვევო/საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

შემსყიდველი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის წარდგენიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება მიმწოდებლის ანგარიშზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, საქონლის მიღება-ჩაბარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა თუთბერიძე, 592255272, l.tutberidze@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან 2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებული არიან არარეზიდენტი პირები 2024 წლის 01 იანვრამდე. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru