Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #47325711)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 47325711
Дата публикации: 20-10-2023
Сумма контракта: 85 560


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021111
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.10.2023 17:41
Начало приема предложения 28.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.10.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 85`560.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532000 - Ремонт и техническое обслуживание машин и электрических приборов и связанного с ними оборудования
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 856 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bekauri :: 17.10.2023 14:41
  • Последнее исправление: gia bekauri :: 20.10.2023 17:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539467&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული ელექტრომომარაგების სისტემის ძაბვის სტაბილიზატორების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ელექტრონული ტენდერის მიზანია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოთვლით ცენტრებში არსებული ელ. მომარაგების სისტემისა და ძაბვის სტაბილიზატორის ტექნიკური მხარდაჭერის შესყიდვა.

არსებული ტექნიკის ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს მომსახურება, იხილეთ №1 ცხრილში.

ტექნიკური მომსახურების პირობები:
• ტექნიკური მომსახურება N1 ცხრილში მითითებულ ტექნიკაზე.
• მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების დადებიდან 24 კალენდარული თვე.
• მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისში, შემსყიდველის მონაცემთა დამუშავების ცენტრალური და სარეზერვო ცენტრები.
• შესაძლო გაუმართაობების თავიდან აცილების მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში აღნიშნული ტექნიკის ძირითადი კომპონენტების ადგილზე დათვალიერება მინიმუმ 3 თვეში ერთხელ და დასკვნის სახით დოკუმენტის წარმოდგენა, რომელშიც ასახული იქნება დათვალიერების სრული შედეგი, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები.
• ტექნიკის ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩაანაცვლოს იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე ნაწილებით, შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში სერვისის მხარდაჭერის პირობებზე არ მოქმედებს N2 ცხრილში მოცემული „გადაწყვეტის მაქსიმალური დროის“ ვადები. შეცვლილი ნაწილი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს №1 ცხრილში მითითებული ტექნიკის მოთხოვნებს და არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს მის მუშაობაში.

• სისტემის კომპონენტის მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მომსახურების გაწევის ვადები, რომლებიც წარმოდგენილია N2 ცხრილში. ინციდენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ელექტრონული პორტალის მომხმარებელი ან გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინციდენტზე საპასუხო ქმედების და მოგვარებისთვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება ინციდენტის მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ ელექტრონულ მისამართზე მიღებიდან. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია შეთანხმებული ელექტრონული მისამართიდან მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის, სააგენტოს საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე (სააგენტოს საკონტაქტო მისამართია servicedesk@sda.gov.ge), მიღების დროსა და ინციდენტის რეგისტრაციის დროს შორის სხვაობით გამოითვლება ინციდენტის მოგვარებისათვის დახარჯული მაქსიმალური დრო.
• შემსყიდველი ვალდებულია ინციდენტის შეფასების შემდეგ, ზემოთდადგენილი კომუნიკაციის ფორმის შესაბამისად განაცხადოს თანხმობა მიმწოდებელს ნაწილის შეცვლის შესახებ წერილობითი ფორმით. ნაწილის შეცვლის ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ზემოაღნიშნული წერილობითი დადასტურებიდან.
• შემსყიდველი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება სისტემის განთავსების ადგილზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მივლინება ადგილზე.


მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
• დაიცვას და დაემორჩილოს სააგენტოს მიერ დადგენილი შესვლის და სამუშაოების ჩატარების წესებს (შესვლის და გასვლის წესები, ასევე აკრძალულია მობილური მოწყობილობების და ვიდეო გადაღების მოწყობილობების გამოყენება);
• დაიცვას და არ გადასცეს მესამე პირებს განსახორციელებელი სამუშაოების, მათი ადგილმდებარეობის და შინაარსის შესახებ ინფორმაცია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 24 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, შემსყიდველის მონაცემთა დამუშავების ძირითადი (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N67ა) და სარეზერვო ცენტრი (ქ. თბილისი, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, კერძოდ: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2019 წლის 01 იანვრიდან წინადადების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 2 ცალი სტაბილიზატორის ინსტალაციის ან/და სტაბილიზატორ(ებ)ის მომსახურების გამოცდილება. პრეტენდენტმა ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ელექტრონული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა ფორმა N2 ან ფორმა N3 (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე).

3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილოება. ასევე ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 15% წინასწარი ანგარიშსწორება, სადაზღვევო/საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
შემსყიდველი მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის წარდგენიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებლის ანგარიშზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ), მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, გარდა წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევისა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა სატენდერო კითხვარის 7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბექაური, 555465567, g.bekauri@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან 2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებული არიან არარეზიდენტი პირები 2024 წლის 01 იანვრამდე. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru