Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47325680)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 47325680
Дата публикации: 20-10-2023
Сумма контракта: 500 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021086
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.10.2023 16:36
Начало приема предложения 05.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 10.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 500`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
რაიონის ტერიტორიაზე გზების, შიდა კვარტალური ქუჩების, ორმოულებისა და მიმდინარე საგზაო შეკეთებითი სამუშაოები. დაფინანსების წყარო - 2023-2024 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
2023 წელი - 15 000 ლარი;
2024 წელს - 485 000 (დაკორექტირდება სახელშეკრულებო თანხის შესაბამისად)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდრო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 5`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vazha adamia :: 20.10.2023 09:55
  • Последнее исправление: vazha adamia :: 20.10.2023 16:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539921&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

რაიონის ტერიტორიაზე გზების, შიდა კვარტალური ქუჩების, ორმოულებისა და მიმდინარე საგზაო შეკეთებითი სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას. (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
4. დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასის შეუცვლელად.
5. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
6. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
7. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
8. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
9. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
10. პრიორიტეტი მიენიჭება ორმოულის შეკეთების სამუშაოებს. მიმწოდებელმა ტექნიკური დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების უმოკლეს ვადაში შესასრულებლად საჭირო სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და მუშახელის მობილიზება.
11.მიმწოდებელი ვალდებულია კონკრეტული დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
12. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით.
13. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
14. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
15. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
16. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები:
ა/ბ-ის ზედა ფენის დაზიანების შემთხვევა
1. დაზიანებული საფარის, ზედა ფენის მართკუთხა გეომეტრიული ფორმით ამოჭრა ფრეზის მეშვეობით, ან ჩაჭრა ასფალტის საჭრელი ხერხით და ამომტვრევა პნევმატური ჩაქუჩით.
2. ორმოების ძირის გასუფთავება შეკუმშული ჰაერის ჭავლის და ჯაგრისის მეშვეობით;
3. გასუფთავებულ ზედაპირზე 0.35 ლ/მ2 ოდენობის ბიტუმის ემულსიის თანაბარი მოსხმა.
4. ჩაჭრილი მართკუთხოვანი კანტების გასუფთავება და თვითწებვადი ბიტუმის ლენტით ან თხევადი ბიტუმით დამუშავება.
5. წვრლიმარცვლოვანი ა/ბ-ის ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში შესაძლებელია ვიბრო ფილის გამოყენება); 5სმ ფენის სისქის შემთხვევაში ნარევი უნდა შემკვრივდეს ორ ფენად.

ა/ბ-ის ორი ფენის დაზიანების შემთხვევა
1. დაზიანებული საფარის მართკუთხა გეომეტრიული ფორმით ამოჭრა ფრეზის მეშვეობით, ან ჩაჭრა ასფალტის საჭრელი ხერხით და ამომტვრევა პნევმატური ჩაქუჩით;
2. *მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ქვედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში სასურველია მხტუნავი სატკეპნის გამოყენება);
3. ჩაჭრილი სწორკუთხოვანი კანტების გასუფთავება და თვითწებვადი ბიტუმის ლენტით ან თხევადი ბიტუმით დამუშავება;
4. წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ზედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში შესაძლებალია ვიბროფილის გამოყენება); 5სმ ფენის სისქის შემთხვევაში ნარევი უნდა შემკვრივდეს ორ ფენად;
*მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის გამოყენება მისი მაქსიმალური ფრაქციის შესაბამისი სისქით ფენა-ფენა შემკვრივებით.

ასფალტის ფენილის ბადისებრი დაზიანება
1. დაზიანებული ა/ბ-ის ფენის (ფენების) მართკუთხა გეომეტრიული ფორმით ამოჭრა;
2. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული საფუძვლის ფენის მოხსნა საჭირო სისქეზე;
3. ახალი საფუძვლის ფენის მოწყობა 0-32 ან 0-40 ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალით და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში სასურველია მხტუნავი სატკეპნის გამოყენება);
4. მოწყობილ საფუძველზე მინიმუმ 0.6 ლ/მ2 ოდენობის ბიტუმის ემულსიის მოსხმა;
5. *მსხვილმარცვლოვანი ფრაქციის ა/ბ-ის (ქვედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში სასურველია მხტუნავი სატკეპნის გამოყენება);
6. ჩაჭრილი კანტების თვითწებვადი მოდიფიცირებული ბიტუმის ლენტით ან თხევადი ბიტუმით დამუშავება;
7. წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ზედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში შესაძლებელია ვიბროფილის გამოყენება);
*მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის გამოყენება მისი მაქსიმალური ფრაქციის შესაბამისი სისქით ფენა-ფენა შემკვრივებით.

შიდაკვარტალური გზების და ეზოების ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები
1. დაზიანებული საფარის ზედა ფენის მოხსნა სანგრევი ჩაქუჩით ან ფრეზით საშუალოდ 5 სმ-ზე
2. ორმოების ძირის გასუფთავება შეკუმშული ჰაერის ჭავლის და ჯაგრისის მეშვეობით.
3. ქვესაგები ფენის მოწყობა-შესწორება ფრაქციული ღორღით (0.40მმ საშუალოდ 5 სმ-ზე)
4. მოწყობილ საფუძველზე ბიტუმის ემულსიის მოსხმა.
5. წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონის ცხელი ნარევის 4სმ≤ ფენის სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება.
6. უვარგისი ბორდიურების დატვირთვა ა/თვითმცლელებზე და გატანა ნაგავსაყრელზე 15 კმ-მდე მანძილზე.
7. არსებული და/ან ახალი ბორდიურების მოწყობა-მონტაჟი ბეტონის საფუძველზე
8. ტროტუარის შევსება ფრაქციული ღორღით (0.40მმ საშუალოდ 5სმ-ზე)
9. არსებული საკომუნიკაციო ჭების მოყვანა გზის ნიშნულამდე ბეტონის საფუძველზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 15 დეკემბერის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილი: ისნის რაიონის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან- 3 (სამი) წელი:
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური (ორმოულების, გზების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების) სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/სხვა რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ის ფორმაში მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის განცხადების SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი, ზ/აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა არ არის აუცილებელი.
პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე თუ არ ექნება განხორციელებული ანალოგიური (ორმოულების, გზების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება) სამუშაოები, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის (საკმარისია ერთი წელიც), მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მოთხოვნები მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს საკუთრებაში (შესაძლებელია იჯარა) უნდა გააჩნდეს შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა
ტექნიკის დასახელება რაოდენობა (არა ნაკლებ):
1. ასფალტის ხერხი -1 ერთეული;
2. თვითმცლელი* - 2 ერთეული;
3. საშუალო ზომის გლუვდოლიანი სატკეპნი - 1 ერთეული;
4. კომპრესორი სამტვრევი ჩაქუჩებით - 1 ერთეული;
5. ასფალტის დამგები - 1 ერთეული;
6. დამტვირთავი -1 ერთეული;
7. ემულსიის მომსხმელი ხელის ან თვითმავალი აპარატი - 1 ერთეული;
8. ხელის ვიბრო სატკეპნი - 1 ერთეული;
9. დეფლექტომეტრი დრეკადობის მოდულის შესამოწმებლად-მინიმუმ ერთი ერთეული.
10. ასფალტო-ბეტონის ქარხანა ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასფალტო-ბეტონის ქარხნის სარგებლობით ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

*ტრანსპორტირებისას მოხდეს ა/ბ ნარევის ტენტით დაფარვა;
*თერმომეტრით ნარევის ტემპერატურის გაზომვის მიზნით ა/ბ ნარევის გადამტან თვითმცლელის ძარის მარჯვენა მხარეს დატანილი უნდა იქნეს 3 სმ ხვრელი;
*ტექნიკური საშუალების და მანქანა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი შესრულებული სამუშაოების მაქსიმალურ ხარისხს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყიოს დანართი 3-ის მიხედვით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მოთხოვნები პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ

მინიმალური საკადრო კვალიფიკაცია:
- მინიმუმ 3 ბრიგადა;
- ბრიგადაში მინიმუმ 1 საგზაო ინჟინერი სულ მცირე 5 წლიანი შესაბამისი გამოცდილებით;
- ბრიგადაში მინიმუმ 3 კვალიფიციური მუშა;

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი 4-ის მიხედვით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
2.სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე-საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (10) პროცენტის ოდენობით.
6.4.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.4.3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში
6.4.4. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N5) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად 2023-2024 წ. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით (2023 წელი - 15 000.00 ლარი; 2024 წელი - 485.00 ლარი (დაკორექტირდება სახელშეკრულებო თანხის შესაბამისად)).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge სატენდერო პროცედურების საკითხებზე - ვაჟა ადამია 577 15 86 34,
ტექნიკურ საკითხებზე დავით მალაზონია 579 81 06 74

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით;
2. ინფორმაცია 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ-დანართი N2-ის მიხედვით.
3. ინფორმაცია ტენდერში მონაწილის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ის მიხედვით.
4. ინფორმაცია ტენდერში მონაწილის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ დანართი N4-ის მიხედვით.

შენიშვნა:
1. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებულ უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული;
2. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

იხ. საბანკო გარანტიის ფორმა დანართი N5.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru