Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области бытовых отходов и отходов (Грузия - Тендер #47292124)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 47292124
Дата публикации: 20-10-2023
Сумма контракта: 7 801


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230002089
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.10.2023 10:40
Начало приема предложения 31.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.11.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 7`801.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 90500000-Услуги в области бытовых отходов и отходов
Коды классификатора
  • 90500000 - Услуги в области бытовых отходов и отходов
  • 90510000 - Утилизация и обработка бытовых отходов
  • 90511000 - Услуги по уборке бытовых отходов
  • 90512000 - Услуги по транспортировке бытовых отходов
Срок подачи გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
სს სსე-ს ობიექტებიდან ნარჩენების გატანა-განთავსება-უტილიზაციის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 35.00 GEL
Размер гарантии 78 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi giorgadze :: 13.10.2023 14:39
  • Последнее исправление: giorgi giorgadze :: 20.10.2023 10:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539164&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს სსე-ს ობიექტებიდან ნარჩენების გატანა-განთავსება-უტილიზაციის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

** სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მიმაგრებულ "ტექნიკური დავალება"-ს ფაილზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

*** შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის მოცემულია მიმაგრებული ფაილი "ტექნიკური დავალება".

იხ. მიმაგრებული ფაილი "ტექნიკური დავალება".

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 31 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2 მომსახურების გაწევის ვადაში, ობიექტებზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

შენიშვნა: ობიეტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.4 პუნქტსა და "ხელშეკრულების პროექტი"-ს დანართი N3–ში (უსაფრთხოების წესები და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ნარჩენები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

1. შიდა ქართლის რეგიონალური ქსელი შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ოფისის ტერიტორია; ქ. გორი ცხინვალის გზატკეცილი 5.

2. ქ/ს ,,რუსთავი 220“ - მის: ქ. რუსთავი, ჩათმის მთა.

3. ქ/ს ,,მარნეული 500“ - მის: მარნეული, იაღლუჯის მთა.

4. კახეთის რეგიონული ქსელის ოფისი - მის: ქ.თელავი ტაბიძის N4.

5. იმერეთის ზონა - საწყობი მის: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ N2ა.

6. აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონული ქსელი - საწყობი მის: ქ.ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. N11.

7. ქ/ს ,,დიდუბე-220" - მის: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. N34.

8. სათავო ოფისი - მისამართი: ქ. თბილისი, ბართაშვილის ქუჩა #2.

9. ქ/ს „ახალციხე 500" - სამხრეთის ქსელი - მისამართი: ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზიკილიას მიმდებარედ.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები, კერძოდ:

1. ფასების ცხრილით განსაზღვრული ნარჩენის განთავსებისა და უტილიზაციისთვის განკუთვნილი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან/და შესაბამისი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ასლი;
2. ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის #144 დადგენილების შესაბამისად;
3. სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე;
4. სერთიფიკატი - მძღოლ(ებ)ის მომზადებაზე საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების განსახორციელებლად;
5. "სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის №01-15/ნ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი, შემსყიდველის მიერ მოწოდებული „სსე-ს ობიექტებზე სხვადასხვა ნარჩენის რაოდენობის, დასახელების, წონის და ადგილმდებარეობის ჩამონათვალში“ მოცემული ყველა ობიექტისთვის.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 პრეტენდენტმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის შემდეგი დოკუმენტები, კერძოდ:

2.8.1.1 ფასების ცხრილით განსაზღვრული ნარჩენის განთავსებისა და უტილიზაციისთვის განკუთვნილი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან/და შესაბამისი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ასლი;
2.8.1.2 ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტრანსპორტირებაზე რეგისტრაციის მქონე კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, კონტრაქტორის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის #144 დადგენილების შესაბამისად;
2.8.1.3 სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე;
2.8.1.4 სერთიფიკატი - მძღოლ(ებ)ის მომზადებაზე საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვების განსახორციელებლად;
2.8.1.5 ,,სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის №01-15/ნ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი, შემსყიდველის მიერ მოწოდებული „სსე-ს ობიექტებზე სხვადასხვა ნარჩენის რაოდენობის, დასახელების, წონის და ადგილმდებარეობის ჩამონათვალში“ მოცემული ყველა ობიექტისთვის.

2.8.2 ხელშეკრულებაში გამოყენებული იქნება შემდეგი მოთხოვნები:

- “მიმწოდებელი” ვალდებულია წერილობით აცნობოს “შემსყიდველს” მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის შესახებ და წარმოადგინოს მათთან დადებული ხელშეკრულების ასლები.

- ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს “მიმწოდებელს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან. საბოლოო ურთიერთობა “შემსყიდველსა” და “მიმწოდებელს” შორის ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით.

2.9 other additional requirements

"პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი". ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან მისი რომელიმე პოზიციის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ სს სსე-ს ობიექტებიდან ნარჩენების გატანა-განთავსება-უტილიზაციის მომსახურების ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

-იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის)წარმოდგენიდან 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გიორგაძე, 577232355, giorgi.giorgadze@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ,,ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი რომელიმე პოზიცია პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru