Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #47251012)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khashuri Municipality
Номер конкурса: 47251012
Дата публикации: 18-10-2023
Сумма контракта: 50 847


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020929
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.10.2023 17:44
Начало приема предложения 31.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 50`847.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარულ დღე
Дополнительная информация
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ნაპირსამაგრი/ნაპირდამცავი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 508 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nunu gotsiridze :: 18.10.2023 11:24
  • Последнее исправление: tinatin khachidze :: 18.10.2023 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539609&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ნაპირსამაგრი/ნაპირდამცავი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1.1. პროექტის შემადგენლობა:
1. თავფურცელი - ობიექტის დასახელება და მისამართი;
2. პროექტის შემადგენლობა და ნახაზების უწყისი;
3. განმარტებითი ბარათი, ობიექტის კლასის მითითებით, ტექნიკური მაჩვენებლები;
4. ტოპოგრაფიული გეგმა, სიტუაციური გეგმა და აერო ფოტო გადაღება;
5. არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
6. ჰიდროლოგიური დახასიათება;
7. გეოლოგია, გრუნტის კატეგორიის მითითებით;
8. არსებული ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დასკვნა - ასეთი ნაგებობის არსებობის შემთხვევაში;
9. კონსტრუქციული ნაწილი სათანადო დეტალიზაციით (მუშა ნახაზი, გეგმები, ჭრილები, დეტალები) და საანგარიშო სქემით;
10. ობიექტზე დამაგრებული იყოს არანაკლებ 2 რეპერისა კედლის გეომეტრიიდან გამომდინარე;
11. სამუშაოთა მოცულობების კრებსითი უწყისი;
12. სამუშაოთა ორგანიზების პროექტი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკით;
13. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, ლოკალური ხარჯთაღრიცხვა, კრებსითი ხარჯთაღრიცხვა) შედგენილია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად - რესურსული მეთოდით;
14. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის 5 (ხუთი) ეგზემპლიარი (ელექტრონული ვერსიით PDF; Excel; PLN; ან/და DWG);

ასევე მუშა პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: სამუშაოების წინასწარი რესურსული სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დოკუმენტაციის მომზადება, ყველა არსებული გადასახადების გათვალისწინებით.
შენიშვნა:
ობიექტის ადგილზე შესწავლის შემდეგ სხვა დამატებითი აუცილებელი ჩასატარებელი სამუშაოების შემთხვევაში საპროექტო ჯგუფი ვალდებულია იხელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესების და ნორმების შესაბამისად.

1.2. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება;
1.3. მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.
1.4. საპროექტო ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს პროექტის სრული ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზა უნდა მოიცადეს შემდეგ მიმართულებებს:
• საპროექტო დოკუმენტაციის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობა;
• საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან შესაბამისობა;
• ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა;
1.5. შემყიდველი უფლებამოსილია პროექტის განხორციელებისას საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს და მოთხოვოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის შესწავლა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარულ დღეში უნდა წარმოადგინოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ხაშური, ტაბიძის ქ.N2.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%;
3. დაკავებული თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველ კონკრეტულ ობიექტზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ საგარანტიო პერიოდში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას;
4. 2025 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება შემუშავებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი (საბოლოო) მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, პროექტის ავტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
5. თუ საგარანტიო პერიოდში სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად.
6. მიმწოდებლის ბრალეულობით საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის (კერძოდ, ისეთი ხასიათის გარემოების, რომლის განსაზღვრა წინასწარ შესაძლებელი იქნებოდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში), გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ოდენობით. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში (2020 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე) უნდა ჰქონდეს ნაპირსამაგრი ან/და სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 152 542.35 ლარის ოდენობით;
2. პრეტენდენტს, ამავე პერიოდში ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჰქონდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება ღირებულებით არანაკლებ 25 423.72 ლარის ოდენობით, რაზეც უნდა წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის* მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, (რეკომენდაციის მოთხოვნა არ ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე, ასეთ შემთხვევაში სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების გათვალისწინებით), სადაც იქნება აღნიშნული, რომ აღებული ვალდებულება იყო დროულად შესრულებული, ხარისხისა და ვადების დაცვით (მოთხოვნის შემთხვევაში სხვა შესრულებულ სამუშაოებზე დამატებით უნდა წარმოადგინოს დადებითი რეკომენდაციები).
3. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №1-ის შესაბამისად (წარმოდგენილ იქნას შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, ხელშეკრულების და მიღება ჩაბარების აქტის ასლები (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული)); სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა, ხოლო კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ხელშეკრულების მხარის/მხარეების შემოსავლების სამსახურში დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
4. მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)სა და ფორმა №2(ებ)-ის ჯამურ ღირებულებას (ასევე დამატებით წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) შორის სხვაობის შემთხვევაში, გამოცდილებად ჩაითვლება მინიმალური ღირებულება;
5. იმ შემთხვევაში თუ დანართ N1-ში წარმოდგენილი სამუშაო პრეტენდენტს შესრულებული აქვს ქვეკონტრაქტორის რანგში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მთავარ დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული ინფორმაცია პრეტენდენტის ქვეკონტრაქტორის რანგში საქმიანობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის რანგში შესრულებული სამუშაოები პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება.
6. შემსყიდველი უფლებამოსილია წარმოდგენილი სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
7. 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქართველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.
შენიშვნა:
* „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სპეციალისტი, რომელსაც ექნება შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება და კვალიფიკაცია, რაზეც უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია ელექტრონული სისტემის საშუალებით. დანართი N2-ის შესაბამისად წარმოადგინოს აღნიშნულ პოზიციებზე მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავებული იქნება ამ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე;
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომელ(ებ)ზე ატვირთული უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის და დიპლომის ასლი. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნულ პირ(ებ)თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი/მათი მუშაობის ფაქტს.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო დოკუმენტაციის გაფასებული ცხრილი N1 ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იქნას (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ან/და უფლებამოსილი პირის მიერ (უფლებამოსილი პირის შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
2. მიმწოდებელი ვალდებულია საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მინიმუმ 1 (ერთი) დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობოს შემსყიდველს. საკვლევაძიებო სამუშაოების, მათ შორის გეოლოგიური დასკვნის მომზადების მიზნით შესასრულებელ სამუშაოებს, უნდა დაესწროს შემსყიდველის მიერ გასაზღვრული პირი (წარმომადგენელი), რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მოიცავს ინტელექტუალურ შრომას, რომლის შეფასებაც პრეტენდენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების და დანართი N1-ის ცხრილი N1-ში მითითებული მომსახურების პროცენტის პროპორციულად და არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულებისა (გარდა კონონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის/სასაქონლო ზედნადების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დადებითი ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით) წარმოდგენის შემდეგ. დადებითი ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია კანთელაშვილი, 599112976, khashuri.sheskidvebi@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით ანდა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის აპარატში

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად;
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Прикреплённые файлы Дата/Aвтор
Исключение из монетарных пределов
_საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის №2467 განკარგულება.pdf
18.10.2023 11:42 :: nunu gotsiridze

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru