ტექნიკური დავალება - დანართი N1
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მაქსიმუმ 7 პერსონის სასტუმროს ერთ
შენობაში განთავსება, ერთოთახიან ინდივიდუალურ ნომრებში.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკონფერენციო დარბაზით (საჭიროების
შემთხვევაში - ორი საკონფერენციო დარბაზით) და კვებით მომსახურება
შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
2.1 ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები -
შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული, არანაკლები მითითებული
მოცულობისა.
2.2 მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა შაქარი და სხვა.
2.3 საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური
მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და
ნორმებს.
2.4 დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
2.5 ერთი სახეობის ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო
სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა
მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი
ჭურჭლის გამოყენება.
2.6 ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული (მენიუს შესაბამისად).
3. სასტუმროში განსათავსებელი ყველა პერსონა უნდა განთავსდეს
განცალკევებულ (სხვადასხვა) ნომრებში.
4. ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილ(ებ)ი, ცივი და ცხელი
წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი).
5. ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, ასევე ოთახებში უნდა
იყოს შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები და
თეთრეული.
6. საკონფერენციო დარბაზი, მათ შორის, 2 დარბაზის შემთხვევაშიც, უნდა იყოს
იმავე სასტუმროში, სადაც განთავსებული იქნება 1-ლი პუნქტით
გათვალისწინებული პერსონალი. საკონფერენციო დარბაზში უნდა ეტეოდეს
არანაკლებ 18 პერსონა U-shape წყობით. დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს
პროექტორით, პროექტორის ეკრანით, ლეპტოპით, ერთი ცალი ფლიპჩარტის დაფით,
არანაკლებ 4 ცალი ახალი მარკერით, ფურცლებით, არანაკლებ 18 ცალი ბლოკნოტით
და არანაკლებ 18 ცალი საწერი კალმით. ოთახში უნდა იყოს გათვალისწინებული
არანაკლებ 18 ნახევარლიტრიანი ბოთლი წყალი (სასურველია მინის ბოთლში) და
შესაბამისი რაოდენობის მინის ჭიქები. დარბაზი და სასტუმროს ნომრები არ
უნდა იყოს განთავსებული სარდაფში, ნახევრად სარდაფში ან მანსარდაში.
უნდა იყოს გამართული გათბობა-გაგრილების სისტემა.
7. სასტუმროში და საკონფერენციო დარბაზში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს
უფასო უკაბელო ინტერნეტი, არანაკლებ 10 მბ/წმ, როგორც ყველა ოთახში, ასევე
სამუშაო შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებში.
8. სასტუმრომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს პირველადი
სამედიცინო დახმარების გაწევა;
9. სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები
(საევაკუაციო გეგმა, ხანძარ-საწინააღმდეგო მოწყობილობები და ა.შ.).
10. სასტუმროში უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ტრენინგების
ჩატარებას;
11. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ადგილზე შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ
შეთავაზებული პირობები.
12. ტრენინგის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებისთვის გამართული 2 ყავის
შესვენება და ერთი სადილი უნდა იყოს იმავე შენობაში, სადაც
განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი.
13. შემსყიდველი უფლებას იტოვებს სრულად არ აითვისოს მითითებული
რაოდენობები.
14. ტრენინგების ჩატარებისა და პერსონალის სასტუმროში განთავსების
თარიღები და შესვენების პერიოდები მითითებულია „დანართი N2“-ში.
15. ტრენინგის ადგილებში/სასტუმროებში კვებით მომსახურება უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
კვება ტრენინგის დღეებში (ტრენინგის მონაწილეების და ტრენერების
რაოდენობის შესაბამისად არაუმეტეს 21 ადამიანი):
2 ყავის შესვენება უნდა შედგებოდეს არანაკლებ: ყავა, ჩაი, შაქარი, ლიმონი,
რძე, 3 სახის ნამცხვარი აქედან მინიმუმ ერთი კრემიანი.
სადილი: ცხელი კერძი (არანაკლებ 2 სახეობის); ცივი კერძი (არანაკლებ 2
სახეობის); 2 სახის ცომეული; სალათი (არანაკლებ 1 სახეობის); პური; საწებელი
(არანაკლებ 2 სახეობის); ყველი (არანაკლებ 2 სახეობის); ნამცხვარი
(არანაკლებ 2 სახეობის), სეზონური ხილის ასორტი; სასმელი (ჩაი, ყავა
წვენი);
კვება სასტუმროში (სასტუმროში განთავსებული პერსონალის რაოდენობის
შესაბამისად):
საუზმე: რძის ნაწარმი (არანაკლებ 2 სახეობის); ცხელი კერძი (არანაკლებ 2
სახეობის); ძეხვის ასორტი; გარნირი (არანაკლებ 2 სახეობის); სალათი
(არანაკლებ 2 სახეობის); პურ-ფუნთუშეული (არანაკლებ 2 სახეობის); დესერტი
(არანაკლებ 2 სახეობის); სასმელი (ჩაი, ყავა წვენი);
ვახშამი: შაშხი (არანაკლებ 1 სახეობის); ძეხვი (არანაკლებ 2 სახეობის);
ცხელი კერძი (არანაკლებ 2 სახეობის); სალათი (არანაკლებ 3 სახეობის);
ცომეული (არანაკლებ 3 სახეობის); დესერტი (არანაკლებ 2 სახეობის); სასმელი
(ჩაი, ყავა, წვენი), პური.
ბათუმი
1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი - 3 დღით (16-17-18 ნოემბერი), გათვლილი არანაკლებ
18 ადამიანზე, უნდა შედიოდეს 2 ყავის შესვენება, 1 სადილი;
სასტუმროს მომსახურება -
15 ნოემბერი - 3 პერსონა;
16 ნოემბერი - 5 პერსონა;
17 ნოემბერი - 4 პერსონა;
18 ნოემბერი - 2 პერსონა;
ზუგდიდი
2 (ორი) საკონფერენციო დარბაზი - თითოეული 3 დღით (I დარბაზი - 18-19-20 ნოემბერი; II
დარბაზი - 19-20-21 ნოემბერი), თითოეული გათვლილი არანაკლებ 18 ადამიანზე, უნდა
შედიოდეს 2 ყავის შესვენება, 1 სადილი;
სასტუმროს მომსახურება -
17 ნოემბერი - 3 პერსონა;
18 ნოემბერი - 5 პერსონა;
19 ნოემბერი - 7 პერსონა;
20 ნოემბერი - 4 პერსონა;
21 ნოემბერი - 1 პერსონა;
თელავი
1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი - 3 დღით ( 27-28-29 ნოემბერი), გათვლილი
არანაკლებ 18 ადამიანზე, უნდა შედიოდეს 2 ყავის შესვენება, 1 სადილი;
სასტუმროს მომსახურება -
26 ნოემბერი - 1 პერსონა;
27 ნოემბერი - 4 პერსონა;
28 ნოემბერი - 3 პერსონა;
29 ნოემბერი - 1 პერსონა;
გორი
1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი - 3 დღით (29-30 ნოემბერი - 1 დეკემბერი),
გათვლილი არანაკლებ 18 დამიანზე, უნდა შედიოდეს 2 ყავის შესვენება, 1
სადილი;
სასტუმროს მომსახურება - არა.
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს:
ბათუმი - 15 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, ზუგდიდი - 17 ნოემბრიდან - 21
ნოემბრის ჩათვლით, თელავი - 26 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, გორი - 29
ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში, ტექნიკური დავალებისა და
ფასების ცხრილის შესაბამისად.
მიმწოდებლის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე (ფორსმაჟორულ
სიტუაციში) შესაძლებელია ფასების ცხრილი დანართი N2-ში მითითებული
სასტუმრო შეიცვალოს იმავე ანალოგიური ან/და უკეთესი მონაცემების
სასტუმროთი და დარბაზით. შესაბამისად შეცვლილი სასტუმრო და დარბაზი
უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით (და შემდგომში
ხელშეკრულებით) გათვალისწინებულ პირობებს.