Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47071815)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 47071815
Дата публикации: 13-10-2023
Сумма контракта: 71 987


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020626
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.10.2023 12:04
Начало приема предложения 30.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 02.11.2023 15:30
Предполагаемая цена закупки 71`987.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კახეთის რეგიონში სამი ერთეული რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 720 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine kardava :: 11.09.2023 15:41
  • Последнее исправление: ekaterine kardava :: 13.10.2023 12:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=534766&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კახეთის რეგიონში სამი ერთეული რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვაში და პროექტში.
1.2.2 სამუშაოების წარმოების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ექსპლუატაციაში არ მყოფი.
1.2.3 სამუშაოების წარმოების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან.
1.2.4 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
1.2.6 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.
1.2.8 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.2.9 ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსრულებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში (მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო კალენდარულ დღეს).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სოფ. კაჭრეთი, მეორეს ქ. 76; სოფ. ნაფარეულის ჩიხი-14 №12 და ქ. ყვარელი აღმაშენებლის ქუჩა №68.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების დროს გამოყენებულ მასალებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წელი.
- საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მოთხოვნიდან (მიმწოდებელს მოთხოვნა გაეგზავნება ელ. ფოსტაზე) არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შენობ(ებ)ის სამშენებლო ან/და შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2);

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და სხვა ფინანსური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.
2.5.1.2 გეგმა-გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მოცემულ ეტაპზე ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუმცა შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს.

2.9 other additional requirements

2.9.1 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).

2.9.2 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
4.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ტენდერით ხდება კახეთის რეგიონში სამი ერთეული რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 120 (ას ოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 120 (ას ოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ავანსად გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.

7.1.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის გამოქვითვა მოხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს (ფორმა N3) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუზველზე პროპორციით 40%/60%, საიდანაც 40% დაკავდება ჩარიცხული ავანსის გამოსაქვითად, ხოლო დარჩენილი 60%-ის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის სასარგებლოდ, არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობისა.

7.1.1.3 შემსყვიდველი უფლებამოსილია 7.1.1.1 პუნქტით ავანსად მიღებული თანხის დაუმოწმებელი (გამოუქვითავი) ნაწილი (7.1.1.2 პუნქტში მითითებული პროპორციული გამოქვითვის გათვალისწინებით) სრულად დაფაროს საბოლოოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ფორმა N3-დან.

7.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყვიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნახევარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტია.

7.1.1.5 მომწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვა.

7.1.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტის მიზნისთვის წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება საკუთარი შემოსავლებით.

1. ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად „მიმწოდებლის“ მხრიდან დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N3) და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.

2. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ჯიქურაძე, 577414847, matrezervi@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 შემსყიდველის მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დეფექტური აქტების მიხედვით - (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.

10.2.3 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

13-10-2023 Maitrise d"oeuvre pour l"aménagement d"un terrain de football en synthétique à Bagatelle .

13-10-2023 Projet Marathon de la biodiversité de la CCVD Accompagnement technique des bénéficiaires pour les plantations/restaurations/créations de haies et de mares .

13-10-2023 Travaux d"aménagement et d"entretien sur les voiries, espaces publics et réseaux divers de Mours Saint Eusèbe .

13-10-2023 Maîtrise d"oeuvre projet n°2 Groupe scolaire Vannes Extension.

13-10-2023 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

13-10-2023 Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru