Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #47036333)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 47036333
Дата публикации: 11-10-2023
Сумма контракта: 129 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020535
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.10.2023 19:25
Начало приема предложения 21.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.10.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 129`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
მესტიის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სოფლებში, მურყმელსა და ჟიბიანში მდებარე შენობა-ნაგებობების (კოშკები) კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`298 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vladimer gabodze :: 10.10.2023 18:12
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 11.10.2023 19:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538693&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მესტიის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სოფლებში, მურყმელსა და ჟიბიანში მდებარე შენობა-ნაგებობების (კოშკები) კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება


 პრეამბულა

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე უშგულის თემში, რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 2060 მეტრის სიმაღლეზე, ერთ ვერტიკალურ ღერძზე, ჩაკეტილ სივრცეში, ოთხი სოფელია გაშენებული: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი.
სოფელი ჟიბიანი და მისი ისტორიული განაშენიანება, უპირველეს ყოვლისა, შუა საუკუნეების დროინდელი კოშკების უნიკალური ლანდშაფტით არის გამორჩეული. ყოველი კოშკი, სტრუქტურული მსგავსების მიუხედავად, ინდივიდუალურ იერსახეს ინარჩუნებს.
მურყმელი, უშგულის თემის მეოთხე სოფელია, რომელსაც თემის ზედა სოფლებიდან მესტიისაკენ მიმავალი გზა ორ ნაწილად ჰყოფს. აქ რელიეფი ნაკლებად დამრეცია. თუ სოფლის სამხრეთ ნაწილში განლაგებული კოშკები ერთმანეთისაგან შორ-შორს დგანან, ჩრდილოეთ ნაწილში ისინი მჭიდრო, კომპაქტურ ჯგუფს ქმნიან.
ზემოაღნიშნული სოფლების განაშენიანებაში არსებული შენობა-ნაგებობების ავარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში მიმდინარეობს ცალკეული ძეგლების რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით შეირჩა ხუთი ობიექტი (მურყმელი - ბიკენტი ჩარქსელიანის კოშკი; გიორგი ჩარქსელიანის კოშკი (№6); მაცხოვრის ეკლესიის კოშკი (№19). სოფელი ჟიბიანი - თეიმურაზ ნიჟარაძის კოშკი და მათე რატიანის სახლის კომპლექსი/კოშკი), რომელთა სარეაბილიტაციო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, დაიგეგმება ფიზიკური სამუშაოების განხორციელება.

შენიშვნა: ობიექტების იდენტიფიკაცია მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში.

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.

 მიზანი და ძირითადი პირობები

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია ძეგლის მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის შენარჩუნების, ინტერპრეტაციის და დაცულობის უზრუნველყოფა.
ტენდერის მიზანია კვლევითი სამუშაოების განხორციელება, ძეგლზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგვმა/განსაზღვრა/ჩატარება და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განსახორციელებელია სათანადო დეტალური კვლევების საფუძველზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლების არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი და მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
სრულყოფილი კვლევა-ფიქსაციის სამუშაოების (3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება, ხარაჩოების განთავსება, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალის მდგომარეობის კვლევა და სხვ.) განხორციელებისთვის, საპროექტო არეალების მიმდებარე ტერიტორიები და ინტერიერი უნდა გაიწმინდოს.
ნაგებობების ინტერიერის კედლების ნაშალი ქვებისგან გამოთავისუფლების სამუშაოები და ქვების დასაწყობება განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
თუ გაწმენდითი სამუშაოები მწვანე საფარისგან (ხე-ბუჩქნარი) გათავისუფლებასაც შეეხება, აღნიშნული უნდა განხორციელდეს შესაბამისი თანხმო(ბე)ბის/ნებართვ(ებ)ის საფუძველზე.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოები განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
კვლევით ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება თუ რღვევა, ადრე ჩატარებული უხარისხო თუ უხეში ჩარევები.
კვლევა-ფიქსაციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს კედლების მნიშვნელოვანი კვანძებისა და დამახასიათებელი ფრაგმენტების (ღიობები, სათოფურები, კუთხის შემკრავი ქვები, გადახურვის ბუდეები, საფასადე ქვის წყობის სპეციფიკური სხვა ელემენტები) ქვების ადგილზე ნუმერაცია. დანომრილი ქვები, მათი ადგილმდებარეობისა და ნიშნულების ჩვენებით, დაფიქსირდეს კედლების ანაზომ ნახაზებშიც.
გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების განხორციელებისას, თუკი დადასტურდება ობიექტ(ებ)ის შეუქცევადი დაზიანების ან განადგურების საშიშროება, არქიტექტორ-რესტავრატორისა და კონსტრუქტორის მეთვალყურეობით ჩატარდეს პრევენციული კონსერვაცია, რომლის მიზანია მხოლოდ პირველადი, გადაუდებელი, დროებითი ზომების მიღება ძეგლის რეაბილიტაციამდე. რისთვისაც წარმოსადგენი ინება ესკიზური სქემები მნიშვნელოვანი კვანძების პრეზენტაციით და დასაბუთება/განმარტებით. პრევენციული კონსერვაციისას გამოყენებული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს გამოყენებული მასალებისა და საშუალებების ძეგლის დაუზიანებლად მოხსნის შესაძლებლობას.
სრულყოფილმა რეაბილიტაციის პროექტმა, უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

სრული ტექნიკური დავალება იხილეთ ატვირთული ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკური დავალების შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება (გარდა გვირაბების, გზებისა და სხვა ხაზოვანი ნაგებობებისა), რომლის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 65 000 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით, რომლითაც დადასტურებული იქნება გამოცდილება..

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ინჟინერ-გეოლოგს, ხელოვნებათმცოდნეს, არქეოლოგს 2016 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება. გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სერთიფიკატის სახით.

დანართის შესაბამისად, დოკუმენტი (CV) დათარიღებული და ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ (CV ავტორი) არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა და ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.


შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება შემსყიდველს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.2 %-ის ოდენობით.

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

იქნება თუ არა შემსყიდველის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიღებული, მიმწოდებელი ვალდებულია იუნესკოს დასკვნის წარმოდგენის შემდეგ განახორციელოს ხარვეზების აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საპროექტო დოკუმენტაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გათვალისწინებით.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru