10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 17 457,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა)
წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა
მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს
საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და
სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის
ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან
ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში
(გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა,
რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური
ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი
დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1
(ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS
Excel“-ის ფორმატში;
შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380,
20.12.2022წ.);
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ
უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის
პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული
დაცვით;
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს
სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს
სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური
დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3).
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი)
წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
შემოთაავზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და
სასაქონლო ნიშნის) ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით
განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და
მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების
შესახებ ინფორმაციის დანართი №1-ში (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან
ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად
წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე,
პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის
შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთაავზებული საქონლის
წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ
ინფორმაციის ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე
(საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების ცვლილება გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.3.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის
ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი
(მეორე ფენა)) შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ხარისხის მართვის
სისტემის სერტიფიკატი (ISO 9001) (პუნქტი 2.7.1);