Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительные материалы и связанные с ними изделия (Грузия - Тендер #47036326)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 47036326
Дата публикации: 11-10-2023
Сумма контракта: 17 457


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020532
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.10.2023 18:53
Начало приема предложения 20.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 23.10.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 17`457.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 44100000-Строительные материалы и связанные с ними изделия
Коды классификатора
  • 44111400 - Краски и настенные покрытия
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
საღებავებისა და შესაბამისი გამხსნელის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 175.00 GEL
Размер гарантии 175 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 11.10.2023 18:39
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 11.10.2023 18:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538882&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საღებავებისა და შესაბამისი გამხსნელის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. გრუნტი (პირველი ფენა) - 200 ლიტრი;
ორკომპონენტიანი ეპოქსიდური საღებავი;
თვისება: უნდა იყოს სწრაფად შრობადი, აბრაზიის და კოროზიის მიმართ მდგრადი.
დაბალ ტემპერატურაზე შრობა: არაუმეტეს (- 10 ˚C);
მშრალი ნარჩენი: არანაკლებ 70,5 %;
ხარჯი: 125 მიკრონი სისქის შემთხვევაში არანაკლებ 5,6 მ²/ლიტრზე;
ხვედრითი წონა: არანაკლებ 1.4 კგ/ლ;
შრობის დრო შემდეგი ფენის დატანამდე: არაუმეტეს 4 საათი 23˚C-ზე;
ორგანული აქროლადი ნივთიერებების შედგენილობა: 230 - 265 გრ/ლ;
შერევის პროპორცია: ბაზა/გამაგრებელი 4/1 ან 3/1;
ლითონზე დატანის ხერხი: ფუნჯით, უჰაერო შესხურება (Airless Spraying);
გრუნტის ლითონზე დატანის პირობა: მშრალ, გასუფთავებულ ზედაპირზე.
გამოყენება: მაგისტრალური გაზსადენის (ლითონის მილების) საჰაერო სექციის. საიზოლაციო საფარის მოწყობისთვის.

2. საღებავი (მეორე ფენა) - 200 ლიტრი;
ორკომპონენტიანი, პოლიამიდის ან/და პოლიამინის ადუქტით გამაგრებული, ეპოქსიდის საღებავი, რომელიც ლითონზე უნდა ქმნიდეს მყარ და მტკიცე საფარს, უნდა ხასიათდებოდეს ზედაპირის კარგი დასველების თვისებით და დაბალ ტემპერატურაზე გამაგრებით;
დაბალ ტემპერატურაზე შრობა: არაუმეტეს (- 5 ˚C);
ექსპლუატაციის ტემპერატურა: არანაკლებ 120˚C.
ფერი: ნაცრისფერი ტონალობის;
მშრალი ნარჩენი: არანაკლებ 72,5%;
ხარჯი: 125 მიკრონი სისქის შემთხვევაში არანაკლებ 5,9 მ2/ლიტრზე;
ხვედრითი წონა: არანაკლებ 1.5 კგ/ლ;
შრობის დრო შემდეგი ფენის დატანამდე: არაუმეტეს 6 საათი 20˚C-ზე;
სრული გამაგრების (გაშრობის) დრო: არაუმეტეს 7 დღე 20˚C-ზე.
ორგანული აქროლადი ნივთიერებების შედგენილობა: 215 - 265 გრ/ლ.
შერევის პროპორცია: ბაზა/გამამაგრებელი 4/1 ან 3/1;
ლითონზე დატანის ხერხი: ფუნჯით, უჰაერო შესხურება (Airless Spraying).
გამოყენება: მაგისტრალური გაზსადენის (ლითონის მილების) საჰაერო სექციის. საიზოლაციო საფარის მოწყობისთვის.

3. გამხსნელი - 80 ლიტრი;
გრუნტისა და საღებავის შესაბამისი გამხსნელი, რომელიც თავსებადი უნდა იყოს წინამდებარე ტენდერით შემოთავაზებულ საღებავთან და გრუნტთან.

შენიშვნა:
- მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი (ვარგისიანობის ვადა არანაკლებ მთლიანი ვარგისიანობის 80%), ხარისხისიანი და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებსა და აღნიშნული საქონლისადმი დადგენილ სტანდარტებს;
- მითითებული საქონლის წონაში იგულისხმება მისაწოდებელი საქონლის სუფთა წონა (ნეტო) ‚‚ტარის‘‘ გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოწოდების დროს, შეფუთვაზე მითითებული იქნება წონა გამოსახული ზომის ერთეულით „კილოგრამები“, მისი დაანგარიშება მოხდება საქონლის შეფუთვაზე მითითებული კოეფიციენტის შესაბამისად „ლიტრებში.“ ხოლო თუ შეფუთვაზე არ იქნება მითითებული კილოგრამიდან ლიტრებში გადაყვანის კოეფიციენტი, მიმწოდებლის მიერ დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული „კილოგრამიდან“ „ლიტრებში“ გადაყვანის კოეფიციენტი.
- საღებავები და გამხსნელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებულ ქილებში. თითოეულ ქილაზე დატანილი უნდა იყოს ქარხნული ეტიკეტი, საქონლის დასახელების, მწარმოებლის, რაოდენობის, დამზადების თარიღის და ა.შ მითითებით.
- სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)), საქონლის მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემოთავაზებული საქონლის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ვადა: მიმწოდებელმა საქონლის სრულად მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. დაიშვება ეტაპობრივი მიწოდება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ჭირნახულის ქ. #9, ლილოს დასახლება. (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მილსაწყობი). საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა (ან/და სასაქონლო ნიშნის) და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავის დასახელების შესახებ.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთაავზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების შესახებ ინფორმაციის დანართი №1-ში (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ ინფორმაციის ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)), პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 9001) (მოქმედი წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დამთავრების დღისთვის).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლით (ან/და სასაქონლო ნიშნით), წარმოშობის ქვეყნითა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელებით.

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, საქონლის მიწოდებიდან და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების შემდგომ, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 17 457,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი №1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში;
შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ.);
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3).
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთაავზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების შესახებ ინფორმაციის დანართი №1-ში (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთაავზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ ინფორმაციის ან/და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) საღებავების დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.3.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის პირველ (გრუნტი (პირველი ფენა)) და მეორე პოზიციაზე (საღებავი (მეორე ფენა)) შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 9001) (პუნქტი 2.7.1);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

11-10-2023 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

11-10-2023 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

11-10-2023 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

11-10-2023 Продукты для чистки и полировки.

11-10-2023 Инженерные услуги.

11-10-2023 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru