Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #47036300)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 47036300
Дата публикации: 11-10-2023
Сумма контракта: 350 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020510
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.10.2023 17:33
Начало приема предложения 27.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 350`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები

Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`500.00 GEL
Размер гарантии 3`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kakhaber sakhelashvili :: 11.10.2023 17:03
  • Последнее исправление: kakhaber sakhelashvili :: 11.10.2023 17:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538868&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელია სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში, ძველი საბაღე ინვენტარისა და სათამაშო ატრაქციონების, ბეტონის და ასფალტო/ბეტონის საფარის და ბორდიურების დემონტაჟი, მიწის გრუნტის მოჭრა-გატანა და ბეტონის ახალი ბორდიურების ბილიკების მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ახალი რკინის ღობეების მოწყობა, ზოგიერთ მისამართზე ეწყობა რკ/ბეტონის კედელი და ახალი საბაღე ინვენტარის მოწყობა.
1.2.2. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში (ხარჯთაღრიცხვა).
1.2.3. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ იქნას Excel-ის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარულ დღეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს 1 ცალი საინფორმაციო ბანერის (100 სმ/150 სმ) თვალსაჩინო ადგილას განთავსება, შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, დაასუფთაოს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით) ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა წარმოების პროცესში მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილება.

1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე (მათ შორის ფარულ სამუშაოებზე) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი წყლის აბონენტად რეგისტრირებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (GWP);
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.12. უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე ყველა ხეზე უნდა აღმოიფხვრას სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს (არა მარტო) შემდეგს: 1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად; 2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა სისტემის გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას; 3. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური დაზიანების საწინააღმდეგოდ; 4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“ თანხმობით.

1.2.13. საბაღე ინვენტარის ესკიზები, ტექნიკური მახასიათებლები და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.14. მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მისამართზე, ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს აღნიშნული სამუშაო.
1.2.15. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.

სათამაშო ატრაქციონები

1.2.1 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა შედგებოდეს გარემო პირობების მიმართ მედეგი, მეტალის ან/და ხის მასალისაგან.

1.2.2 აქტივობის კოშკებზე და სასრიალოების კორპუსებზე არსებული პლატფორმები და იატაკები დამზადებული უნდა იყოს გარემო პირობების მიმართ მედეგი, მდგრადი, მოთუთიებული ან უჟანგავი (მეტალის შემთხვევაში) მასალისაგან.

1.2.3 HPL პანელი (მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხილი ლამინატი) (არსებობის შემთხვევაში) - უნდა იყოს გარემო პირობების მიმართ მედეგი (პანელის სისქე არანაკლებ 10მმ).

1.2.4 ხის დეტალები - ხე უნდა იყოს თერმულად დამუშავებული, მკვრივი ჯიშის, გამომშრალი, არ უნდა გააჩნდეს ბასრი კიდეები და ხიჭვები, ვაკუუმით კონსერვირებული, ზედაპირი დამუშავებული დამცავი, ბუნებრივი ხის შეფერილობის წყალმედეგი და ცეცხლგამძლე პროდუქციით (6-12% ტენიანობა). ხის ყველა დეტალი უნდა იყოს დამუშავებული EN 351-სტანდარტების შესაბამისად, ავტოკლავის მეშვეობით.

1.2.5 პლასტიკური დეტალები (არსებობის შემთხვევაში) - პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, პოლიამიდი, HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) და რეზინა. პროდუქცია არ უნდა იყოს გახეხილი, არ უნდა აღენიშნებოდეს ჩამოღვენთილი ადგილები და ხიჭვები.

1.2.6 მეტალის დეტალები - პროდუქციის მეტალის ნაწილები უნდა იყოს უჟანგავი ლითონის ან მოთუთიებული, გარემო პირობების და მექანიკური დაზიანების მიმართ მედეგი.

1.2.7 საქანელას ჯაჭვები, საკისრები, საკიდები/მოძრავი ნაწილები, სავარძლები - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ, გამძლეობა არანაკლებ 100 კგ). ჯაჭვი უნდა იყოს მჭიდრო მარყუჟებით; ჯაჭვები დამზადებული უნდა იყოს მჭიდროდ ნაქსოვი ფოლადით თითების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით; საკისარი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის. ჩასაჯდომი საქანელას სავარძლის ჩარჩო (ლითონის) და „დასაჯდომი საქანელას“ დასაჯდომი (მყარი მასალის) დაფარული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და რეზინით და უძლებდეს არანაკლებ 100 კგ სიმძიმის დატვირთვას. სავარძლის ძირი და ხელის მოსაკიდებელი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ისე (არანაკლებ 4 დამაკავშირებელი ელემენტით), რომ დაცული იყოს ბავშვის უსაფრთხოება მისი ექსპლუატაციის პერიოდში.

1.2.8 აიწონა-დაიწონას მზიდი უნდა მაგრდებოდეს მოთუთიებულ ან უჟანგავი მეტალის კონსტრუქციაზე, თვითპოხვადი საკისრიანი მექანიზმით. დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის ხელმოსაკიდები.

1.2.9 ხრახნები, ქანჩები, ჭანჭიკები - მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 8მმ). პროდუქციის ყველა არსებულ ჭანჭიკს უნდა ჰქონდეს პლასტმასის სახშობი/საცობი.

1.2.10 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) – (დიამეტრი არანაკლებ 16 მმ) დამზადებული უნდა იყოს ნეილონის ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის მასალისგან (შიგთავსი - უჟანგავი ლითონის გრეხილი).

1.2.11 საღებავი – გამოყენებული საღებავი უნდა იყოს გარემო პირობების, წყლის და ულტრაიისფერი სხივებისადმი (UV) მედეგი, არ უნდა შეიცავდეს ტყვიას ან სხვა ჯანმრთელობისათვის საშიშ ელემენტებს.

1.2.12 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი (უნდა უძლებდეს არანაკლებ 100 კგ დატვირთვას) უნდა იყოს არანაკლებ 2მმ სისქის უჟანგავი ლითონის ან მკვრივი პოლიეთილენის.

1.2.13 ზამბარა (არსებობის შემთხევაში) - დამზადებული მაღალი ხარისხის დრეკადი უჟანგავი ლითონისაგან. ზამბარას დრეკის დროს არ უნდა დაუზიანდეს საღებავი.

1.2.14 ატრაქციონებზე თვალსაჩინო ადგილას დამონტაჟებული უნდა იქნას უჟანგავი ლითონის ან ანოდირებული ალუმინის აბრა, ყველა საჭირო ინფორმაციით (მითითება პროდუქტზე, დამზადების წელზე, მომხმარებლის (ბავშვის) ასაკის შეზღუდვაზე).

1.2.15 სათამაშო კომპლექსის საყრდენი სვეტების მონტაჟი უნდა განხორციელდეს მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია მონტაჟის პროცესში მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული ინსტრუქცია.

1.2.16 ატრაქციონის მოძრავი ნაწილები არ უნდა გამოსცემდეს ხმას.

1.2.17 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეული ატრაქციონის უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაცია, კერძოდ: ატრაქციონიდან ბავშვის ვარდნის შესაძლო არეალი.

1.2.18 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას შემოთავაზებული ატრაქციონების ესკიზები მოდელების მითითებით, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ან მწარმოებლის მიერ შედგენილ კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.

1.2.19 შემოთავაზებული პროდუქციის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანი(ებ)ის ვებ-გვერდის მისამართ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) ან მწარმოებლის მიერ შედგენილი კატალოგის შესაბამისი გვერდები.



1.2.20 საქანელა - საქანელას ჯაჭვები, საკისრები, საკიდები/მოძრავი ნაწილები, სავარძლები - საქანელას ჯაჭვი უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის (დიამეტრი არანაკლებ 6მმ); საქანელას ჩასაჯდომი სავარძლის ჩარჩო (ლითონის) და საქანელას დასაჯდომი (მყარი მასალის) დაფარული უნდა იყოს მაღალი ხარისხის რბილი კაუჩუკით ან/და რეზინით; სავარძლის ძირი და ხელის მოსაკიდებელი ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ისე (არანაკლებ 4 დამაკავშირებელი ელემენტით), რომ დაცული იყოს ბავშვის უსაფრთხოება მისი ექსპლუატაციის პერიოდში.

1.2.21 სასრიალო - ჩამოსასრიალებელი უნდა იყოს არანაკლებ 2მმ სისქის უჟანგავი ლითონის (არ უნდა იყოს მოთუთიებული) ან მკვრივი პოლიეთილენის;

1.2.22 თოკები და ბადეები (არსებობის შემთხვევაში) – დამზადებული უნდა იყოს ნეილონის ან პოლიპროპილენის ან პოლიესტერის მასალისგან (შიგთავსი - უჟანგავი ლითონის გრეხილი);

1.2.23 წრიულად მბრუნავ საბავშვო ატრაქციონს ძირზე უნდა გააჩნდეს მოსრიალების საწინააღმდეგო ზედაპირი;

1.2.24 აიწონა-დაიწონას დასაჯდომებთან გათვალისწინებული უნდა იყოს მოთუთიებული ან უჟანგავი ლითონის ხელმოსაკიდები;

1.2.25 ატრაქციონის ძირითადი კონსტრუქცია (ჩონჩხი, ბოძები, კიბეები) უნდა შედგებოდეს მეტალის ან/და ხის მასალისაგან.

1.2.26 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტერიტორიაზე (სადაც განხორციელდება ახალი ატრაქციონების მონტაჟი) არსებული ატრაქციონების დემონტაჟი და დავალებით განსაზღვრულ ადგილზე (თბილისის მასშტაბით) დასაწყობება.
შენიშვნა: დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (შემსყდველთან შეთანხმებით).
1.2.28. სამუშაოების შესასრულებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული დავალების ღირებულების 0.1%-ს ოდენობით.
1.2.29 მიმწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღრვევის საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუკავდება მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და მიმართული იქნება ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე.
1.2.30. შესრულებული სამუშაოს აქტების (ფორმა N2) წარმოება მოხდეს ნაზარდი ჯამით.
1.2.31. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია (შემსყიდველთან შეთანხმებით, არაუმეტეს 20 კალენდარული დღისა).
1.2.32 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით - ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება და შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის (მასალების) შესაბამისობის დადგენა საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი. სამგორის რაიონის ტერიტორია. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის ნათურების და ლენტური სანათის).
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული გარანტია წარმოადგინოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
1.6.4. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვის დანართი N1-ის სამშენებლო სამუშაოების N1-1-ის მე-VI თავის (საბავშვო მოედნის მოწყობა) მე-4; მე-5; მე-6; მე-7 და მე-8 პუნქტებში მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 525 000 (ხუთასოცდახუთიათსი) ლარის ღირებულების დასასვენებელი ტერიტორიების - სკვერ(ებ)ის/პარკ(ებ)ის ან/და ბავშვთა სათამაშო მოედნების ატრაქციონებით მოწყობის ან/და აღდგენა/შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის შესაბამისად, ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები; ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში); დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება;.; SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი (ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული ნოტარიალურად). პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ან კატალოგის შესაბამისი გვერდები პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად.

2.9 other additional requirements

• 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
• სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
• პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru