შესყიდვის ობიექტი მიზნად ისახავს, ქ. მცხეთაში სარეკრიაციო
დასასვენებელი ზონების საპროექტო არეალში საძიებო სამუშაოების
ჩატარებას, კვლევის შედეგების გათვალისწინებით სარეკრეაციო
დასასვენებელი ზონების მოწყობისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
- ქ. მცხეთაში, რკ/სადგურის დასახლებაში, აკაკი წერეთელის ქუჩაზე არსებულ
საპროექტო სარეკრეაციო ზონაში, რომლის სავარაუდო ფართები შეადგენს 350
კვ.მ. მოსაწყობია ბავშვთა სათამაშო მოედანი.
- საპროექტო ფართის მიწის ვაკისის ფარგლებში შესაძლოა განთავსებული
იყოს მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალსადენი, კანალიზაცია, გაზსადენი,
მაღალი ძაბვის კაბელები, გათბობის, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა),
რაზეც საჭირო გახდება სრულყოფილი გამოკვლევა და შესაბამისი
ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი ტექნიკური პირობების
გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციების გადატანის
პროექტის მომზადება, რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის
ბენეფიციართან. ასევე, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას, უცვლელად დატოვებული მიწისქვეშა კომუნიკაციების
ვარგისიანობის პერიოდის შესაბამისობას, ახლად მოწყობილი სკვერის
საექსპლუატაციო ვადასთან.
- საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იყოს, საქართველოში
მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული
დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
- დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს
შემდეგი დოკუმენტებისაგან:
1. ნახაზების უწყისი;
2. საინჟინრო გეოლოგია;
3. განმარტებითი ბარათი (არსებული მდგომარეობისა და პროექტით
გათვალისწინებული ღონისძიებების აღწერით);
4. საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება (ტოპო-გეგმა UTM
კოორდინატთა სისტემით მ. 1:200);
5. საკადასტრო დოკუმენტაცია (საპროექტო და არსებული მდგომარეობის
ტოპოგეგმაზე დატანით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გეგმა
საკადასტრო საზღვრების და კოდის მითითებით);
6. საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა - მ:1:500; 1:1000;
7. საინჟინრო კომუნიკაციების გარე ქსელები, სამუშაო ნახაზები (გეგმები,
ჭრილები, დეტალები, კვანძები);
8. არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები,
რენდერები, დეტალები, (მ. 1:100, 1:50, 1:25);
9. მოსაპირკეთებელი, კეთილმოწყობის სამუშაოების უწყისები, სპეციფიკები,
ესკიზური ნახაზები, (დამკვეთთან წინასწარი შეთანხმებით);
10. . ფუნქციონალური გეგმები (ინვენტარის გათვალისწინებით).
11. კონსტრუქციული პროექტი
13. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების (განათების) პროექტი; (განმარტებითი
ბარათი, გეგმები, სადაც დატანილი იქნება სანათები, ჩამრთველები,
როზეტები, ელ.გამანაწილებელი ფარები).
14. წყალ-კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი
15. დენდროლოგიური პროექტი;
16. არქიტექტურული მცირე ფორმები - მოსასვენებელი სკამი, სანათი
(საჭიროების შესაბამისად);
17. ნარჩენების შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების
განსაზღვრა (შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის
სამსახურთან;
18. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.
19. სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
20. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა.
21. გათვალისწინებული იქნას, სპორტული და გამაჯანსაღებელი ნაგებობები ВСН
46-86 ნორმები;
22. საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის СНиП 2.08.02-89*
ნორმები;
23. პროექტში გათვალისწინებული იქნას „შშმ პირებისთვის სივრცის
მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური
რეგლემანტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6
იანვრის #41 დადგენილება;
24. გათვალისწინებული იქნას საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 2016
წლის 28 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე; სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია მომზადდეს მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ 2020
წელს გამოცემული მეთოდური ცნობარი -ს, (მშენებლობის და სარემონტო
სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ),
მიხედვით.
სამშენებლო რესურსების საბაზრო ან მშენებლობის შემფასებელთა
კავშირის ფასთა კრებულით, მიმდინარე დონეზე.
სამუშაოს წარმოების გეგმა გრაფიკის თანდართვით.
- მიმწოდებელმა ახალი მშენებლობის პროექტირებისას, მიწის ნაკვეთის
ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად მიმართოს მცხეთის
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომოკის სამსახურის ქონების მართვის და
აღრიცხვის განყოფილებას.
პრეტენდენტმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს ცალ-ცალკე 4 ეგზემპლარად (ალბომების სახით).
სრული საპროექტო დოკუმენტაციის ელ. ვერსია (CD), (PDF), DWG) ფორმატში, აგრეთვე
ხარჯთაღრიცხვა და მოცულობების უწყისი Excel- ფორმატში.
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი
დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა
აკრედიტირებული პირის მიერ.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელების პროცესში
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა,
საჭიროებისამებრ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში, თუ
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებით
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას მიმწოდებელი
განახორციელებს ანაზღაურების გარეშე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დაიტოვოს
სახელშეკრულებო ღირებულების 10% და საბოლოო ანგარიშსწორება
განახორციელოს მას შემდეგ, როდესაც დასრულდება ამ პროექტის მიხედვით
შესყიდული სამშენებლო სამუშაოები (როდესაც გაფორმდება საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტი).