პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები
ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების
სტატისტიკური გამოკვლევის განხორციელებას. სტატისტიკურ გამოკვლევაში
გამოყენებულ უნდა იქნას სამსაფეხურიანი კლასტერული შემთხვევითი
შერჩევა, სადაც შერჩევის პირველადი ერთეული (PSU) იქნება სააღწერო უბანი,
შერჩევის მეორადი ერთეული (SSU) – შინამეურნეობის მისამართი, ხოლო
შერჩევის მესამედი ერთეული (TSU) შინამეურნეობებში მცხოვრები 7-14 წლის
ბავშვ(ებ)ი.
შესყიდვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:
1. შერჩევის დიზაინი - მომსახურების გამწევმა ორგანიზაციამ უნდა
შეიმუშაოს და წარმოადგინოს სტატისტიკური გამოკვლევის შერჩევის
დიზაინის დოკუმენტი, სადაც 1) შერჩევის დიზაინის დასაბუთება;, 2)
დეტალურად იქნება აღწერილი პირველადი, მეორადი და მესამედი შერჩევითი
ობიექტის განსაზღვრის პროცედურა, 3) მოსალოდნელი ცდომილებები და 4)
სტრატიფიკაციის საკითხი.
1.2. სააღწერო უბნების მისამართების დაზუსტება წინასწარი შემოვლის
მეთოდით - გამოკვლევის განსახორციელებლად საქართველოს მოსახლეობის 2014
წლის საყოველთაო აღწერის ბაზის 9600-მდე სააღწერო უბნიდან PPS მეთოდით
საქართველოს მასშტაბით წინასწარ შერჩეულ 240 - მდე სააღწერო უბნის
წინასწარი შემოვლა ყველა აქტიური მისამართების მოძიების მიზნით (Listing).
აღნიშნული აქტივობის განსახორციელებლად მომსახურების გამწევმა
ორგანიზაციამ წინასწარ შემუშავებული მოკლე კითხვარის გამოყენებით
უნდა განახორციელოს მისამართების დაზუსტება და დამკვეთისთვის
მონაცემთა ბაზის გადაცემა.
1.3. საველე ინსტრუმენტარის მომზადება საველე სამუშაოებისთვის -
გამოკვლევის ინსტრუმენტარი შედგება 4 კითხვარისგან: დემოგრაფიული
კითხვარი, შინამეურნეობების კითხვარი, ძირითადი კითხვარი და უარების
ფურცელი. კითხვარები სრულად ეფუძნება ვაშინგტონ ჯგუფის, ევროსტატის და
გაეროს ბავშვთა ფონდის მეთოდოლოგიებს. საველე საქმიანობის
განსახორციელებლად მომსახურების გამწევმა ორგანიზაციამ
შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი ორი მეთოდიდან ერთი:
ა) The Pen-and-Paper Personal Interview (PAPI)- ინტერვიუერის მიერ რესპონდენტის პირისპირ
გამოკითხვა ბეჭდური კითხვარის გამოყენებით;
ბ) Computer-assisted personal interviewing (CAPI) - ინტერვიუერის მიერ რესპონდენტის პირისპირ
გამოკითხვა ელექტრონული კითხვარის მეშვეობით, რომელიც ტარდება
კომპიუტერული მოწყობილობების (პლანშეტების/ლეპტოპების)
გამოყენებით.
იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გამწევი ორგანიზაცია აირჩევს ბეჭდური
კითხვარის გამოყენებას, მაშინ მის ვალდებულებას წარმოადგენს საველე
საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის კითხვარების
დაბეჭდვა. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გამწევი ორგანიზაცია
აირჩევს ელექტრონული კითხვარის გამოყენებას, მაშინ იგი ვალდებულია
თავად უზრუნველყოს საველე პერსონალი შესაბამისი აღჭურვილობით და
თვითონვე შეიმუშაოს კითხვარების ელექტრონული ვარიანტები. ვინაიდან,
საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ 3 ეთნიკური ჯგუფის წილი აღემატება 5
პროცენტს, საველე საქმიანობა უნდა განხორციელდეს 3 ენაზე: ქართული,
აზერბაიჯანული და სომხური. დამკვეთი მომსახურების გამწევ
ორგანიზაციას უზრუნველყოფს მხოლოდ 3 ენის (ქართული, აზერბაიჯანული და
სომხური) კითხვარებით და კითხვარების შევსების ინსტრუქციის მხოლოდ
ქართული ვარიანტით.
1.4. ძირითადი საველე საქმიანობის განხორციელება - შერჩეული 240-მდე
სააღწერო უბანში შემოვლის ბაზიდან განხორციელებული სისტემური
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეულ (ქალაქში 15, ხოლო სოფელში 24)
შინამეურნეობებში გამოკითხვის განხორციელება. წინასწარ შერჩეული
ყველა შინამეურნეობა გამოიკითხება დემოგრაფიული კითხვარით, ხოლო
კითხვარების სრული კომპლექტით (ძირითადი, დემოგრაფიული და
შინამეურნეობის კითხვარი) ინფორმაცია გროვდება ქალაქის უბნის 5 და
სოფლის უბნის 8 შინამეურნეობაში მცხოვრებ შესაფერისი ასაკის ყველა
ბავშვზე. აღსანიშნავია, რომ უარების ფურცელი უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას უბანზე ყველა შერჩეული შინამეურნეობის შესახებ. პროექტის
განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაიქირაოს საველე
პერსონალი (ინტერვიუერები და საველე საქმიანობის ზედამხედველები),
ჩაუტაროს შესაბამისი სწავლება (ტრენინგი) და განახორციელოს
ინფორმაციის შეგროვება შესაბამისი წესით.
1.5. მონიტორინგი - მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ვალდებულია:
1.5.1. აიღოს პასუხისმგებლობა შეგროვებული ინფორმაციის ხარისხთან
დაკავშირებით და განახორციელოს კონტროლის მექანიზმები გამოკვლევის
თითოეულ ეტაპზე;
1.5.2. შეიმუშაოს საველე საქმიანობის მონიტორინგის ცხრილები დამკვეთთან
შეთანხმებით, საველე საქმიანობის პერიოდში მუდმივი პერიოდულობით (1
კვირა) აწარმოოს და დროულად გადასცეს (წარმოებიდან 1 დღის განმავლობაში)
პროექტის დამკვეთს. პროექტის დამკვეთი უფლებას იტოვებს გადაამოწმოს
კვლევის თითოეული ეტაპი თავად, ხოლო აღმოჩენილ დარღვევებზე შესაბამისი
რეაგირება და გამოსწორება წარმოადგენს მომსახურების გამწევის
პირდაპირ ვალდებულებას. დამკვეთი უფლებას იტოვებს მონიტორინგის თუ
საქმიანობის სხვა რომელიმე ეტაპზე აღმოჩენილი არაკანონიერი ქმედების
შესახებ ინფორმაცია გადასცეს შესაბამისი ქმედების პრევენციაზე
პასუხისმგებელ საკანონმდებლო და სამართალდამცავ უწყებებს.
1.6. კვლევის მონაცემთა ბაზის გადაცემა - მომსახურების გამწევი
ორგანიზაცია კვლევის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ვალდებულია გადასცეს
ელექტრონული მონაცემთა ბაზა დამკვეთს შესაბამის (SPSS ან MS Access) ფორმატში.
2. პროექტის/ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე წარმოსადგენი
მონაცემები:
2.1. საველე პერსონალის სია;
2.2. მისამართების აქტუალიზების მოკლე კითხვარი;
2.3. ბეჭდური სახის საველე ინსტრუმენტარი/საველე საქმიანობის
განსახორციელებლად შემუშავებული პლანშეტის სპეციალიზებული
პროგრამა;
2.4. სააღწერო უბნების მისამართების აქტუალიზებული მისამართების ბაზა და
შერჩევის დიზაინის დოკუმენტაციის პროცედურით შერჩეული მისამართების
სია;
2.5. სტატისტიკური კვლევების სტანდარდების და საველე ინსტრუმენტარის
გათვალისწინებით შემუშავებული საველე მონიტორინგის ცხრილები (FCT).
3. პროექტით/ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ხარისხის
კონტროლი
3.1. შემსყიდველი მომსახურების გაწევის პარალელურად, განახორციელებს
შესყიდვის ობიექტის (გაწეული მომსახურების) შემოწმებას.
3.2. შემსყიდველის მიერ კვლევის ჩატარების მონიტორინგის და ხარისხის
კონტორლის განხორციელების მიზნით, მომსახურების ხარვეზით შესრულების
შემთხვევაში (თუ დადგინდა რომ მითითებული რესპონდენტისგან არ იქნა
აღებული ინტერვიუ, ანკეტაში გამოტოვებულია კითხვებზე პასუხები,
სისტემატურად დარღვეულია ლოგიკა პასუხებზე) მიმწოდებელი ვალდებულია
თავიდან შეასრულოს უხარისხოდ გაწეული მომსახურება.
3.3. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შემოწმების პროცესში აღმოჩნდება
გარკვეული ხარვეზები და მიმწოდებელი ვერ/ან არ უზრუნველყოფს აღნიშნული
ხარვეზის გამოსწორებას შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს
შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მიღება‐ჩაბარების აქტის
გაფორმებაზე.
3.4. შესყიდვის ობიექტის შემოწმების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად
გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა.
4. კვლევის დასრულების შემდეგ ჩასაბარებელი დოკუმენტაცია:
4.1. კვლევისმონაცემთა ბაზა (SPSS ან MS Access ფორმატში);
4.2. კვლევის საბოლოო ანგარიში;
4.3. კვლევის ნედლი მასალა (ქაღალდის კითხვარების შემთხვევაში).
**** ტექნიკური დავალება პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, შემდეგი
დანართების სახით:
დანართი N1 - ფასების ცხრილი - სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3
პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად,
დანართი N2 - შერჩევის დიზაინი - სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2
პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სტატისტიკური გამოკვლევის
შერჩევის დიზაინის დოკუმენტი, უნდა მოიცავდეს:
1) შერჩევის დიზაინის დასაბუთებას;
2) დეტალურად იქნება აღწერილი პირველადი, მეორადი და მესამედი შერჩევითი
ობიექტის განსაზღვრის პროცედურა;
3) მოსალოდნელი ცდომილებები და
4) სტრატიფიკაციის საკითხი და სხვა;
დანართი N3 – სამუშაოს შესრულების სამოქმედო გეგმა - სატენდერო
დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად,
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების
სამოქმედო გეგმა;
დანართი N4 - საველე საქმიანობის გეგმა-გრაფიკი - სატენდერო
დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.