Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #46792115)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Soacial Affairs of Georgia
Номер конкурса: 46792115
Дата публикации: 05-10-2023
Сумма контракта: 1 147 008


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020170
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.10.2023 22:01
Начало приема предложения 22.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.10.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 1`147`008.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45215100 - Строительство зданий для служб здравоохранения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 220 დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 28.24.22.214), სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`588.00 GEL
Размер гарантии 11`470 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lali devidze :: 29.09.2023 14:28
  • Последнее исправление: tamar shalamberishe :: 05.10.2023 22:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=537402&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 28.24.22.214), სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალებით განსაზღვრულია ის ძირითადი მოთხოვნები და მითითებები, რომელიც ეხება კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 28.24.22.214), სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს თავშესაფრების შენობათა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ჯამურად 220 დღის განმავლობაში;
2. I ეტაპის (საპროექტო მომსახურების) ხანგრძლივობა შედგენს არაუმეტეს 100 კალენდარულ დღეს;
3. II ეტაპის (სამშენებლო სამუშაოების) ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 120 კალენდარულ დღეს, ამასთან სამშენებლო სამუშაოების წარმოება უნდა დაიწყოს 2024 წლის 1 მაისიდან.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 28.24.22.214) მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი - ტექნიკური დავალებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ადგილი: კურორტი ბახმარო (ს/კ: 28.24.22.214).

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (ჩამოთვლილი კომპონენტების არსებობის შემთხვევაში):

1. კარ-ფანჯრები და ჩამკეტი მექანიზმები - არანაკლებ 5 წელი;
2. შენობის შიდა მოპირკეთება - არანაკლებ 1 წელი;
3. ფასადის და სარინელის სამუშოები - არანაკლებ 5 წელი.
4. შიდა სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 1 წელი
5. გარე სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 5 წელი.
6. სანტექნიკა და ელექტროობა - არანაკლებ 5 წელი
7. გათბობის სისტემა, საქვაბე, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების აგრეგატები - არანაკლებ 10 წელი.
8. იატაკი - არანაკლებ 2 წელი
9. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი - არანაკლებ 2 წელი.
10. შენობის გადახურვა არანაკლებ 10 წელი, გარე (ფასადის) კედლების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (არანაკლებ 10 წელი), ობიექტის კონსტრუქციულ ნაწილსა და ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე არანაკლებ 25 წელი.
11. სხვა დანარჩენი - არანაკლებ 1 წელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა გასაწევი მომსახურებისა და შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით.
პრეტენდენტს, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს:

1.1. ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობის არანაკლებ 1 000 000 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

1.2. ბოლო სამი წლის განმავლობაში (2020, 2021, 2022 წწ.) ჯამში არანაკლებ 2 000 000 ლარის ფაქტობრივად შესრულებული (იგულისხმება დასრულებული ხელშეკრულება) შენობა-ნაგებობის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

2. გამოცდილების არეალი: პრეტენდენეტის მიერ სამშენებლო სამუშაოები შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას დისკვალიფიკაციას ექვემდებარებიან ტენდერში მონაწილე ის პრეტენდენტები, რომელთაც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-4 პუნქტში განსაზღვრული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების/ორგანიზაციების მიერ (მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის) აკრძალული ან დროებით შეჩერებული აქვთ სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის უფლება და იმყოფებიან აღნიშნული ინსტიტუტების/ორგანიზაციების მიერ წარმოებული სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში.

4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

6. დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

6.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

7.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

7.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

8. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

9. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
9.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად.

9.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:

1. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა.

2. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმებული.

3. ტენდერში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.

4. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სხვა მხარის მიერ გაცემული კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ არის მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან შესყიდვა ხორციელდება Design-Build მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვის ობიექტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომა, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N2-ში (წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 10.1. მუხლი) მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, (გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას).
5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
6. 2023 წლის ასიგნების ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ საპროექტო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორება.
7. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორებისას წარუდგინოს შემსყიდველს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულების და სხვა გადასახადების გათვალისწინებით).
3. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტაცია - ფორმა N3 , ფარული სამუშაო აქტები და დაექსპერტებული ფორმა N2 რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ, საიდანაც დადგინდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა წინამდებარე ხელშეკრულებასთან და სატენდერო პირობებთან (საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით).
4. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს საბოლოოდ დასრულების თაობაზე მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადაში და მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბოლოო, დაექსპერტებული ფორმა №2 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე.
5. ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების ფარგლებში, შესყიდვის ობიექტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლალი დევიძე, 599899059, ldevidze@moh.gov.ge ;
ხარჯთაღრიცხვასთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - ლაშა სიხარულიძე 551 576787;
ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
8.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა დანართი N4.
8.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 მუხლით განსაზღ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru