სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული მოძრავი საშუალებების
რაოდენობა, რომლებიც დაექვემდებარებიან GPS ,,ონლაინ’’ მონიტორინგს,
შეადგენს არაუმეტეს 230 ერთეულს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებები
არაუმეტეს 200 ერთეულს.
შენიშვნა:
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს GPS მონიტორინგის პროგრამული
უზრუნველყოფის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება საგარანტიო
პირობების შესახებ, რომ მას მწარმოებლის მიერ არანაკლებ 1 წლით აქვს 24/7-ზე
პროგრამული მხარდაჭერა. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია
სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის შემსყიდველისთვის სტრატეგიული
მნიშვნელობით. თუკი პრეტენდენტი თავად არის GPS მონიტორინგის პროგრამული
უზრუნველყოფის მწარმოებელი, ესეთ შემთხვევაში ვალდებულია თავად
გაუწიოს 24/7-ზე პროგრამული მხარდაჭერა;
2. GPS მონიტორინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში უნდა შედიოდეს
მწარმოებლის მიერ მხარდაჭერილი, მშობლიური(native) პროგრამირების ენაზე
შესრულებული აპლიკაციები Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე. აპლიკაციის
საშუალებით უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება განახორციელოს
სრულფასოვანი მონიტორინგი სმარტფონის გამოყენებით. აპლიკაციაში უნდა
ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია: მატარებლის/ავტომობილის მოძრაობა რეალურ
დროში, მოძრაობის ისტორია, რეპორტები, სტატისტიკა და შეტყობინებები.
შესაძლებელი უნდა იყოს აპლიკაციების თავისუფლად ჩამოტვირთვა Android და iOS
აპლიკაციების მარკეტიდან;
3. GPS მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „ონლაინ“ 24 საათის განმავლობაში (24/7).
მონიტორინგის სისტემაში წვდომის შესაძლებლობა შემსყიდველს და
მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული როგორც
კომპიუტერიდან, ასევე მობილური ტელეფონიდან შესაბამისი პაროლისა და
მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
4. მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს 12 (თორმეტი) თვის ისტორიის
ავტომატურად ბაზაში არქივაცია, რომელიც შემსყიდველისთვის უნდა იყოს
ხელმისაწვდომი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
5. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ
გასული 1 წლის ისტორია დაარქივებული დატოვოს სს "საქართველოს რკინიგზის"
საკუთრებაში არსებულ სერვერზე. ხოლო მომდევნო 2 წლის განმავლობაში,
მოთხოვნის შემთხვევაში გახსნას არქივი, ამოიღოს საჭირო პერიოდის
მონაცემები და მიაწოდოს შემსყიდველს.
6. მონიტორინგის პროგრამული მოდულების განთავსება უნდა მოხდეს
მომხმარებლის სერვერზე;
7. მომსახურების გაწევის მითითებული რაოდენობები სავარაუდოა და
შესაძლებელია სრულად არ განხორციელდეს.
8, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დავალება თანდართული
დანართი N3-ის შესაბამისად.
გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
სს ,,საქართველოს რკინიგზის” ბალანსზე რიცხული მოძრავი საშუალებების
მარშუტის, მონიტორინგის და კონტროლისთვის, დამონტაჟებულ და
დაინსტალირებულ უნდა იქნას GPS პროგრამული სისტემა შემდეგი პაკეტით:
1. GPS მონიტორინგის სისტემა ინტეგრირებულ უნდა იყოს მნემო სქემების
პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რათა სადისპეტჩერო სამსახურმა
მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს რკინიგზის
ლიანდაგებზე მის საკუთრებაში მყოფი მოძრავი შემადგენლობების
(ელ.მატარებლების, ლოკომოტივების, თვითმავალი სარელსო საშუალებების)
მონიტორინგი;
2. GPS მონიტორინგის სისტემასთან ინტეგრირებული უნდა იყოს RFID წამკითხველი,
რომელიც უზრუნველყოფს განსაზღვროს, თუ რომელ ლიანდაგზე მოძრაობს
შემადგენლობა. ყველა GPS მოწყობილობაზე რეალურ დროში უნდა აისახებოდეს
წამკითხველის მიერ გამოგზავნილი გადასარბენის და სადგურების
შესასვლელებში დამონტაჟებული ტაგების-იდენტიფიკატორების ნომრები.
აღნიშნული იდენტიფიკატორების ინფორმაცია ინტეგრირებული უნდა იყოს
მნემო სქემების სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფაში. GPS
მონიტორინგის სისტემა რეალურ დროში უნდა უზრუნველყოფდეს, თუ რომელ
ლიანდაგზე მოძრაობს შემადგენლობა;
3. შესაძლებელი უნდა იყოს მაუსის საშუალებით მნემო სქემის მასშტაბის
ცვლილება და ასევე სქემაზე დატანილი უნდა იყოს + (პლუს) და - (მინუს)
ღილაკები მასშტაბის გადიდება/დაპატარავების ფუნქციით;
4. მაუსის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს მნემო სქემის მოძრაობა,
აგრეთვე უნდა ხდებოდეს არსებულ მნემო სისტემაში ტექნიკების
იდენტიფიკაცია და მათი ფერების მიხედვით გარჩევადობა. კერძოდ
(ელ.მატარებლები, ლოკომოტივები, თვითმავალი სარელსო საშუალებების)
სხვადასხვა მაიდენტიფიცერებელი ფერების მინიჭება. ასევე ფერები უნდა
იცვლებოდეს ტექნიკის სტატუსის შეცვლის შემთხვევაში. კერძოდ, იმ
შემთვევაში თუ ტექნიკაზე დამონტაჟებულ GPS მოწყობილობასთან კავშირი
გაწყდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მნემო სქემაზე ავტომატურად
უნდა მიენიჭოს სხვა ფერი. იმისთვის, რომ მომხმარებელს გაუადვილდეს
გარკვეული გზის მონაკვეთების გაგრძელებების მოძებნა, საჭიროა ნახაზზე
არსებული სქემის წყვეტის ადგილებში დატანილი იყოს ნახაზების
გაგრძელების მანიშნებელი ხატულები. აღნიშნულ ღილაკებზე მაუსის
დაჭერისას გზის მომდევნო უბანზე მონიტორის ფოკუსი უნდა გადადიოდეს
ავტომატურად. მნემო სქემის ყველა აქტიური მონაკვეთის (გადასარბენის ან
სადგურის ლიანდაგების) ჩართვა/გამორთვის ღილაკზე დაჭერისას ყველა
აქტიურმა მონაკვეთმა უნდა შეიცვალოს ფერი და ასევე უნდა აისახოს ყველა
მონაკვეთის უნიკალური იდენტიფიკატორი. შესაძლებელი უნდა იყოს,
კურსორის მიმდინარე კოორდინატების ასახვა მნემო სქემაზე. მნემო
სქემაზე გამოსახული უნდა იყოს სადგურების მონაკვეთები შესაბამისი
ნუმერაციით. მნემო სქემაზე მატარებლების ტიპის მიხედვით გამოტანილი
უნდა იყოს განსხვავებული ხატულების საშუალებით ელ.მატარებლები,
ლოკომოტივები, თვითმავალი სარელსო საშუალებები. მნემო სქემაზე
შესაძლებელი უნდა იყოს, მატარებლების სტატუსების ჩვენება, შესაბამისი
ხატულების მეშვეობით. სტატუსები უნდა იყოს შემდეგი სახის:
ა. მატარებელი არ არის კავშირზე.
ბ. მატარებელი გაჩერებულია.
გ. მატარებელი მოძრაობს.
5. მთავარი ლიანდაგები მნემო სქემაზე უნდა განსხვავდებოდეს ვიზუალურად
სხვა ლიანდაგებისგან. სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფაში
მხარდაჭერილი უნდა იყოს უბნების გადართვის ფუნქციონალი. მენიუს
ღილაკის მეშვეობით უნდა ჩამოიშალოს უბნების ჩამონათვალი. უბნის
არჩევისას მომხმარებელს ჩაეტვირთება მხოლოდ შესაბამისი უბანი.
დასაკეცად მენიუში უნდა ჩანდეს უბნების დასახელებები და უბნების
სურათები. მნემო სქემის სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფაში
შესაძლებელი უნდა იყოს მატარებლის როგორც მნემო სქემებზე, ასევე
რუკაზე ასახვა. რუკაზე მატარებელთან ერთად ასახული უნდა იყოს
მიმდებარე გადასარბენი(ები) და სადგურები(ები);
6. მნემო სქემის ინტერფეისში გამოტანილი უნდა იყოს შემდეგი
ინფორმაცია:
- მატარებლის შესახებ ინფორმაცია;
- ფუნქციონალი;
- მატარებლის ხატულაზე კურსორის მიტანისას შესაძლებელი უნდა იყოს
შემდეგი ინფორმაციის ჩვენება: მიმდინარე სიჩქარე, მატარებლის ნომერი,
მატარებლის ადგილმდებარეობის პროპორციული ვიზუალური ასახვა
გადასარბენზე ან სადგურში. მატარებლის მიმდინარე პოზიციის ათვლა
კილომეტრებში და მისი პიკეტებში ასახვა;
- მატარებლის ხატულაზე კურსორის დაჭერისას შესაძლებელი უნდა იყოს
შემდეგი ინფორმაციის ჩვენება: მატარებლის შესახებ შენახული
მონაცემების EXCEL-ში და PDF-ში ექსპორტი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება
EXCEL-ის და PDF-ის ხატულაზე დაჭერისას და დააექსპორტებს იმ მომენტისთვის
გაფილტრულ მონაცემებს;
- მატარებლის ისტორიის გამოტანა უნდა მოხდეს შემდეგი პარამეტრების
მითითებებით: შესაძლებელი უნდა იყოს მატარებლის არჩევა. მატარებლის
შესახებ შენახული მონაცემების ამოღება პერიოდის მითითებით: საწყისი
დრო, საბოლოო დრო. შესაძლებელი უნდა იყოს მატარებლის შესახებ შენახული
მონაცემების ტიპის მითითება: ყველა მონაცემი, წაკითხული
იდენტიფიკატორების მონაცემები, სადგურებში შესვლის მონაცემები,
გადასარბენზე შესვლის მონაცემები, პიკეტების გავლის მონაცემები,
კავშირის წყვეტები/აღდგენის ისტორია;
- მატარებლის შესახებ შენახული ისტორია უნდა შეიცავდეს შემდეგ
მონაცემებს: სადგურის ან გადასარბენის დასახელებას, ლიანდაგის ნომერს,
მონაკვეთზე შესვლის დროს/თარიღს, მატარებლის ნომერს, მონაკვეთზე
შესვლისას გადმოცემული GPS კოორდინატებს, მონაკვეთზე შესვლისას
დაფიქსირებული მატარებლის სიჩქარეს, მატარებლების მიმართულებას;
- მნემო სქემების სადისპეტჩერო პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს
ადმინისტრირების სპეციალური გვერდი, საიდანაც მხარდაჭერილი იქნება
შემდეგი ფუნქციონალი: მომხმარებლის მართვა, მომხმარებლის ძებნა (LIVE SEARCH),
მომხმარებლის ყველა მონაცემის რედაქტირება (გარდა ID-სა), მომხმარებლის
წაშლა, მომხმარებლის სიის სორტირება ზრდადობით და კლებადობით, ყველა
მონაცემის მიხედვით;
- მომხმარებლის შესახებ ველები: სახელი, ტელეფონი, როლი, პაროლი, უბანი,
სურათი;
- უბნის მართვა - ფუნქციონალი: უბნის ძებნა ცხრილში (LIVE SEARCH), უბნის სიის
სორტირება ზრდადობით და კლებადობით ყველა მონაცემის მიხედვით, უბნის
აღსაწერი ველები, უბნის დასახელება, უბნის საწყისი - მარცხენა ზედა
კოორდინატი მნემო სქემაზე, უბნის საბოლოო - მარჯვენა ქვედა კოორდინატი
მნემო სქემაზე, შესაძლებელი უნდა იყოს უბნის სურათის
ატვირთვა/მიმაგრება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგის სისტემაში შემავალი GPS
და საწვავის დონის განმსაზღვრელი მოწყობილობები შემსყიდველს
გადაეცემა დროებით სარგებლობაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის
დასრულების შემდეგ დაუბრუნდება მიმწოდებელს.