1.2.1 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები უნდა განხორციელდეს
ხელშეკრულების დადების დღიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.2.2 დანართი №1-ით წარმოდგენილი მომსახურებების სახეობები არის
საორიენტაციო, შესყიდვები განხორციელდება შემსყიდველის წინაშე
დამდგარი კონკრეტულ მომსახურებებზე, რომელთა სახეობები და მოცულობები
განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასების
მიხედვით.
1.2.3 თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების
ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა
(რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით
გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში
განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის)
შემცირებით.
1.2.4 მიმწოდებელმა (ფოსტა) უნდა უზრუნველყოს ბსუ-ს ადგილობრივი და
საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება, სხვადახვა წონის
საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის,
ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გაგზავნა.
1.2.5 მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და
კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო
დღეებში 10:00-დან 16:30 საათამდე.
1.2.6 სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე ცხადდება (ბსუ) შეთანხმებული დროის განმავლობაში.
1.2.7 შემსყიდველს (ბსუ) შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ინტერნეტ პორტალის
მეშვეობით გზავნილებს ონლაინ ადევნოს თვალი ე.წ „თრექინგით“,
(საერთაშორისოს შემთხვევაში სატრანზიტო ქვეყნების ჩათვლით);
მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის
„თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის
დადგენის მიზნით.
1.2.8 მიმწოდებელმა (ფოსტა) უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების
მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის
არსებობის იუზერის შექმნა, ბსუ-ს კანცელარიის მიერ განსაზღვრულ
თანამშრომელზე აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და
საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის
დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა.
1.2.9 მიმწოდებლისთვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს
ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან
ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი
გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი (PDF ფორმატში) უნდა
აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი
ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით
შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
1.2.10 მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტაქტო პირის პირადი ნომერი
და ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).
1.2.11 მიმწოდებელი (ფოსტა) ვალდებულია, დამკვეთი (ბსუ) მუდმივად
უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არჩაბარების დამადასტურებელ
დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ორგანიზაციას
(ბსუ) უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც.
1.2.12 ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც
ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის
მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების
ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა
აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
1.2.13 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი (ბსუ) საჭირო შესაფუთი
მასალით, შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება (კონვერტის
გარდა).
1.2.14 მიმწოდებელმა/წარმომადგენელმა/კურიერმა ჯეროვნად და
კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული
უფლება-მოვალეობები.
1.2.15 გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
- მიმწოდებელიის წარმომადგენელი ახორცილებს ადრესატთან ერთ ვიზიტს.
- საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის (ფოსტის) კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო
დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან
რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- სწრაფი მომსახურების შემთხვევაში ქ.ბათუმში იმავე დღეს, სხვა
ქალაქებში მეორე დღეს.
- გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული
პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის
მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის სამსახურის წარმომადგენელს ან
ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ
შესაბამის პირს.
. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით
და აისახოს პროგრამულად.
- თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის
(ფოსტის) წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება (შეტყობინება
უნდა მოიცავდეს ვადას და მისამართს)
1.2.16 ნებისმიერი ინფორმაციის ( გზავნილი ჩაბარება /ადრესატისათვის
შეტყობინების დატოვება/ გზავნილის ჩაუბარებლობა) პროგრამული ასახვა
განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
გზავნილი რომლიც ვერ ჩაბარდა ადრესატს შეტყობინების დატოვების
შემდგომაც, დაუბრუნდეს დამკვეთს (ბსუ) 5 სამუშაო დღის ვადაში.
1.2.17 საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების
შემთხვევაში-მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის
შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღის
ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს. გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ.
1.2.18 სწრაფი საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურებისას: ა)
ევროპის ქვეყნებში – არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში; ბ) ამერიკაში –
არაუმეტეს 4 სამუშაო დღეში; გ) დსთ-ს ქვეყნებში – არაუმეტეს 5 სამუშაო
დღეში; დ) სხვა დანარჩენ ქვეყნებში – არაუმეტეს 6 სამუშაო დღეში.
1.2.19 საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის (ბსუ)
მიერ გზავნილის მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის მითითებულ მისამართზე
კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის
შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს გზავნილის მიმღების
ხელმოწერით.
1.2.20 ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილი დაუბრუნდეს დამკვეთს (ბსუ)
არარნაკლებ გზავნილის ღირებულებით.
1.2.21 გზავნილის გადამისამართება
- შემსყიდველის (ბსუ) მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან
დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში
ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
შეტყობინებით (ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სასურველია
გადამისამართების პროგრამული ასხვა).
- დაუშვებელია გზავნილის გადამისამართება შემსყიდველთან
შეუთანხმებლად (ბსუ).