საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს
პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული
სამშენებლო სამუშაოების** ან/და მოთხოვნილი ტიპის სამუშაოების***
ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 665,685.00
(ექვსასსამოცდახუთი ათას ექვსასოთხმოცდახუთი ლარი და 00 თეთრი)
ლარისა.
ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის
(დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს
შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები**, არანაკლებ
შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის
ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული
სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო
სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%.
*საანგარიშო პერიოდი მოიცავს უკანასკნელ 5 (ხუთი) სრულ წელს ტენდერის
გამოცხადების თვიდან (მაგალითად, თუ ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის იანვრის
თვეში ნებისმიერ დღეს, გამოცდილების პერიოდი იქნება 2018 წლის 1 იანვრიდან -
2023 წლის 1 იანვრამდე მონაკვეთი).
მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები** - პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება
საირიგაციო ინფრასტრუქტურის*, კაშხლების, წყალსაცავების,
ჰიდროელექტროსადგურებისა და წყალმომარაგება/წყალარინების
სისტემების მშენებლობა**.
* საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები:
კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური, მეორე
რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული
ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი,
მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური,
ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები;
** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4
მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი
მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი,
მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის
დაშლა/დანგრევა).
დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება
ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი
დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია
ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს
სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი,
მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები,
კერძოდ:
• სამუშაოს შესრულების აქტი (მაგალითად ფორმა N2 ან ანალოგიური
შინაარსის სხვა დოკუმენტი) ან/და
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი
ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ა.გ.) გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, შემსყიდველის მიერ
მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები (არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო
სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი
ხელშეკრულების (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული
სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო
სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%) უნდა დასტურდებოდეს ისეთი
დოკუმენტ(ებ)ით, რომელშიც შესაბამისი დამკვეთი ადასტურებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის
ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული
დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო
შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“
გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს
ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო
შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან
ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის
ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტები.
დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული
სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა
იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ
დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.
ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების
დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი
მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა,
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე
მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო
დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა
აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად,
ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ
გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც
შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე,
უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი
პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა
ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა
ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ
დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული
დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.
თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი,
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც
დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.