Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #46472049)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 46472049
Дата публикации: 26-09-2023
Сумма контракта: 29 952


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019508
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.09.2023 17:23
Начало приема предложения 06.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.10.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 29`952.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა
Дополнительная информация
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა

Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 26.09.2023 15:59
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 26.09.2023 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536907&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექდავალება

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

ვაშნარის ნაქალაქარი (IV-VIII სს.) მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურიანთაში, მდინარე ნატანებისა და სკურდუმის ხერთვისში. ძეგლი მნიშვნლოვნად დაზიანებულია. ნაქალაქარის ნაშთი მე-19 საუკუნის მიწურულში ვიზუალურად დაათვალიერეს დიუბუა დე მონპერემ, დ.ბაქრაძემ, თ.სახოკიამ და სხვ. 1949 წელს იქ სტაციონალური გათხრები ჩაატარა არქეოლოგმა გ.გობეჯიშვილმა, ხოლო 1963 წელს, აკად. ნ.ბერძენიშვილის თაოსნობით დაიზვერა ნაქალაქარი და მიმდებარე ტერიტორია. 1993, 2016, 2018, 2020 და 2023 წლებში ძეგლზე მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა (გაიწმინდა ადრე შესწავლილი სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი). იქ წარმოებული სამუშაოების პროცესში აღმოჩნდა იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ნაწარმი: ამფორები, ამფორისკები, ჯამ-ფიალები, ხელადები, დოქები. ასევე, თიხისა და მარმარილოს ფილები, ბაზები და სვეტისთავები, წყლის კოლექტორის თიხის მილები. კამერალური სამუშაოების ჩატარებისას ეროვნულ მუზეუმში მივაკვლიეთ სატაძრო კომპლექსის სამხრეთ მონაკვეთში გათხრილი სამაროვნისეული ოქროს ნივთები და სხვა არტეფაქტბი, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდება ნაქალაქარის ფუნქციონირების ადრეული ეტაპი. ზემოაღნიშნული არტეფაქტების მრავალრიცხოვნობა მიუთითებს, რომ ძეგლი სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად რეგიონის საქალაქო (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითვისებდა.
ზემოაღნიშნული ნაქალაქარი იბერია-ეგრისის სამეფოების ზეობის უშუალო თვითმხილველია. სავარაუდოთ, ნაქალაქარი ეგრისის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ფორპოსტს წარმოადგენდა და მე-4 - მე-8 საუკუნეებში საერთო ქართული პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება. ამიტომ მისი ფართომასშტაბიანი შესწავლა ადრეშუასაუკუნეების ქალაქმშენებლობის სიღრმისეულ გაშუქებას სისხორცეულად უკავშირდება.ესენია: გეგმარება, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკა, კოშკების გალავანთან კავშირ-ურთიერთობა, საკულტო ნაგებობები და იქ გამოვლენილი ადრეშუასაუკუნეების ხანის სამაროვნის გავრცლბის არეალის დადგენა. ციტადელის ტერიტორიაზე არსებული იმფრასტრუქტურის გამოვლენა და შემორჩენილი გალავნის გეგმის დაზუსტება-ფიქსაცია და საკონსერვაციო საქმიანობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა .
ძეგლი, საკმაოდ დიდი დროის (IV-VIII სს.) განმავლობაში ფუნქციონირებდა და სტრატიგრაფიული მონაცემების საფუძველზე მრავალჯერაა გადაკეთებულ-აღდგენილი. ამასთანავე, არსებობს ნიშნები რომლის მიხედვითაც იგი წარმოადგენდა მრავალფენიანი სტრატიგრაფიის მქონე ძგლი.

 ვაშნარის ნაქალაქარზე 2023 წელს ჩასატარებული არქეოლოგიური სამუშაოები:

1. ბაპტისტერიუმის გარშემოსავლელის დაღრმავება 0.2-0.3მ. (15X15 მ.) განათხარი მიწის გატანა 40-50 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;
2. ბაზილიკის ჩრდილოეთით არსებული მარტირიუმის გარშემოსავლები კედლების პრეპარაცია და გარშემოსასვლელი დასავლეთი ნაწილის გათხრა (10 X2 მ.) განათხარი მიწის გატანა 40-50 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;
3. ძეგლის ცალკეული ნაწილების თანდათანობითი კონსერვაცია;
4. სამხრეთი გალავნის გაყოლებაზე გამოვლენილი ნაგებობის გავრცელების არეალისა და დანიშნულების ხასიათის გასარკვევად გათხრა-პრეპარაცია (30X5 მ.) განათხარი მიწის გატანა 40-50 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;
5. ბაზილიკის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესა და სამხრეთის კოშკს (N1 კოშკი) შორის არსებული სივრცის გათხრა-პრეპარაცია (12X5 მ.) განათხარი მიწის გატანა 30-40 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;
6. ბაზილიკის დასავლეთით ტაძარში შესასვლელის სამხრეთი და ჩრდილოეთით არსებული სივრცის გათხრა-პრეპარაცია . (10X2). განათხარი მიწის გატანა 30-40 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;;
7. ბაზილიკის დასავლეთით გამოვლენილი სავარაუდო კოშკის აღმოსავლეთით აღმოჩენილი სათავსოს იატაკის დონეზე გათხრების დასრულება (30X6). განათხარი მიწის გატანა 40-50 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;
8. ბაზილიკის სამხრეთითა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კოშკების (N1 და N6 კოშკები) დამაკავშირებელი გალავნის გათხრა-პრეპარაცია (40X2). განათხარი მიწის გატანა 35-40 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;;
9. ბაზილიკის სამხრეთ-დასავლეთით არსებული კოშკის (N6 კოშკი) შიდა სივრცეში დაღრმავება-პრეპარაცია (5X5 მ.). განათხარი მიწის გატანა 30-40 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;;
10. მდ. სკურდუმის პირას, კარიბჭის სადაზვერვო თხრილების მოძიება (25X2 მ.). ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. განათხარი მიწის გატანა 40-50 მეტრის დაშორებით ხელით და ურიკით;

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;

სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

სრული ტექნიკური დავალება იხილეთ ატვირთული ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი):
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათელა სესიკაშვილი, 577243501, sesikashvilinatia7@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

26-09-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

26-09-2023 Техническое обслуживание и ремонт.

26-09-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

26-09-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

26-09-2023 Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы.

26-09-2023 Телекоммуникационные услуги .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru