Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #46472016)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD AJARA PROJECTS MANAGEMENT COMPANY
Номер конкурса: 46472016
Дата публикации: 26-09-2023
Сумма контракта: 468 992


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019485
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.09.2023 15:02
Начало приема предложения 12.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 17.10.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 468`992.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45247000 - Строительство плотин, каналов, оросительных каналов и акведуков
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე
Дополнительная информация
დაბა ჩაქვში, ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისათვის სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`690 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilia kamadadze :: 26.09.2023 13:58
  • Последнее исправление: ilia kamadadze :: 26.09.2023 15:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536877&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დაბა ჩაქვში, ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისათვის სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი (ს/კ 20.48.01.137).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. კერძოდ:
2.2.1.1 2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა, დღგ-ს ჩათვლით.

შენიშვნა: ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შისაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება:სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების, ასფალტობეტონის ან რკინაბეტონით გზების, გვირაბების, დამცავი კედლების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ა.შ მოწყობის სამუშაოები.

2.2.1.2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N1–ის შესაბამისად;

2.2.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP,CMR) წარმოდგენა.

2.2.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.

2.2.1.5. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2.1.6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური გეგმა-გრაფიკი, რომელშიც სამუშაოების ღირებულება დაყოფილი უნდა იყოს ორ ეტაპად- თითოეული ეტაპის ღირებულება უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 50% -ს.
2.5.1.2.ფინანსური გეგმა-გრაფიკით უნდა იკვეთებოდეს მიმწოდებლის მიერ გაწერილი პერიოდების მიხედვით ასათვისებელი თანხის მოცულობები.

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ხარისხი;
2.9.2. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2.9.3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
2.9.4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.9.5.. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.2.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.1.3.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პრეტენდენტის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
5.1.4.2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.
5.1.4.3. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:
5.1.5.1.1. უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
5.1.5.1.2. ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
5.1.5.2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა ან ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს ან/და წარმომადგენლობას/ფილიალს, ამ პირების მიერ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 ან/და 5.1.7. პუნქტებისა და მათი ქვეპუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

5.1.6 for a non-resident

5.1.6.1. არარეზიდენტმა პირებმა უნდა წარმოადგინონ 5.1.2., 5.1.3. და 5.1.4. ქვეპუნქტებში (იურიდიული ფორმის შესაბამისად) მითითებული თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
5.1.6.2. თუ არარეზიდენტი პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება 5.1.2., 5.1.3. და 5.1.4. ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან ამ ინფორმაციის შემცველი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

5.1.7.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ის ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. და 5.1.6. (იურიდიული ფორმის შესაბამისად) ქვეპუნქტებში მითითებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები.
5.1.7.2. წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
6.4.2. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს, პირველი მოთხოვნისთანავე, გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
6.4.4. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გაზრდილი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
6.4.5. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენისგან არ თავისუფლდება.
6.4.6. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა ნახევრდება.
6.4.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 34-ე მუხლის საფუძველზე, შემსყიდველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ გარანტიაზე, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში;
7.2.2. შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს ეტაპობრივად - 2 ეტაპად. პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოები უნდა შეადგენდეს საერთო სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ
50%-ს.
7.2.3. ანგარიშსწორება ხორციელდება მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.4. პუნქტის შესაბამისად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა #2), მიღება-ჩაბარების აქტის (გადახდის სერტიფიკატი) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
7.2.4. შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა #2):
7.2.4.1. დადასტურებული უნდა იყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ;
7.2.4.2. შემსყიდველის მიერ დადასტურებულ შესრულებული სამუშაოების აქტზე (ფორმა #2) გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურდეს აქტში მოყვანილი შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისობა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობასთან მიმართებაში;
7.2.5. აკრედიტირებული პირის საექსპერტო დასკვნის მოპოვების და წარმოდგენის, ასევე, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევაზე ვალდებულება ეკისრება პრეტენდენტს;
7.2.6. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახოციელებელი პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას);
7.2.7. ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ დადასტურებულ შესრულებული სამუშაოების აქტზე (ფორმა #2) საექსპერტო დასკვნის და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.3. პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორება არ განხორციელდება;
7.2.8. შემსყიდველი შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5 %-ს დაკავებას. თანხის დაკავება იწარმოებს შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა #2), მიღება-ჩაბარების აქტში (გადახდის სერტიფიკატი) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ნაჩვენები შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად 5%-ის ოდენობით;
7.2.9. შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%. აღნიშნული 5%-ის დაკავება მოხდება როგორც შუალედური ისე საბოლოო სამუშაოების მოწოდების დროს, რომლის დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის შემდგომ. მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის/დაწესებულების მიერ გაცემული დასაბრუნებელი თანხის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru