Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Типографские услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #46293347)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 46293347
Дата публикации: 21-09-2023
Сумма контракта: 416 859


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON230000316
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.09.2023 15:49
Начало приема предложения 27.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.09.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 416`859.65 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79800000-Типографские услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79823000 - Услуги печати и доставки
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 8`337 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 13.09.2023 15:58
  • Последнее исправление: teona okropiridze :: 21.09.2023 13:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535174&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების (წიგნები და რვეულები) (შემდგომში სახელმძღვანელო) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. საქონლის/მომსახურების ტექნიკური პირობები და დიზაინი მოცემულია თანდართულ ფაილებში (იხ. ბეჭდვის პარამეტრები და სახელმძღვანელოების დიზაინი).

1.2.2. სახელმძღვანელოზე დატანილ უნდა იქნეს ISBN (International Standard Book Number – წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) კოდები შესაბამისი შტრიხკოდით.

1.2.3. სახელმძღვანელოს უკანა ყდაზე შავი ფერის ასოებით უნდა იყოს წარწერა - „დაფინანსებულია „მოსწავლეების და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში. ასევე, სახელმძღვანელოს უკანა ყდის შიდა მხარეს გამოყოფილად წითელი ასოებით და შედარებით დიდი შრიფტით უნდა ეწეროს - „გაყიდვა აკრძალულია!“ და აღნიშნული წარწერის ქვევით შედარებით პატარა შრიფტით და შავი ასოებით უნდა ეწეროს - „ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : (+995 32) 2 200 220“. აღნიშნული წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე. პირველ გვერდზე (სატიტულე) მითითებული უნდა იყოს ბეჭდვის წელი - 2023.

1.2.4. შესყიდვის ობიექტების რაოდენობა და მახასიათებლები იხილეთ თანდართულ ფაილებში;

1.2.5. საბეჭდი ფაილები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.2.6. პრენდენტმა დანართი N1 - ფასთა ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის და ქ. თბილისის საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 25 ნოემბრისა.

1.4.2. სახელმძღვანელოების, რომელთა მიწოდებაც არ ხორციელდება სკოლებში და რესურსცენტრებში, მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში, ლილო, იუმაშევის ქუჩა N4-ში, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. თითოეულ ობიექტზე სახელმძღვანელოების მოწოდება უნდა განხორციელდეს სათანადო შეფუთვით. შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშნული კონკრეტული სახელმძღვანელოს გამომცემლობა, დასახელება, შეფუთული სახელმძღვანელოების რაოდენობა და სახელმძღვანელოს კოდი.

1.5.2. საწყობში მისაწოდებელი სახელმძღვანელოები შეფუთული უნდა იყოს პოლიეთილენის შესაფუთ მასალაში (სტრეიჯ-ლენტა), რომლის სისქე არ უნდა იყოს 23 მიკრონზე ნაკლები. ხოლო სკოლებსა და რესურსცენტრებში მისაწოდებელი სახელმძღვანელოები შეფუთული უნდა იყოს პოლიეთილენის შესაფუთი მასალით (სტრეიჯ-ლენტა), რომლის სისქე არ უნდა იყოს 23 მიკრონზე ნაკლები ან/და მყარი მუყაოს ქაღალდით (რომელიც ადვილად არ უნდა ზიანდებოდეს).

1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სახელმძღვანელოების ტრანსპორტირება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ქ. თბილისის საჯარო სკოლებსა და ქ.თბილისში ლილო, იუმაშევის ქუჩა N4-ში. საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები მიმწოდებელმა უნდა დაახარისხოს სკოლების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი). აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.2.1.2. უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა (ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის) - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.საკითხის განსაკუთრებული მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოების მიწოდების ვადის გათვალისწინებითა და ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით სახელმძღვანელოების ბეჭდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე (დასაბუთება იხ. სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების ოქმში).

2.3.2. პრეტენდეტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რომელ სტამბებში განხორციელდება სახელმძღვანელოების ბეჭდვა, ორგანიზაციის დასახელების (რომლის მფლობელობაშიც არის მითითებული სტამბა), საიდენტიფიკაციო ნომრის, სტამბის მისამართის (უშუალოდ სადაც სტამბა მდებარეობს) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოსაყენებელი ქაღალდის შიგთავსის და გარეკანის შესახებ (მისათითებელი მახასიათებლები იხილეთ მიბმულ ფაილში).

2.7.1.2 ზემოაღნიშნული პუნქტის ( 2.7.1.1.) მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის დასტურად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს, შიგთავსისა და გარეკანის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტი, სერტიფიკატი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ეს უკანასკნელიც აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იქნას ამობეჭდილი და თარგმნილი ქართულ ენაზე), სადაც მითითებული იქნება შიგთავსის და გარეკანის მახასიათებლები. აღნიშნული მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს ბეჭდვის პარამეტრებში მოცემულ აღწერილობა/მახასიათებლებთან.

2.7.1.3 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს საღებავის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტი, სერტიფიკატი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ეს უკანასკნელიც აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იქნას ამობეჭდილი და თარგმნილი ქართულ ენაზე), სადაც მითითებული იქნება საღებავის მახასიათებლები, კერძოდ, უნდა იკითხებოდეს ბეჭდვის პარამეტრების შენიშვნის გრაფაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს თავის და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ ხელმოწერილი დოკუმენტ(ებ)ი, რითაც პირი ადასტურებს, რომ მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გამართულია და ადეკვატურია მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან, დოკუმენტში ასევე უნდა იკითხებოდეს ინფორმაცია თუ რომელი სახელმძღვანელოს (წიგნის კოდის მითითებით) ბეჭდვას უზრუნველყოფს მიმწოდებელი ან/და ქვეკონტრაქტორი. დანართის არსებობის შემთხვევაში ხელმოწერილი უნდა იყოს როგორც ძირითადი დოკუმენტი, ასევე დანართიც.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1. მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ შესყიდვის ობიექტზე წარუდგინოს შემსყიდველს ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული სახელმძღვანელოს მიწოდების დაწყებამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაციის მიერ, დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს შემოწმებული სახელმძღვანელოები (თითოეული სახელმძღვანელოს მინიმუმ ერთი ეგზემპლარი). შემოწმებულ შესყიდვის ობიექტებზე დატანილი უნდა იყოს საქართველოს პოლიგრაფისტა ასოციაციის ბეჭედი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

2.9.2. მიწოდების ყოველ ეტაპზე, შემსყიდველის შესაბამისი თანამშრომლები მოახდენენ მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ინსპექტირებას. შემსყიდველი უფლებამოსილია ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებელს მოსთხოვოს საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაციიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მოწვევა (მოწვეული პირის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).

2.9.3. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსყიდველის მიერ შერჩეულ ნებისმიერ 3 პროდუქტზე ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დამატებითი კვლევის ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ან სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციაში (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან უცხო ქვეყნის აკრედიტირებულ ან სერთიფიცირებულ საექსპერტო დაწესებულებაში ან ლაბორატორიაში (დასკვნას თან უნდა ახლდეს დაწესებულების ან ლაბორატორიის შესაბამის სფეროში აკრედიტაციის ან სერთიფიცირების დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი);

2.9.4. კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს დეტალური ინფორმაცია ბეჭდვის მიმდინარეობის პროცესის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია შემსყიდველს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში. შემსყიდველი ასევე, სატენდერო კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სტამბაში/სტამბებში ბეჭდვის პროცესის კონტროლის მიზნით.

2.9.5. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ინფორმაცია სახელმძღვანელოების დამზადების პროცესის შესახებ (შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელშიც გაწერილი იქნება თითოეული სახელმძღვანელო რა ეტაპზეა: იბეჭდება, იკრიფება, იკინძება და ა.შ.).

2.9.7. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაბეჭდილი და ყდაში ჩასმული უნდა იყოს მისაწოდებელი სახელმძღვანელოების მინიმუმ 30%, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით.

2.9.8. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

8337

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგნილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), თუ გამარჯვებული წარუდგენს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 60%-ს.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არაუადრეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

7.1.1.4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა უნდა მოხდეს პირდაპირპროპორციულად, ყოველი შესრულების ანზღაურებისას.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად საქონლის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. (ფასში არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე მელაშვილი, 577160830, smelashvili@spa.ge თეონა ოქროპირიძე 596105065 tokropiridze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2023-2024 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის № 2016 განკარგულების, პირველი მუხლის "პ" ქვეპუნქტის (წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების სახელმწიფო შესყიდვის 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;

10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ვალდებულია 2023 წლის განმავლოვაში საჭირო წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით;

10.1.4. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2023-2024 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია). სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.5. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;

10.1.5.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.5.2. პრეტენდენტმა წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დ.ღ.გ., მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი. ვინაიდან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით წიგნების ბეჭდვა/მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან; შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას არ იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.

10.1.5.3. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით;

10.1.5.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში თითოეულ პოზიციაზე მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებას.

10.1.6. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს დამატებითი მიწოდება, ერთეულის ფასის უცვლელად. თუმცა, დამატებით მიწოდებული რაოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს სახელმძღვანელოების ჯამური რაოდენობის 10%-ს. აღნიშნული რაოდენობის მიწოდებაც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 ნოემბრისა. ხოლო თუ შემსყიდველმა დამატებითი რაოდენობის მიწოდების მოთხოვნით მიმართა პრეტენდენტს 2023 წლის 10 ნოემბრის შემდეგ (ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში), მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

10.1.7. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება წინადებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

10.1.8. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2023 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით;

10.1.9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru