Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #46293303)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Prosecution Sesrvice of Georgia
Номер конкурса: 46293303
Дата публикации: 20-09-2023
Сумма контракта: 270 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019233
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.09.2023 19:38
Начало приема предложения 07.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.10.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 270`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45313100 - Монтажные работы по установке лифтов
Срок подачи სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 8,5 თვე.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`700.00 GEL
Размер гарантии 2`700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit khmaladze :: 20.09.2023 10:44
  • Последнее исправление: davit khmaladze :: 20.09.2023 19:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536123&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობაში ამორტიზებული 2 (ორი) ერთეული ლიფტის დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობაში შესაცვლელია ამორტიზებული ლიფტები
ლიფტების მინიმალური და სავალდებულო მახასიათებლები მოქცეულია თანდართულ დანართ N1-ში, EXCEL-ის ფაილში.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს დანართ N3-ში მოცემული ტექნიკური მონაცემებისა და მოცულობების შესაბამისად.
სავალდებულოა, რომ მიმწოდებელმა მოახდინოს ჯერ ერთი ლიფტის დემონტაჟი-მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო შემდგომ - მეორე ლიფტის, იმავე პროცედურების თანმიმდევრობით.
ლიფტების დემონტაჟის და მონტაჟის რიგითობა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
დემონტაჟის შემდეგ ლიფტები ინდივიდუალურ კომპლექტებად უნდა დასაწყობდეს შენობის ტერიტორიაზე შემსყიდველის მითითებულ ადგილას.
სამონტაჟო მასალების მიწოდება და შენობიდან სამშენებლო ნარჩენების (არსებობის შემთხვევაში) გატანა უნდა მოხდეს შენობის ტერიტორიაზე შემსყიდველთან შეთანხმებული მარშრუტების შესაბამისად. სამუშაოები წარიმართება ეტაპობრივად შემსყიდველთან შეთანხმებით.
მოქალაქეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, სამუშაო სივრცე და ლიფტის შახტის კარები შემოსაზღვრული უნდა იყოს დროებითი დამცავი ზღუდარებით; სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი;

სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად, თითეული ლიფტის სამუშაოების დასრულების შესაბამისად, წარმოადგინოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია ლიფტის ექსპლუატაციაში მისაღებად ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტესტირების ან/და ინსპექტირების სერტიფიკატი ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში აკრედიტებული საექსპერტო ან სხვა შესაბამისი კომპეტენციის დაწესებულების მიერ.
ტესტირების ან/და ინსპექტირების მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, ექსპერტიზა ჩატარებული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რომლის ხარჯების ანაზღაურებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი.
ამასთან, საექსპერტო ან სხვა შესაბამისი კომპეტენციის დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოში ხარვეზის/წუნის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის/წუნის გამოსწორების ან/და ხელახალი ექსპერტიზის, ტესტირების ან/და ინსპექტირების მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ან/და სამუშაოების შესრულები ვადას, ხოლო ვადების გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი. ხარვეზები გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ხარვეზის დაფიქსირებიდან 30 კალენდარული დღისა.

ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია:
შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ/პირებ-თან ერთად.
განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
სამუშაოებისას გამოყენებული ნებისმიერი მასალა ან/და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. შემსყიდველი უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის გონივრულ ვადაში წარმოდგენა.
მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების პროცესში უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
დემონტაჟისა და მონტაჟის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს საჭიროებისამებრ მოითხოვოს შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატი ანდა სხვა დოკუმენტი (მაგ.: ISO. წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს სამუშაოების თარიღისთვის მოქმედი, რომლის მოძიება და გადამოწმება შესაძლებელი იქნება სერთიფიკატის მიმნიჭებელი ორგანიზაციის ვებ გვერდზე. უცხოენოვანი სერტიფიკატის წარმოდგენისას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). მიმწოდებელმა ორგანიზაციამ დამკვეთთან წინასწარ უნდა წარმოადგინოს და შეათანხმოს ყველა ძირითადი და მოსაპირკეთებელი გამოსაყენებელი მასალების ნიმუშები, ასევე შემსყიდველის შესაბამის წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტული სამუშაოს შესრულების ტექნიკური ხერხის/მეთოდის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ან შესრულებული სამუშაო არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა და სამუშაო.

მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მათი მუდმივი ზედამხედველობით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაობის წარმართვა შეფერხების გარეშე და საამისოდ უნდა უზრუნველყოს სათანადო პერსონალისა და ტექნიკის არსებობა. დამკვეთი უფლებამოსილია, მისცეს მომწოდებელს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები ამასთან დაკავშირებით.

საგარანტიო ვადაში ლიფტების მომსახურების ჩამონათვალი და წესები მოცემულია დანართ N2-ში (შემდეგში „ლიფტების საგარანტიო მომსახურება“), რომელიც უცვლელი იქნება საგარანტიო ვადის ამოწურვამდე და რომლის („ლიფტების საგარანტიო მომსახურება“) ღირებულებასაც აანაზღაურებს შემსყიდველი სხვა შესყიდვის ფარგლებში.

ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების შესახებ
1. საკანონმდებლო ბაზა
1.2. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1.
1.3.საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ.
1.4.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი.
1.5. снип lll-4-80, снип lll-A-11-70
2. პერსონალი
2.1. სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე მუშაობის უფლება აქვთ 18 წელზე არანაკლები ასაკის პირებს (მუშაკებს და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებს), რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა და აღიარებულნი არიან ქმედითუნარიანად.
2.2. სამშენებლო ორგანიზაციების მუშები, მენეჯერები, სპეციალისტები და თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმელით (მოსასხამი, მუზარადებით, ხელთათმანებით უსაფრთხო ფეხსაცმელით და სხვა პირადი დამცავი აღჭურვილობით, სამუშაოს ტიპისა და რისკის ხარისხის გათვალისწინებით. (პირბადე, მექანიკური ნატეხების საწინააღმდეგო სათვალე, შემდუღებლის ნიღაბი და ა.შ.)
2.3.მაღლივი სამუშაოებისას (5 მეტრზე მაღლა, სახურავი, ფასადი, ელექტროგაყვანილობა, ტვირთის ატანა და ჩამოტანა და ა.შ.) პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ქამრებით, ხარაჩოებსა და სახურავის პერიმეტრებზე უნდა მოეწყოს სამშენებლო ნორმებით დადგენილი მოაჯირები.
2.4. სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშების, მენეჯერების, სპეციალისტებისა და თანამშრომლებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს პირველადი სანიტარული დახმარების, გასახდელების, ინვენტარის შენახვის, სველი წერტილების, საკვების მიღების ტერიტორიები.
2.5. სამშენებლო მოედანზე ყველა მუშა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით, რომლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ მოთხოვნებს.
2.6. სამშენებლო ობიექტზე უნდა ინახებოდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ნორმებით დადგენილი სამედიცინო საშუალებები. ( ბამბა, ბინტი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, და ა.შ.),
3. შრომის უსაფრთხოების მართვა
3.1. ყველა სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი და რომელსაც ნიშნავს დამსაქმებელი.
3.2.უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჟურნალს. ინსტრუქტაჟი უნდა ხდებოდეს პერსონალის სამუშაოეზე მიღებისას და ყოველკვირეულად. ინსტრუქტაჟის შესახებ ხელმოწერა ფიქსირდება უსაფრთხოების ჟურნალში.
3.3. უსაფრთხოების ოფიცერი ყოველდღიურად აწარმოებს სამუშაო ინვენტარის ინსპექტირებას ჟურნალს. ( ელექტროხელსაწყოები, სხვა დამხმარე საშუალებები). ინსპექტირების შედეგები ყოველდღიურად ფიქსირდება საინვენტარო ინსპექტირების ჟურნალში.
3.3. სამუშაო პროცესის დროს უსაფრთხოების ოფიცერი აწარმოებს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობას, გამოავლენს დარღვევებს და აღმოფხვრის ადგილზე.
4. სამშენებლო მოედანი
4.1. სამშენებლო მოედნის და სამუშაო ადგილების ორგანიზება უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალის უსაფრთხოებას სამუშაოს ყველა ეტაპზე. სამშენებლო მოედანი გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სანიშნეებით. საშიში ზონები უნდა იყოს მონიშნული უსაფრთხოების ნიშნებით და დადგენილი ფორმის წარწერებით.
4.2. სამშენებლო მოედანზე ზედამხედველის ნებართვის გარეშე დაუშვებელია უცხო პირების ყოფნა. შესაბამის დარღვევებს აღნიშნავს და ადგილზე აღმოფხვრის უსაფრთხოების ოფიცერი.
4.3. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალის დასაწყობების ადგილი, ან მოეწყოს საწყობი.
4.4. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) სამშენებლო ნაგვის ბუნკერის ადგილი.
5. დროებითი კომუნიკაციები
5.1. ელექტროგაყვანილობის, წყალსადენის და სხვა დროებითი კომუნიკაციები ობიექტზე მიყვანილი უნდა იყოს სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
5.2. დროებითი კომუნიკაციების უსაფრთხო მოწყობისა და ექსპლუატაციის ზედამხედველობას აწარმოებს უსაფრთხოების ოფიცერი.
6. სამუშაოების გარემყოფთათვის უსაფრხოება
6.1. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განთავსებულია პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, 80 ჰერცზე მეტი სიხშირის ხმოვანი ფონის შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩატარდეს არასამუშაო საათებში.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი მდებარეობს პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილების მიმდებარედ, სამუშაოების დროს გამოყოფილი სამშენებლო მტვერი მაქსიმალურად უნდა იყოს იზოლირებული პროკურატურის თანამშრომელთა სამუსაო ადგილებიდან.
7. სპეცისლური ნაწილი
7.1. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ტერიტორიებსა და შენობა-ნაგებობებში პერსონალის დაშვება ხორციელდება გენერალური ინცპექციის მიერ ვიზირებული საერთო სიისა და ნებადართული საშვების მეოხეობით.
7.2. შენობა-ნაგეგობებისა და ტერიტორიის შიდა პერიმეტრში პერსონალის და ტვირთების მოძრაობა ხდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებული მარშრუტების მიხედვით.
8. პასუხისმგებლობა
8.1. შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის ხელმძღვანელების, უსაფრთხოების ოფიცერის, პრარაბის, საქმეთა მწარმოებელის, მუშების) ზოგად მართვასა და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
8.2. დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. პუნქტი1-ს. საქართველოს ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ, .საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, снип lll-4-80-ის, снип lll-A-11-70-ის მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 8,5 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადაში, შესასრულებელი სამუშაოები ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპებად (გეგმა-გრაფიკის შესაბამისად თითოეული ლიფტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება) და მიმწოდებლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი ეტაპის დასრულების დამადასტურებელი სამუშაოების ფორმა N2.
სამუშაოების განხორციელების ადგილი: ქ. თბილისის, გორგასალის ქ. N24. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, სწორი ექსპლუატაციის დაცვის პირობებში, დეფექტის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ დეფექტის ან/და ხარვეზის შესახებ შეტყობინებიდან 3 თვისა.
საგარანტიო ვადაში სწორი ექსპლუატაციის პირობებში „ლიფტების საგარანტიო მომსახურების“ ჩამონათვალის (დანართი N2) გარდა, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ნებისმიერი დამატებითი სერვისს ან/და ძირითადი/არაძირითადი დეტალის/მოწყობილობის შეცვლას, საჭიროების/აუცილებლობის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
გარანტია მთელი ვადის განმავლობაში უნდა იყოს სრული, რაც მათ შორის გულისხმობს:
უნდა მოიცავდეს როგორც შეკეთებას, ისე ახლით შეცვლას საჭიროებისამებრ;
უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ხარჯს - მასალებს, ტრანსპორტირებას, მანქანა-მექანიზმებს, ხელფასს და ყველა სხვა ხარჯს.
გარანტია შესაძლებელია არ ეხებოდეს ნორმალური ცვეთით ან არასათანადო მოპყრობით გამოწვეულ დაზიანებას.
მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მის მიერ დამონტაჟებული მოწყობილობების და მისთ. ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ, მაგალითად, გარკვეული ნორმების დაცვა, გარკვეული გარემო პირობების შექმნა, გარკვეული მომსახურების ჩატარება, დამატებითი მოწყობილობების დაყენება (იმის მიუხედავად, ტექნიკურ დავალებაში თუ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ისინი თუ არა) თუ სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებლის უარი საგარანტიო მომსახურებაზე ექსპლუატაციის პირობების დაუცველობის მოტივით არ მიიღება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მიმწოდებელმა უნდა დააფიქსიროს მისაწოდებელი საქონლის და მისი მაკომპლექტებელი მოწყობილობების სასაქონლო ნიშანი, მოდელი, მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა დანართი N1-ის შესაბამის გრაფებში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N1-ში გრაფების მოთხოვნის შესაბამისად არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის და მისი მაკომპლექტებელი მოწყობილობების სასაქონლო ნიშანის, მოდელის, მწარმოებელი კომპანიის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. აღნიშნული ინფორმაციის ცვლილება შემდგომი დაზუსტების დროს დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს ბოლო სრული სამი წლის განმავლობაში (20.09.2020-20.09..2023) უნდა გააჩნდეს, ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე დასრულებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების (ლიფტების მოწყობა/მონტაჟი) შესრულების გამოცდილება, რომლის ღირებულება ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ორჯერ მეტ ოდენობას, რისთვისაც პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მოცემული შესყიდვის განცხადებისა და/ან ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომრების მითითებით, ან/და შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები სრულად, ან/და ამ ტენდერისთვის შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი გამოცდილების შინაარსის და ღირებულების იდენტიფიცირება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაოები უნდა განხორციელდეს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელმა სატენდერო სინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, რომელის მიხედვით სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა არ უნდა აჭარბებდეს სამუშაოების მიწოდების ვადას.
მიმწოდებელს აქვს უფლება, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადაში, შემსყიდველს წარუდგინოს უკვე წარდგენილი გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებ(ებ)ის მიზეზ(ებ)ის განმარტებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს დოკუმენტის სახით წარმოდგენილი წინადადებები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილების შესახებ თანხმობა ან დასაბუთებული უარი. გეგმა-გრაფიკის შესაბამისად თითოეული ლიფტის მონტაჟის და ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები (ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტესტირების ან/და ინსპექტირების ან/და სხვა დოკუმენტის წარმოდგენის ჩათვლით) ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპებად და მიმწოდებლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი ეტაპის დასრულების დამადასტურებელი სამუშაოების ფორმა N2.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ლიფტების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი/წერილები აღნიშნულის თაობაზე (ე.წ Manufacture Authorization Form).

2.7.1.2 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ლიფტების მონტაჟის უფლების ევრო სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC („მოდული H1“-შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის შემოწმებაზე), რომლის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ლიფტების და მათი მაკომპლექტებელი ძირითადი მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები, ტექნიკური დავალების ლიფტის სპეციფიკაციების დანართი N1-ის შესაბამისად.

2.9.2 პრეტენდენტმა, დოკუმენტ(ებ)ის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, სისტემაში უნდა აიტვირთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმან(ებ)ი. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნა სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9.3 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). წარმოდგენილი დასკვნა შესაბამისობაში უნდა იყოს 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ მოთხოვნებთან. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შემდეგი ფორმის დაცვით: გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიანი დოკუმენტით (ბლანკი), დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ. არ მიიღება პრეტენდენტის მიერ საკუთარ თავზე გაცემული საბანკო გარანტია.

6.4.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი განახორციელებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის სრული ოდენობით გამოყენებას;

6.4.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას, ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. 2023 წლის ბოლომდე შემსყიდველის მიერ განხორ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru