Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #46293266)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Union of Airports of Georgia"
Номер конкурса: 46293266
Дата публикации: 20-09-2023
Сумма контракта: 592 392


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019227
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.09.2023 18:18
Начало приема предложения 07.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 12.10.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 592`392.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи დოკუმენტაციის თანახმად.
Дополнительная информация
დაფინანსება: 2023-2024 წლის სახსრები.
Количество и объём закупок იხილეთ დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 5`924 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: emeliana uznadze :: 20.09.2023 15:20
  • Последнее исправление: emeliana uznadze :: 20.09.2023 18:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536222&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ამბროლაურის აეროპორტისა და მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის სარემონტო სამუშაოების, ასევე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ამბროლაურის აეროპორტისა და მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის სარემონტო სამუშაოების, ასევე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა.
1. სამუშაოების აღწერა:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:
• ტერმინალის სახურავზე არსებული სანიაღვრე არხების დახურვა ჰიდროიზოლაციით იმგვარად, რომ არ მოხდეს ჭარბი ნალექის შედეგად გადავსებული არხებიდან წყლის დარბაზში შემოღწევა;
• ტერმინალის სარდაფის სართულზე დეკორატიული ღობის მოწყობა;
• ტერმინალის შესასვლელ-გასასვლელებში ბუფერული ზონის მოწყობა დამატებით სლაიდ კარებით;
• აეროპორტში მდებარე დამხმარე შენობებში მცირე სარემონტო სამუშაოები.

მესტიის აეროპორტი:
• ღობის 400 მეტრიანი მონაკვეთის ამაღლება 40 სმ-ით.

ამბროლაურის აეროპორტი:
• ამბროლაურის აეროპორტში არსებული სტელას გამოცვლა და ტერმინალის ფასადზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტი:
• საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა და ძველი საკონტროლო გამშვები პუნქტის ფასადის შეღებვა.

დეტალური დასახელება და მოცულობები მითითებულია ფასების ცხრილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს განხორციელების ადგილებია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, ასევე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე 1 წელი;
ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე 5 წელი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, გარანტიის პერიოდში შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. რეაგირება და პირველადი შემოწმება უნდა მოახდინოს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შეკეთება, კონკრეტული შემთხვევის დროს შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 01.01.2020-01.01.2023 პერიოდზე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოები ჯამური ოდენობით არანაკლებ 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარი;

ასევე, პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოს არანაკლებ 3 (სამი) დასრულებული პროექტი, მათ შორის ერთი პროექტი ღირებულებით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების დამკვეთის მიერ დადასტურებელი დოკუმენტის ასლები. თუ გამოცდილება მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, პრეტენდენტს შეუძლია, დოკუმენტების ატვირთვის ნაცვლად, მიუთითოს შესაბამისი შესყიდვის (ტენდერის თუ სხვ.) SPA და CMR ნომრები, რათა შემსყიდველი თავად გაეცნოს დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. კომპანიის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის მიერ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის/მოწვევის ბრძანება;


2. შრომის ინსპექციაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დაასაბუთოს ქვემოთ მოცემული წესით.
• პრეტენდენტმა პირველ რიგში ყველა შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დეტალური გაანგარიშება (ხარჯთაღრიცხვა), თუ რა დანახარჯები ესაჭიროება მას მოწოდებისათვის და შესაბამისად, საიდან გამომდინარეობს შემოთავაზებული ფასი.
• გაანგარიშებაში მითითებული დანახარჯების მოსალოდნელი ოდენობის რეალურობის დასასაბუთებლად კი შეიძლება წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის დოკუმენტები:
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ცალსახად იქნება მითითებული, რომ პრეტენდენტის გაანგარიშებაში მოცემული ფასები არსებული საბაზრო პირობებით რეალურია და ამ ფასებად შესაძლებელია გაანგარიშებაში მითითებული მასალის, მანქანა-მექანიზმისა თუ შრომითი რესურსის შეძენა.
საალბათო, პირობითი ანდა დაშვებებზე დაფუძნებული დასკვნა არ მიიღება.
დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების კლება არ უნდა მოხდეს მისაწოდებელი სამუშაოსა თუ მასალების ხარისხის არსებითი გაუარესების ანდა სამუშაოს შესრულების ტემპის არსებითი შემცირების ხარჯზე. დაუშვებელია შესრულების ეტაპზე მომწოდებლის მიერ ხარისხის ან სამუშაოს ტემპის გაუარესება და დაბალი ფასების მოტივით ანუ პროექტის მცირე ბიუჯეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მომიზეზებით და მათ შორის იმაზე მითითებით, რომ შემსყიდველი ტენდერის დროს დაეთანხმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, შეამციროს გარანტიის მოცულობა უკვე შესრულებული და შესასრულებლად დარჩენილი სამუშაოს მოცულობის პროპორციულად. შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ამგვარ შემცირებაზე ანდა დათანხმდეს მხოლოდ ნაწილობრივ შემცირებას, თუ ამგვარმა შემცირების შედეგად გარანტიის მოცულობა რჩება იმდენად მცირე, რომ იგი ვეღარ იქნება დარჩენილი ვალდებულების შესრულების რეალურად უზრუნველმყოფი ინსტრუმენტი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. წინასწარი ანგარიშსწორება დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ისა, მიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება დეტალური ჩაშლილი ინფორმაცია თანხის განკარგვის მიზნობრიობის შესახებ. ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია გააკონტროლოს თანხის მიზნობრივი ჩაშლა.
2. ასეთ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული საბანკო გარანტია შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით. გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს დასრულების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

1.სამუშაოს მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პოზიციების შესაბამისად.

2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოების თაობაზე უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (დასკვნის აღებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს მიმწოდებელი). დასკვნის შინაარსი გათვალისწინებული იქნება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და ურთიერთანგარიშსწორების განსაზღვრისათვის, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლის ჩართულობა საექსპერტო შემოწმების პროცესში. Ⴑაექსპერტო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს სამუშაოების მოცულობის და ხარისხის შემოწმება და დადასტურება. მომწოდებელი ვალდებული იქნება, დამატებითი ანაზღაურების გარეშე გამოასწოროს დასკვნაში მითითებული შენიშვნები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანა ხაჩიაშვილი, 598799993, a.khachiashvili@airports.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სამუშაოს შესრულების სხვა დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. თუ ტენდერში გამარჯვებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოირკვევა, რომ მომწოდებელს არ გააჩნია სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისათვის საჭირო ფულადი, ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი, ეს გარემოება მიჩნეული იქნება მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერებად და შესაძლოა გახდეს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, აქედან გამომდინარე ყველა იმ შესაძლო შედეგით, რაც იმ დროისათვის გათვალისწინებული იქნება კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით.
3. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების, მათ შორის - ტექნიკური დავალების სრულად შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის
საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.
4. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე.
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
6. თუ დოკუმენტაციას ხელს აწერს არა პრეტენდენტის ხელმძღვანელი, არამედ მისი წარმომადგენელი, სისტემაში უნდა აიტვირთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს ტერიტორიის დათვალიერება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტენდერის მიმდინარეობის დროსაც, შემსყიდველთან წინასწარი კოორდინაციით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru