Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #46293250)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 46293250
Дата публикации: 20-09-2023
Сумма контракта: 16 507


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019186
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.09.2023 16:25
Начало приема предложения 30.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.10.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 16`507.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45453100 - Работы по реконструкции
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
შპს „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #26, ნულოვან სართულზე საარქივო დოკუმენტაციის დროებითი განთავსებისათვის ოთახების სარემონტო სამუშაოები.

დაფინანსება გათვალისწინებულია 2023 წლის სახსრებით
Количество и объём закупок იხ. დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 66.00 GEL
Размер гарантии 165 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 19.09.2023 13:38
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 20.09.2023 16:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=535952&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #26, ნულოვან სართულზე საარქივო დოკუმენტაციის დროებითი განთავსებისათვის ოთახების სარემონტო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტი ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილი ობიექტის შენობის ნულოვან სართულზე, მაღალჭერიანი ოთახის და მის გვერდით არსებული ოთახის შეკეთებას და საარქივო დოკუმენტაციის დროებითი განთავსებისთვის სტელაჟების მოწყობას. ოთახებში უნდა მოხდეს არსებული ლამინირებული იატაკის დემონტაჟი, არსებული ლითონის კარის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი ლითონის კარის მოწყობა, მეორე ოთახში გასასვლელ ღიობში მოეწყოს მდფ-ის კარები, კედელში მოეწყოს 2 ცალი ცხაური დამპერით 300*200 მმ, არსებული შტეფსელური როზეტების და ერთკლავიშიანი ამომრთველების გამოცვლა ახლებით და ახალი ამომრთველების დაყენება დამატებითი ახალი 4 ცალი კედლის სანათისთვის, სპილენძის კაბელის გაყვანა კედელზე მოხდეს საკაბელო არხით, მაღალჭერიან ოთახში მოხდეს კედლების შეღებვა ნესტგამძლე საღებავით 3 (სამი) მეტრის სიმაღლეზე, N 2 ოთახში მოხდეს დაზიანებული თაბაშირმუყაოს ფილების ამოვსება სამონტაჟო ქაფით, შეიფითხოს და შემდგომ ჭერი და კედლები შეიღებოს ნესტგამძლე საღებავით, ორივე ოთახში მოეწყოს ლამინირებული იატაკი და პლინტუსები.


1.2 2 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების (ღარები, ფილები და ა.შ.) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

შესრულებული სამუშაოს დადასტურების პროცესის შეფერხების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნას შესაბამისი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენებამდე.

1.2.3 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.4 მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საშემსრულებლო ნახაზ(ებ)ის წარდგენა.

1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოყენებული საქონლის/მასალის შემსყიდველთან შეთანხმება.


შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ფაილების შესაბამისად.

სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- ქალაქი თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N26,

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო იქნება ხარისხიანი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე.
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 24,760.50 (ოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი ლარი და 50 თეთრი) ლარისა.

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს უკანასკნელ 5 (ხუთი) სრულ წელს ტენდერის გამოცხადების თვიდან (მაგალითად, თუ ტენდერი გამოცხადდა 2023 წლის იანვრის თვეში ნებისმიერ დღეს, გამოცდილების პერიოდი იქნება 2018 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 იანვრამდე მონაკვეთი.

** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).

ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• სამუშაოს შესრულების აქტი (მაგალითად ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი) ან/და
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად, ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.

2.9 other additional requirements

1. შევსებული დანართი N1 - სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციისა ან სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს სულ მცირე ყოველთვიურად წარუდგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით. მიმწოდებელი არ არის შეზღუდული საანგარიშო პერიოდში წარმოადგინოს რამდენიმე შესრულება.
3. ყოველი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან განხორციელდება დაქვითვები ხელშეკრულების 9.8. (ადმინისტრაციული სახდელი) პუნქტის პირობების გათვალისწინებით.
4.იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მომენტისათვის, მიმწოდებელს შემსყიდველის მიმართ აქვს ამ ხელშეკრულებიდან ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები (მათ შორის გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან.
5. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 9.3 და 9.5 პუნქტებით დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის მიერ დადასტურებული მოცულობების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებით განსაზღვრული ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნოდარ სადუნიშვილი, 595800908, Nodar.Sadunishvili@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული პირობები:
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორს გადაეცეს მთლიანი სამუშაოების ღირებულებითი მოცულობის არაუმეტეს 50%.
1.1. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორს გადასცემს მთლიანი სამუშაოების 20%-დან - 50 %-ის ღირებულებითი მოცულობის სამუშაოებს, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეათანხმოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის, სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილება (ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებების ჯამი) განისაზღვრება ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე და გამოითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული/პრაქტიკაში არსებული დაანგარიშების ფორმულის მიხედვით. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება იმ ტიპის სამუშაოები, რაც ანალოგიური ან მსგავსია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისა.
2. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული შავ სიაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერით გათვალისწინებულია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინამდებარე სატენდერო პირობების მე-5 მუხლის შესაბამისი ქვეპუნატით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.
4. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოს ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან და აღნიშნულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დარეგისტრირებულია თეთრ სიაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადაამოწმოს წინამდებარე სატენდერო პირობების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისობას შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, რომლის/რომელთა სააგენტოში წარდგენა სავალდებულოა თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის სარეგისტრაციო მონაცემები/უფლებრივი შეზღუდვები/არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები (მოთხოვნის შესაბამისად) არ შეესაბამება ელ. ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ ბრძანების მიხედვით.


- სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე სამუშაოების წარმოების ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

- სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

- ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი.

- 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).


- სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

- სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
- ელ.ტენდერის დღგ-ს გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, შესასყიდი საქონლის ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru